ელგუჯა ქომეთიანის შეგირდებმა ყაზახები შოთა ლომიასა და ლუკა გუგჩიას გოლებით დაამარცხეს
"ზუგდიდმა" ანთალიური შეკრება ყაზახურ "ყიზილჟართან" გამარჯვებით დაასრულა.

შეხვედრის მე-13 წუთზე საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო ყაზახების კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად შოთა ლომიამ აქცია.

"ყიზილშჟარის" კარში მეორე გოლი ლომიასა და ლუკა გუგუჩიას კომბინაციას მოჰყვა. ეს მატჩის 57-ე წუთზე მოხდა. თუმცა მანამდე არბიტრმა "ზუგდიდს" დავით გამეზარდაშვილი გაუძევა და ქართველთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ყაზახებმა ვერ გამოიყენეს - დარტყმა "ზუგდიდის" მეკარე ლაშა ძაგანიამ მოიგერია.

სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ელგუჯა ქომეთიანის გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დაუშავდა. თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლეს ვაკო ტყემალაძემ და აკაკი ფარჯიკიამ, ხოლო გიორგი გაბედავა და რომეო კანკია მოედანს სამედიცინო ჩარევის შემდეგ დაუბრუნდნენ.

ტრავმების გამო ამ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს ირაკლი ქობალიამ, ლაშა კუკავამ და ლევან წურწუმიამ.

ყაზახებმა მატჩის მიწურულს პრესტიჟის გოლი შეაგდეს და "ზუგდიდმა" 2:1 გაიმარჯვა.

ქომეთიანის გუნდი საქართველოში უკვე დაბრუნდა.

ამხანაგური მატჩი

ზუგდიდი-ყიზილჟარი 2:1

გოლები: 1:0 ლომია (13), 2:0 გუგუჩია (57), 2:1 მულდინოვი (84)

ზუგდიდი: ძაგანია, აფაქიძე, გამეზარდაშვილი, აკობია, რ. ონიანი, ტყემალაძე, სიხარულია, გუგუჩია, შ. ლომია, ეხვაია, გაბედავა

შეცვლაზე შევიდნენ: მაქაცარია, აქუბარდია, კანკია, ხუბუა, ქვარცხავა, შონია, მალანია, ქანთარია, გამრეკლიძე, ფარჯიკია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა