ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

გუჯა გუგუშვილი: მასობრივი ტურნირი ჰაერივით გვჭირდება

გუჯა გუგუშვილი: მასობრივი ტურნირი ჰაერივით გვჭირდება

ჩვენი ფეხბურთი ფასიანმა სკოლებმა წალეკა და ამის გამო, ბევრი ნიჭიერი ბავშვი ფეხბურთს ახლოს ვეღარ ეკარება
საბჭოთა კავშირში ტარდებოდა ძალიან პოპულარული და კარგად რეკლამირებული ტურნირი "მილიონთა თასი", რომელშიც სულ მილიონზე მეტი გუნდიდან იმპერიაში შემავალი რესპუბლიკებში გამარჯვებულნი მონაწილეობდნენ - მარტო საქართველოდან ხუთასამდე(!). ეს გუნდები სახელდახელოდ არ იქმნებოდა და გამარჯვების მეორე დღეს არ იშლებოდა, არამედ სისტემატურად ვარჯიშობდნენ, შეკრებებს ატარებდნენ და სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ.

"მილიონთა თასის" გამარჯვებული 1968 და 1969 წლებში თბილისის "სინათლე" გახდა, რისთვისაც ფეხბურთელებმა სპორტის ოსტატის წოდება მიიღეს. ეს იყო თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების წარმატებული გუნდი, რომელიც შემდეგ 9-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 3-ჯერ საბჭოთა კავშირის ფიზკულტურული კოლექტივების ჩემპიონი, 11-ჯერ კი საქართველოს თასს დაეუფლა.

"სინათლის" მეკარე, აკადემიკოსი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ზოოვეტერინარული და სპორტის აკადემიების ყოფილი რექტორი, "ზოოვეტის" 35-წლიანი სტაჟის მქონე მთავარი მწვრთნელი ელგუჯა გუგუშვილი ამ მოვლენებს "ლელოსთან" ინტერვიუში იხსენებს.

"ჩვენს გამარჯვებას მაშინ ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა. ეს მოვლენა ყველა წამყვანმა სპორტულმა თუ სხვა მიმართულების გაზეთებმა გააშუქეს. 20-21 წლის ბიჭები ვთამაშობდით და კლუბები ნიჭიერ მოთამაშეებს ეძებდნენ. გუნდში ბევრი დღეს უკვე ცნობილი პიროვნება გვყავდა: ჯონი აბაიშვილი, "დინამოს" მცველი, შემდგომში მწვრთნელი, ამჟამად "ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" პრეზიდენტი; თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ვაჟა ნემსაძე - გიორგი ნემსაძის მამა, რომელიც "სინათლეს" კაპიტანი გახდათ. მან ფეხბურთს ტრავმის გამო ნაადრევად დაანება თავი, თორემ იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა; ელგუჯა სილაგავა, რომელიც ფიფას არბიტრი გახდა; შალვა დევდარიანი, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის მამა; ჯონი ჯანელიძე, ნიჭიერი ფეხბურთელი და ცნობილი მწვრთნელი; როლანდ კიზირია, ანატოლი სიტკოვი, თამაზ შუბითიძე, ჯემალ მეტრეველი, ონორე თაბაგარი (ჟურნალისტ ლაშა თაბაგარის მამა), რუსეთში ცნობილი ბიზნესმენი ედუარდ ჯადოევი, რაფიკ აივაზოვი, მიხეილ პირადაშვილი, ოთარ კერესელიძე, მალხაზ მაისაშვილი, თამაზ სუხაშვილი, გია სიმონიშვილი, მევლუდ ლორია, ნუგზარ ვარდოსანიძე. კარგი მწვრთნელებიც გვყავდა, სერგი სიხარულიძე და ვალერიან ირემაძე.

100-100 მანეთი ფულადი პრემიის სახით დაგვირიგეს, მოგვცეს ფოტოაპარატები და კოსტიუმები. თუმცა მთავარი აღიარება იყო: ამ ტურნირზეც მოდიოდა მსაჯებზე მუშაობა და ვიღაც-ვიღაცების გაქაჩვა. ამის მიუხედავად ყველა ხედავდა, რომ ქართული ფეხბურთი საბჭოეთში წამყვან პოზიციებზე იყო", - ამბობს გუგუშვილი.

1969 წლის ფინალში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა: გამარჯვებული მხოლოდ მესამე შეხვედრაში გამოვლინდა, რადგან ორი ფრედ დასრულდა, პენალტების სერია კი მაშინ არ ინიშნებოდა. მესამე შეხვედრაც ფრედ დასრულდა და სხვა გზა რომ არ რჩებოდა, ამჯერად პენალტების სერია ექსპერიმენტის სახით გამოიყენეს - "სინათლემ" "სტრელას" სახელით შენიღბული მოსკოვის "დინამოს" დუბლშემადგენლობა 17:16 დაამარცხა.

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის მკვლევართათვის ამ მატჩში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა _ გულშემატკივრებისთვის უცნობი ფაქტი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრას იმსახურებს. ჩვენმა რესპონდენტმა გაიხსენა: "პენალტების სერია მაშინ უცნაური წესით დაინიშნა – ორივე გუნდიდან მხოლოდ ხუთ მოთამაშეს უნდა შეესრულებინა. პენალტების დარტყმა მეც დამავალეს... ცხადია, კარშიც ვიდექი. ოთხივე პენალტი გავიტანე და ამდენივე მოსკოველებს ავუღე. ვეძებდი და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მსგავს შემთხვევას ვერ მივაკვლიე".

"სინათლეს" ფეხბურთელებმა გამარჯვება 15 წლის შემდეგ თბილისის "დინამოს" ვეტერანებთან მატჩით გაიხსენეს. 40 წლის იუბილეს აღნიშვნას შარშან აპირებდნენ, მაგრამ 2010 წლისთვის გადმოიტანეს და 29 ოქტომბერს სპორტის აკადემიის ან "ლოკომოტივის" სტადიონზე კვლავ დინამოელ ვეტერანებს გაეჯობრებიან.

გუგუშვილი ამ მოვლენებს წარსულზე ნოსტალგიის გამო არ იხსენებს – თვლის, რომ დღეს მსგავსი ტურნირი ქართული ფეხბურთისთვის ერთობ მნიშვნელოვანია.

"მილიონთა თასი ახლა რომ გვინდა, ისე არასდროს დაგვჭირვებია. ფეხბურთი რაც შეიძლება მასობრივი უნდა გახდეს და მოყვარულთა ბევრი გუნდი ჩამოყალიბდეს. ჩვენი ფეხბურთი ფასიანმა სკოლებმა წალეკა და ამის გამო, ბევრი ნიჭიერი ბავშვი ფეხბურთს ახლოს ვეღარ ეკარება. დარწმუნებული ვარ, მოყვარულთა ტურნირში ბევრ ტალანტს აღმოვაჩენთ. დღეს კი, რომელ რაიონშიც უმაღლესი ან პირველი ლიგის გუნდი არაა, ფეხბურთი კვდება. ასეა დარჩენილი ბევრი რაიონი და რატომ გვიკვირს, თაობები არ მოდიანო. ვინც მოდის, ღმერთის საჩუქარია და ხელი თავადაც უნდა გავანძრიოთ.

ამიტომ საფეხბურთო სამყაროს ვთავაზობ მოყვარულთა მასობრივი ტურნირის გამართვას, რომელსაც ფულზე მეტად სურვილი სჭირდება და აუცილებლად დაფუძნდება. შეჯიბრება სოფლის გამარჯვებულის გამოვლენით დაიწყება, შემდეგ რაიონების მასშტაბს გადავწვდებით, ბოლოს კი ქვეყნის ჩემპიონიც გაირკვევა.

მე დღემდე საქართველოს მოყვარულთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვითვლები. თუმცა შარშან ევროპის რეგიონთა თასზე ვერ გამოვედით. თუ რატომ, ჩემთვის უცნობია. სირცხვილია, უეფას ოფიციალურ ტურნირში არ ვმონაწილეობდეთ. საამისოდ კი მასობრივი ტურნირის გვჭირდება, ნაკრები გამარჯვებული გუნდის ბაზაზე რომ ჩამოყალიბდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!

ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია

"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი

სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!

[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა

"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა

"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა

ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს

[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა

[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო

[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა

ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია

"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა

"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"

"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება