ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის განახლებულ რეიტინგშიც ჩვენს სპორტსმენებს არსებითი ცვლილებები არ განუცდიათ
გასული კვირა ქართველი ჩოგბურთელებისთვის მაინცდამაინც დატვირთული არ ყოფილა. ერთადერთი, სოფიო შაფათავამ იასპარეზა მოსკოვის 25.000-იან ტურნირში წარმატებით - მეორე ადგილი დაიკავა.

ოქსანა კალაშნიკოვა ბრაზილიის საერთაშორისო ტურნირში ჩაება, მაგრამ შეჯიბრებას საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრიდან გამოეთიშა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგშიც ჩვენს სპორტსმენებს არსებითი ცვლილებები არ განუცდიათ.

ქვეყნის პირველმა ნომერმა - ანა ტატიშვილმა 1021 ქულით 56-დან 57-ე ადგილზე ჩაიჩოჩა.

დანარჩენთა მაჩვენებლები ასეთია: 297 (298). სოფიო შაფათავა (153), 395 (396). მარგალიტა ჩახნაშვილი (92), 405 (406). ოქსანა კალაშნიკოვა (90), 482 (494). სოფიო ქვაცაბაია (66), 706 (615). ნათია გეგია (28), 1157 (1155). ანი გოგვაძე (3).

ორიოდე გადანაცვლება მოხდა ტოპათეულში: ბელორუსი ვიქტორია აზარენკა, რომელიც კარგა ხანს იყო რეიტინგის სათავეში, 10325 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა, პირველობა ამერიკელ სერენა უილიამსს (10365) დაუთმო.

3(3) მარია შარაპოვა (რუსეთი, 9715), 4 (4). აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი, 7505), 5 (5). ნა ლი (ჩინეთი, 6130), 6 (6). ანგელიკ კერბერი (გერმანია, 5400), 7 (8). პეტრა კვიტოვა (4980), 8. (7). სარა ერანი (იტალია, 4915), 9. სამანტა სტოსური (ავსტრალია, 3835), 10 (10). კაროლინ ვოზნიაცკი (დანია, 3570).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა