"ქაისერის" დაცვაში ჩვენი ნაკრების მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა საიმედოდ ითამაშა
თურქულ სუპერლიგაში "ქაისერისფორმა", რომლის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეა, მორიგი გამარჯვება მიითვალა. ცნობილი "ფენერბაჰჩეს" ძლევის შემდეგ, ქაისერელებმა გერმანელ სპეციალისტ ბერნდ შუსტერის გაწვრთნილი "ბეშიქთაშიც" დაამარცხა - 1:0.

საგულისხმოა, რომ "ბეშიქთაში" ევროპის ლიგის ჯგუფურ რაუნდში ასპარეზობს და სამი ტურის შემდეგ მე-2 ადგილზეა. შუსტერის გუნდმა გასულ სეზონში მე-4 ადგილი დაიკავა და მასში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები ასპარეზობენ, როგორებიც არიან პორტუგალიელი რიკარდუ კვარეშმა, გერმანელები ფაბიან ერნსტი და მიხაელ ფინკი, თურქები ნიჰათ კაჰვეჩი, ფატიჰ თეკე და სხვები. აღსანიშნავია, რომ ეს გადამწყვეტი გოლი მატჩის უკანასკნელ წუთზე გერმანიაში დაბადებულმა თურქმა ნახევარმცველმა თურქან ოზკალმა გაიტანა.

ჩვენი ნაკრების მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრაც ჩაამთავრა. როგორც ირკვევა, ჩვენებურმა დაცვაში საიმედოდ ითამაშა და თანაგუნდელებს შეტევაშიც ეხმარებოდა. 74-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული მაღალი ბურთისთვის ბრძოლა ამისულაშვილმა მოიგო და ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ თავით მისი დარტყმისას სტუმართა გამოცდილმა მეკარე რუშთუ რექბერმა რთული ბურთი მოიგერია.

ამ მოგებით "ქაისერისფორმა" 20 ქულა დააგროვა და "ტრაბზონთან" ერთად მეორე-მესამე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას არველაძის გუნდი ხუთშაბათს, 28 ოქტომბერს თასის გათამაშებაში, ქვედა ლიგაში მოასპარეზე "ქარშიაქასთან", სტუმრად გამართავს.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე