გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტურის გამოხმაურება
დორტმუნდის „ბორუსიამ“ „ჰოფენჰაიმთან“ ქულა ძლივს, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გადაარჩინა და ორ ქულასთან ერთად, ლიდერობაც დაკარგა; „მაინცმა“ ლევერკუზენში მოიგო და პირველ ადგილზე დაბრუნდა; „ბაიერნი“ კი ისევ არ უქნია ღმერთს... მიუხედავად ამ ყველაფრისა, საფეხბურთო გერმანიაში მთავარ სალაპარაკო თემად მაინც „შალკე“ და გელზენკირხენული კლუბის უვარგისობა რჩება. ფელიქს მაგათის გუნდმა ვერც „აინტრახტს“ მოუგო და 9 ტურის შემდეგ, მე-16 ადგილზეა, რაც უკვე სერიოზული პრობლემაა, რადგან ეს აღარ არის სეზონის დასაწყისი, რომ მხოლოდ დროებით ჩავარდნაზე იყოს საუბარი და „შალკეს“ არც რაიმე პერსპექტივა უჩანს. ტურები გადის, გელზენკირხენელები კი ვერა და ვერ ახერხებენ თამაშების მოგებას.

„შალკეს“ უნიათობას საფეხბურთო გერმანია ასე პრობლემატურად იმიტომ აღიქვამს, რომ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ზაფხულში ტრანსფერებში საკმაოდ ბევრი ფული (დაახლოებით 40 მილიონი ევრო) დახარჯა და პროგრესის არაფერი ეტყობა. წინსვლა კი არა, შალკელები გასავარდნ ზონაში არიან. და ამ ყველაფრის ფონზე, ორმაგად სკანდალური იყო ის, რაც „ბილდის“ კორესპონდენტებმა შეიტყვეს და რა თქმა უნდა, გაზეთშიც დაწერეს: „აინტრახტთან“ მატჩის შემდეგ, „შალკეს“ ფეხბურთელებმა ფრანკფურტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დისკოთეკას მიაშურეს, კარგად გამოთვრნენ და დილის 4 საათამდე ერთობოდნენ. „ბილდის“ ინფორმაციით, საქეიფოდ მინიმუმ შვიდი შალკელი იყო - მანუელ ნოიერი, კლაას-იან ჰუნტელაარი, ჯერმეინ ჯონსი, ლუკას შმიტცი, ჰანს შარპეი, კრისტოფ მორიტცი და კირიაკოს პაპადოპულოსი.

მაგათი ამის გამო, რა თქმა უნდა, ძალიან გაბრაზდა. „მართალია, ფეხბურთელებისთვის არ მითქვამს, სასტუმროში ამა და ამ დროს უნდა დაბრუნდეთ-მეთქი, მაგრამ დილის ოთხ საათამდე ქეიფი და გართობა არარეკომენდებულია. საბედნიეროდ, მეორე დღეს ყველა ფეხბურთელმა კარგად ივარჯიშა და წუწუნი არავის დაუწყია. ახალგაზრდობაში მეც მიყვარდა გართობა, მაგრამ არა მატჩის შემდეგ, ან მატჩის წინ. ფეხბურთელმა თამაშის წინ, ან თამაშის შემდეგ, 24 საათის განმავლობაში ალკოჰოლი არ უნდა მიიღოს და კარგად უნდა დაისვენოს, რათა ძალები შეინარჩუნოს, ან შესაბამისად, აღიდგინოს. როცა მატჩის შემდეგ გვიან იძინებ, მით უმეტეს, დილის 4 საათზე, ეს ორგანიზმისთვის არასასურველია,“ - აღნიშნა მაგათმა და იქვე დასძინა, რომ სამშაბათს, ანუ დღეს, „ფრანკფურტთან“ მატჩში (გერმანიის თასი, მეორე რაუნდი), შეგირდებისგან მაქსიმალურად კარგ ფეხბურთს და რაც მთავარია, შედეგს ელის.

„ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფელიქსმა არ გამორიცხა, რომ ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელს შეელიოს. მისი თქმით, თუკი რომელიმე მოთამაშე სათადარიგოთა სკამზე ჯდომით უკმაყოფილოა, თავისუფლად შეუძლია, წავიდეს. ყიდვით კი, ნამდვილად არავის ვიყიდიო, აღნიშნა „დესპოტმა ფელიქსმა“. ვერც იყიდდა, რადგან ზაფხულში დახარჯული მილიონებისა და მიღებული შედეგის (მე-16 ადგილი) შემდეგ, ტრანსფერებისთვის ბოსებს კიდევ რომ მოსთხოვოს ფული, ნამდვილად დიდი ქოქოლა დაატყდება თავს.

...ამასობაში, „ბილდის“ ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, უფრო სწორად ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ 9 ტურის შემდეგ, ბუნდესლიგის ბომბარდირთა სიაში გერმანელი თავდამსხმელების ნაკლებობაა. 15 საუკეთესოს შორის, მხოლოდ ერთი გერმანელია - მაინცელი ანდრე შიურლე, რომელსაც 4 გოლი აქვს გატანილი. მომდევნო გერმანელები, ბომბარდირთა დავაში ტორსტენ ფრინგსი, მარიო გომესი და კევინ გროსკროიტცი არიან (სამ-სამი გოლით, თანაც, ფრინგსი საყრდენი ნახევარმცველია). შეგახსენებთ, რომ ბომბარდირთა რეიტინგს 8 გოლით, „ფრაიბურგის“ სენეგალელი თავდამსხმელი პაპის დემბა სისე ლიდერობს.

რაც შეეხება სიმბოლურ ნაკრებს, ტურის გმირსა და საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგს 9 ტურის შემდეგ:

ტურის სიმბოლური ნაკრები (3-2-2-3)

სებასტიან მილიტცი (ვერდერი) - ანატოლი ტიმოშჩუკი (ბაიერნი), მარვინ კომპერი (ჰოფენჰაიმი), კრისტიან შულცი (ჰანოვერი) - ილქაი გიუნდოგანი (ნიურნბერგი), ვესლი (ვერდერი) - ანდრეას ივანშიტცი (მაინცი), მარკო მარინი (ვერდერი) - ია კონანი (ჰანოვერი), შტეფან რაიზინგერი (ფრაიბურგი), იულიან შიბერი (ნიურნბერგი).

ტურის გმირი

სებასტიან მილიტცი (ვერდერი)

21 წლის სებასტიან მილიტცი ბრემენის „ვერდერის“ მესამე მეკარეა და რაკი „მუსიკოსების“ ძირითადმა კიპერმა ტიმ ვიზემ ტრავმა მიიღო, ახალგაზრდა მეკარეს ბუნდესლიგაში თავის გამოჩენის შანსი მიეცა. ეს მისთვის მხოლოდ მესამე მატჩი იყო ბუნდესლიგაში და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ მილიტცმა მთელი საფეხბურთო გერმანია გააოცა. მილიტცმა მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ (4:1 „ვერდერის“ სასარგებლოდ) გასაოცრად კარგად ითამაშა და მატჩის გმირი გახდა. „კიკერმა“ კი ის სულაც ტურის გმირად აღიარა.

საუკეთესო ფეხბურთელები

ცხრა ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება

1. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.33

2. ლუის ჰოლტბი მაინცი 2.56

3. კრისტიან ფუხსი მაინცი 2.56

4. ანდრე შიურლე მაინცი 2.58

5. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.61

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა

1. ლუის ჰოლტბი მაინცი 2 7 9

2. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 8 0 8

3. თეოფანის გეკასი აინტრახტი 7 1 8

4. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 4 4 8

5. დემბა ბა ჰოფენჰაიმი 5 2 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე