დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ქართველმა ნახევარმცველმა თავის ყოფილ გუნდთან მომავალ მატჩზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ უკრაინის პრემიერლიგის მომავალ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა, რომელშიც ის თავის ყოფილ გუნდს, კიევის "არსენალს" დაუპირისპირდება.

"არსენალში" იჯარით გაშვებული კობახიძე "დნიპროში" ამ ზამთარს გადაბარგდა და სეზონის განახლებისთვის სრული მზადებაც გაიარა.

"ვერ ვიტყოდი, რომ ეს შეხვედრა ჩემთვის გამორჩეულად პრინციპული იქნება. ახლა "დნიპროს" მოთამაშე ვარ და ყველა ჩემი ფიქრი მხოლოდ იმას უკავშირდება, თუ როგორ დავეხმარო კლუბს წარმატების მიღწევაში.

დიახ, გარკვეული პერიოდი ვიცავდი "არსენალის" ღირსებას, მაგრამ მომავალ მატჩს განსაკუთრებული გრძნობებით მართლა არ ვხვდები.

განახლებულ "არსენალზე" ცოტა რამ ვიცი, თუმცა იქ კიდევ არიან ბიჭები, რომლებთან ერთადაც ვთამაშობდი და მათთან ურთიერთობას ვაგრძელებ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ წინ სერიოზული თამაში გველის", - აქვეყნებს სანდროს ნათქვამს "დნიპროს" ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ სანდრო კობახიძესთან ერთად ხუანდე რამოსის გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაც იცავს.

ასევე იხილეთ:

ხუანდე რამოსს შვეიცარიაში სანდრო კობახიძე და ჯაბა კანკავა მიჰყავს

ხუანდე რამოსი: სანდრო კობახიძეს პოტენციალი აქვს

სანდრო კობახიძე "დნიპროში" 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

სანდრო კობახიძე: ახლა გამიჩნდა შანსი, "დნიპროში" დავმკვიდრდე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა