"ჩელსიში" ლუკ შოუს ეშლი კოულის მემკვიდრედ განიხილავენ
"სანის" რედაქციამ, სულ რამდენიმე დღის წინ იყო, "ჩელსის" ოფიციალურად ბოდიში რომ მოუხადა, რაფა ბენიტესისა და ჯონ ტერის ჩხუბზე არ უნდა დაგვეწერაო. როგორც ჩანს, ტაბლოიდის ჟურნალისტ რობ ბიზლის ამჯერად უკვე საიმედო წყაროები ჰყავს, რადგან ის არ შეუშინდა ლონდონური კლუბის რისხვას და გვამცნო, რომ "მანჩესტერ სიტისთან" მარცხის მეორე დღეს გუნდის მთავარ მწვრთნელსა და კაპიტანს შორის დაპირისპირება ნამდვილად მოხდა.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ესპანელმა ფეხბურთელები თავისთან იხმო, რათა გულწრფელად ეთქვა ყველაფერი, რასაც ფიქრობდა. გუნდის სახელით სიტყვა ტერიმ ითხოვა, ვისი დასკვნებიც მწვრთნელის შეფასებებისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. კონფლიქტიც სწორედ ამის ნიადაგზე გაღვივდა.

ამავე თემას ეხება "გარდიანიც", სადაც ვკითხულობთ, რომ ბენიტესის კრიტიკის საპასუხოდ, თანაგუნდელები ვეტერანმა კაპიტანმა დაიცვა და მწვრთნელს პირში მიახალა, რომ წარუმატებლობებში მხოლოდ ფეხბურთელების დადანაშაულება, უბრალოდ, უსამართლობა იყო.

შოუს სტემფორდ ბრიჯზე იწვევენ

"ჩელსის" "საუთჰემპტონიდან" ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების 17 წლის წევრის, ლუკ შოუს შეძენა სურს. ლონდონელები მზად არიან, ნიჭიერ თინეიჯერში "წმინდანებს" 10 მილიონი ფუნტი გადაუხადონ. "ჩელსის" მარცხენა მცველის პოზიციაზე ორი ფეხბურთელი ჰყავს: 32 წლის ეშლი კოული (კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე) და 23 წლის რაიან ბერტრანი (ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულამდე).

ინგლისის ნაკრების ვეტერან ვარსკვლავს "სტემფორდ ბრიჯზე" ღირსეული მემკვიდრე სჭირდება. დიდი იმედების მიუხედავად კი, ბერტრანის თამაშში სერიოზული პროგრესი არ შეინიშნება. რიგი გამოცემები არ გამორიცხავენ, რომ ფულის გარდა, "ჩელსიმ" "საუთჰემპტონს" რაიანის სატრანსფერო უფლებებიც შესთავაზოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რაფაელ ბენიტესი: ჯონ ტერის ძირითადში ადგილი გარანტირებული არ აქვს

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა