ლეგენდარული არგენტინელი ბოლო პერიოდში კვლავ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა
ბოლო პერიოდში კვლავ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა ლეგენდარული არგენტინელი დიეგო მარადონა.

ამას წინათ მან განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ფეხბურთის გამო. გარდა ამისა, ნეაპოლში ჩავიდა, სადაც სასამართლო გარჩევა ელის გადასახადების დამალვის გამო და იქაც გამოირჩა სკანდალური განცხადებებით ლიონელ მესისა და პელეს შესახებ.

სანამ ნეაპოლში ჩავიდოდა, დიეგომ თავისი ცხოვრების პიკანტური დეტალებიც გაანდო ჟურნალისტებს. როგორც აღმოჩნდა, 52 წლის მარადონა ხვდება 22 წლის თანამემამულეს, სახელად როსიოს.

გოგონას ძმამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისმა დამ მართლაც გაატარა მთელი თვე დიეგოსთან ერთად დუბაის ერთ-ერთ სასტუმროში. როსიოს პირდაპირი კავშირი აქვს ფეხბურთთან, რადგან ის "რივერ პლეიტის" ქალთა გუნდში თამაშობს. თუმცა თავად მარადონას კარიერა "რივერის" ყველაზე საძულველი მეტოქის – "ბოკა ხუნიორსის" რიგებში ვითარდებოდა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის წყვილს ურთიერთობაში.

ამასობაში ინტერნეტში უკვე გაჩნდა ფოტოები, რომლებზეც დიეგო და როსიო ერთად არიან აღბეჭდილნი. მაგალითად, ერთ ფოტოზე მარადონას ხელში უჭირავს შეტყობინება, რომლითაც ის სიყვარულს უხსნის ახალგაზრდა გულისსწორს სიტყვებით - Rosio, te amo. სხვა ფოტოებზე დიეგო და როსიო შამპანურს სვამენ, ერთად მღერიან კარაოკეს და უბრალოდ, აღნიშნავენ მორიგ თარიღს მეგობრების წრეში.

როგორც გითხარით, ამ დღეებში მარადონამ განაცხადა, რომ არაფერი აღარ აქვს საერთო გახრწნილ საფეხბურთო სამყაროსთან და უახლოეს ხანში, ერთ-ერთ მწვრთნელად იმუშავებს არგენტინელ ჩოგბურთელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერხიო აგუერო მარადონას სიძე აღარ არის?

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა