"სენტ ეტიენი" თასზეც წარმატებით თამაშობს
"სენტ ეტიენი" და "ლილი" ამ სეზონში ერთმანეთს უკვე მესამედ შეხვდნენ და სამივე მატჩი "ჟოფრუა გიშარზე" გაიმართა. ჩემპიონატში გამარჯვება "ლილს" დარჩა (2:1), ლიგის თასის 1/2-ფინალში კი შეხვედრა 0:0 დასრულდა და ფინალის საგზური "სენტ ეტიენმა" პენალტების სერიაში მოიპოვა.

ერთი წაგება და ერთი ფრე – ლოგიკურად მესამე შეხვედრაში "სენტ ეტიენს" უნდა მოეგო და ყველაფერი ასეც მოხდა. თავიდან სტუმრები მარკო ბაშას გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოსწინა წუთზე, დაცვის ცენტრში ბაშას პარტნიორმა ორელიენ შეჯუმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მეორე ტაიმის დებიუტში კი "მწვანეები" პიერ-ემერიკ ობამეიანმა დააწინაურა, ვინც გოლი ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში გაიტანა.

მოგვიანებით (75-ე წუთზე) მასპინძლების უპირატესობა ბრანდაომ გაამყარა. მატჩს ინტრიგა სალომონ კალუმ დაუბრუნა, მაგრამ სტუმრებმა მეტი ვერაფერი შეძლეს და თასის 1/4-ფინალში "სენტ ეტიენი" გავიდა, რომელიც ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია (ყველა ტურნირზე 11-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს) და ყველაფერთან ერთად (ლიგის თასის ფინალი, თასის 1/4-ფინალი), ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვისაც იბრძვის.

"სოშომ", რომლის კარსაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი დიდიე ოვონო იცავდა, შინ "ტრუასთან" წააგო და ტურნირს გამოეთიშა. სტუმრებმა თამაში რამდენიმე ლიდერის (ნივე, კამიუ, იოან ტურამი) გარეშე დაიწყეს, მაგრამ გამარჯვება მაინც მოიპოვეს. "ტრუამ" საფრანგეთის თასის 1/4-ფინალის საგზური 2001 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა.

მესამე წყვილში ფავორიტი გამოკვეთილი იყო და სენსაცია არ დაფიქსირებულა. ლიგა 1-ის "ევიანმა" ლიგა 2-ის ბინადარ "ლე ავრს" უმასპინძლა და 3:1 მოუგო. მასპინძელთა მხრიდან გაიბრწყინა კევინ ბერიგოდმა, რომელმაც დუბლი შეასრულა, კიდევ ერთი გოლი კი საბერ ხელიფამ გაიტანა.

საფრანგეთის თასი. 1/8-ფინალი

სოშო-ტრუა 1:2

გოლები: 0:1 ბაებეკი (10), 0:2 ფოსურიე (89), 1:2 ბუდებუზი (90-პენ).

ევიანი-ლე ავრი 3:1

გოლები: 1:0 ბერიგოდი (25), 2:0 ბერიგოდი (49), 2:1 ი. რივიერი (81), 3:1 ხელიფა (90).

სტ. ეტიენი-ლილი 3:2

გოლები: 0:1 ბაშა (33), 1:1 შეჯუ (44-საკ. კარში), 2:1 ობამეიანი (50), 3:1 ბრანდაო (75), 3:2 კალუ (82).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგა 1. სტატისტიკური შეჯამება: არმანის 400

დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის