გთავაზობთ ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის სრულ განრიგს
26 თებერვალს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ხუთივე მატჩის დაწყების ზუსტი დრო დადგინდა.

ახლა კი C ჯგუფის სრულ განრიგს ჩამოგიწერთ.

ისიც გეცოდინებათ, რომ მომდევნო ეტაპზე ექვსიდან სამი ნაკრები გავა.

შესაბამისად, იგორ კოკოშკოვის კრებულს საპასუხისმგებლო მატჩები ელის, ერთმა შეცდომამ ან ერთმა საჯარიმომ შესაძლოა ჯგუფიდან გამსვლელის ბედი გადაწყვიტოს.

ითქვა ისიც, რომ ქართველებმა შესაძლოა, ფავორიტებთან, სლოვენიასა და ესპანეთთან, ძალები გამოიზოგონ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველ ეტაპზე მოგროვილი ქულები გუნდებს მეორე ჯგუფურ ეტაპზეც გადაჰყვებათ, ერთ მატჩშიც არ შეიძლება დასვენებაზე ფიქრი.

თავად განსაჯეთ: 2011 წელს ჯგუფში სლოვენიასა და რუსეთთან ბოლო წუთებზე დავმარცხდით. მათ საქართველოსთან მოგებები მეორე ეტაპზეც გადაჰყვათ, რამაც მეოთხედფინალის საგზურის მოპოვება გაუადვილათ.

2013 წლის ევრობასკეტზეც იგივე სისტემაა: C ჯგუფის სამ საუკეთესოს D ჯგუფის (რუსეთი, იტალია, შვედეთი, თურქეთი, საბერძნეთი, ფინეთი) ტრიო შეუერთდება და შედგება 6-გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც მეოთხედფინალში ოთხი მოხვდება.

მოკლედ, სლოვენიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ყველა დეტალი ცნობილია. საკითხავია, სად, როდის და როგორ მოემზადება ჩვენი ეროვნული გუნდი ევრობასკეტისთვის.

როგორც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა გვითხრა, მიმდინარეობს მუშაობა როგორც საკონტროლო მატჩებთან, ასევე ლეგიონერთან დაკავშირებით და ახლო მომავალში მოსამზადებელი ეტაპის სრული გეგმა გამოქვეყნდება.

წინა წლებთან შედარებით, საევრობასკეტო შემადგენლობაც ადრე გამოცხადდება.

დღეს მხოლოდ ისაა გარკვეული, რომ ჩვენი ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ანტიბში 16 აგვისტოს სერბეთს დაუპირისპირდება, ხოლო 17-ში - საფრანგეთს.

C ჯგუფი

4 სექტემბერი

16:30 საქართველო-პოლონეთი

19:45 ესპანეთი-ხორვატია

23:00 სლოვენია-ჩეხეთი

5 სექტემბერი

16:30 საქართველო-ხორვატია

19:45 პოლონეთი-ჩეხეთი

23:00 სლოვენია-ესპანეთი

7 სექტემბერი

16:30 ესპანეთი-ჩეხეთი

19:45 ხორვატია-პოლონეთი

23:00 სლოვენია-საქართველო

8 სექტემბერი

16:30 პოლონეთი-ესპანეთი

19:45 საქართველო-ჩეხეთი

23:00 სლოვენია-ხორვატია

9 სექტემბერი

16:30 საქართველო-ესპანეთი

19:45 ხორვატია-ჩეხეთი

23:00 სლოვენია-პოლონეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა