ლიგა 1-ის 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი კვირას გვიან დასრულდა
მიუხედავად არცთუ იდეალური კლიმატური პირობებისა (პარიზში თოვდა), შეხვედრამ მოლოდინი ბოლომდე გაამართლა. ფრანგული ფეხბურთის კლასიკა ძალიან სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. მატჩის დაწყების წინ მოედნის ცენტრში ლეგენდარული რონალდო გამოჩნდა, რომელსაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პსჟ-ის 9-ნომრიანი მაისური გადასცა.

შეხვედრის ერთ-ერთი გმირი სალვატორე სირიგუ გახდა, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და საკუთარი გუნდი არაერთხელ იხსნა. იტალიელი მეკარე ძირითადად მეორე ტაიმში დაიტვირთა, იქამდე კი უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ.

ანგარიშის გახსნა უკვე მეორე წუთზე ესეკილ ლავეცის შეეძლო, მაგრამ არგენტინელს სტივ მანდანდა გადაეღობა. მე-11 წუთზე არ გაუმართლა ნიკოლას ნკულუს – ლუკას მოურას დარტყმული ბურთი ჯოი ბარტონს მოხვდა, შემდეგ ნკულუს და "მარსელის" კარში ასე აღმოჩნდა.

"ოლიმპიკს" პსჟ-ის კარში გოლი ზედიზედ 13 შეხვედრაში ჰქონდა გატანილი და წარმატებული სერიის გაგრძელებასთან ელი ბოპის გუნდი საკმაოდ ახლოს იყო, მაგრამ სირიგუ კვირას საოცრებებს სჩადიოდა. განსაკუთრებით კარგი მომენტები ფუედ კადირის და მატიო ვალბუენას ჰქონდათ, მაგრამ იტალიელი მეკარე ბრწყინვალედ თამაშობდა.

მეორე გოლის გატანა შეეძლოთ ხავიერ პასტორეს და ესეკილ ლავეცისაც, მაგრამ ვიზავის არც მანდანდა ჩამორჩა.

მატჩის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მომენტი 75-ე წუთზე დადგა, როდესაც პასტორეს ნაცვლად მოედანზე დევიდ ბექჰემი გამოჩნდა. საინტერესოა, რომ ინგლისელი პსჟ-ის ისტორიაში მე-400 ფეხბურთელი გახდა და მან თავი სადებიუტი მატჩშივე გამოიჩინა. სწორედ ბექჰემმა წამოიწყო საგოლე შეტევა, რომელიც ჟერემი მენეზმა გააგრძელა და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დააგვირგვინა. ეს ყველაფერი შეხვედრის ბოლო წუთზე მოხდა და მატჩიც მალე დასრულდა.

აქვე გეტყვით, რომ ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ ოთხშაბათს, უკვე საფრანგეთის თასის ეგიდით შეხვდებიან.

მატჩის შემდეგ გუნდების მწვრთნელები განსხვავებულ განწყობაზე იყვნენ.

კარლო ანჩელოტი (პარი სენ-ჟერმენი): "საკმაოდ რთული მატჩი გამოვიდა, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ სამ ქულას დიდი ფასი აქვს, რადგან "მარსელთან" სხვაობა 8 ქულამდე გავზარდეთ. მეტოქემ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ გოლის გატანის შანსები ჩვენც გვქონდა. ბექჰემმა დღეს ითამაშა, რადგან მზად იყო, ხოლო ზოგიერთ ფეხბურთელს დასვენება სჭირდებოდა. ოთხშაბათს დევიდმა შესაძლოა ძირითადში ითამაშოს".

ელი ბოპი (მარსელი): "იმედგაცრუებული ვარ, რადგან ანგარიში უნდა გაგვეთანაბრებინა. საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, ნახევარდაცვაში არაერთი ბურთი მოვიგეთ და სახიფათოდაც ვუტევდით. დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტის და ცივსისხლიანობის გამოჩენა გვმართებდა. შედეგი დამაკმაყოფილებელი არაა, მაგრამ ჩემი ფეხბურთელების გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ჯერ არ ვიცი, ოთხშაბათს როგორი შემადგენლობით ვითამაშებთ, რადგან დღეს ბევრი ფეხბურთელი დაიღალა და ყველაფერი მათ მიერ კონდიციების სწრაფად აღდგენაზე იქნება დამოკიდებული".

ციფრი 400 კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ. თუ ბექჰემი პსჟ-ის ისტორიაში მე-400 ფეხბურთელი გახდა, სილვენ არმანმა ლიგა 1-ში მე-400 შეხვედრა ჩაატარა (118 "ნანტში", 282 "პარი სენ ჟერმენში"). ვეტერანი მცველი კმაყოფილი იყო:

"დღევანდელი კლასიკა, ალბათ, საუკეთესო პსჟ-"მარსელი" იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მატჩი მოვიგეთ, თანაც ეს ყველაფერი ჩემთვის საიუბილეო, მე-400 შეხვედრაში მოხდა. ამაზე უკეთეს იუბილეზე ნამდვილად ვერ ვიოცნებებდი," – განაცხადა არმანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დევიდ ბექჰემი: ეს საღამო განსაკუთრებული იყო ჩემთვის

"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა