ქართველმა მოჭადრაკემ 6,5 ქულა მოაგროვა და საერთო ჩათვლაში 26-ე ადგილი დაიკავა, ქალებში კი პირველი ადგილი ერგო
თბილისელი დიდოსტატი სოფიკო გურამიშვილი 27 თებერვალს რეიკიავიკის მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის ბოლო ტურში თურქ ბარის ესენს დაუზავდა, მოაგროვა 6,5 ქულა და საერთო ჩათვლაში 26-ე ადგილი დაიკავა, ქალებში კი პირველი ადგილი ერგო.

მართალია, ამდენივე ქულას მოუყარა თავი უკრაინელმა სვეტლანა ჩერედნიჩენკომ (27 თებერვალს ამერიკელ ირინა კრუშს მოუგო), მაგრამ ჩვენებურმა მას უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო. 6-6 ქულით მესამე-მეხუთე ადგილებზე გავიდნენ ჩინელები - თან ჟონი, ჰუან ძიანი და გუო ძი, რომლებიც 2 მარტიდან ასტანაში მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატში მსგავსი შეჯიბრებების სამგზის გამარჯვებული ჩინეთის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებენ.

ასევე, 6 ქულით მე-6 ადგილი ხვდა 16 წლის ყაზახ დიდოსტატს - დინარა სადუაკასოვას, რომელიც, ასევე, ითამაშებს გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატში თავისი ქვეყნის სახელით.

რეიკიავიკში ათი შესაძლებლიდან 8-8 ქულა მოაგროვეს უკრაინელმა პაველ ელიანოვმა, 20 წლის ფილიპინელმა სოუ ვესლიმ (ისინი 27 თებერვალს ერთმანეთს დაუზავდნენ) და ეგვიპტელმა ბასემ ამინმა (ბოლო ტურში პოლონელი გჟეგორჟ გაიევსკი დაამარცხა).

დამატებითი მაჩვენებლებით მათ პირველი-მესამე ადგილები სწორედ ამ თანმიმდევრობით გაინაწილეს. 7,5-7,5 ქულა შვიდმა მოჭადრაკემ მოაგროვა.

მათ შორისაა 13 წლის ჩინელი იი ვეი, რომელმაც საერთაშორისო დიდოსტატის მესამე ბალი ჯერ კიდევ მე-7 ტურში შეასრულა და მსოფლიოში სერგეი კარიაკინის (რუსეთი), პარიმარჯან ნეგისა (ინდოეთი) და მაგნუს კარლსენის (ნორვეგია) შემდეგ მეოთხეა, ვინც ასეთი მაღალი საჭადრაკო წოდება 14 წლამდე დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
ყოჩაღ სოფო.მარა ცუდია რომ უარი თქვი ნაკრების შემადგენლობის შესარჩევ თურნირზე მონაწილეობაში.ჯერ საქართველოს ინტერესი და მერე პირადი მგონი ასე აჯობებდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა