სანტი კასორლა "ტოტენჰემთან" დიდი ლონდონური დერბისთვის მზად არის
მსოფლიოში ალბათ არც ერთ სხვა ქალაქს არ ჰყავს იმდენი საფეხბურთო კლუბი, როგორც ლონდონს. ბრიტანეთის დედაქალაქში რეგისტრირებულია 42 პროფესიული თუ არაპროფესიული სტატუსის მქონე საფეხბურთო ორგანიზაცია. მათ შორის ორი დერბი ყველასგან გამორჩეულია. ლაპარაკია "ვესტ ჰემი"-"მილუოლისა" და "ტოტენჰემი"-"არსენალის" დაპირისპირებებზე. მათ შორის განსაკუთრებული მტრობა იმითი შეიძლება აიხსნას, რომ პირველი წყვილი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს, მეორე - ჩრდილოეთს.

კვირას, 3 მარტს, "უაით ჰართ ლეინზე" დიდი მატჩია. მესამეადგილოსანი "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილისთვის მებრძოლ "არსენალს" მასპინძლობს. ცხრილში გუნდებს ერთმანეთს 9 ქულა აშორებს. ცხადია, ეს გარემოება "მეთოფეებისთვის" დამატებითი მოტივატორია. " დეზებს" კი ის აცოფებთ, რომ "მოსისხლე მტერთან" ბოლო ორი დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით, 2:5 წააგეს.

შეხვედრის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ხაზის გასმა ფეხბურთელებს არ სჭირდებათ. განსაკუთრებით ეს სანტი კასორლას ეხება, ვინც გულშემატკივარმა პირველ წრეში "ტოტენჰემთან" ეფექტური თამაშის შემდეგ საბოლოოდ მიიღო თავისიანად და შეიყვარა. აი, რას ამბობს 28 წლის ესპანელი პლეიმეიკერი:

"კვირას გამარჯვება წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იქნება და მხოლოდ იმიტომ არა, რომ ჩრდილოლონდონური დერბია. 3 ქულას განსაკუთრებულ ფასს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა სძენს. ჩვენი მიზანია ოთხეულში მოხვედრა და შესაბამისად, იქიდან რომელიმე კონკურენტის გამოდევნა. ფეხბურთელებს ეს ყველაფერი მშვენივრად გვესმის და იმედი მაქვს, ამოცანას წარმატებით გავართმევთ თავს. ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დიდებული თამაში გაიმართება.

პირველ წრეში თავად ვიგრძენი დერბის განსაკუთრებულობა. იქამდე მსგავსი რამ არასოდეს განმეცადა. იყო ამ ყველაფრის ნაწილი - ეს ფანტასტიკური გრძნობაა. ნოემბერში ადებაიორის გაძევებამ ამოცანა ძალიან გაგვიადვილა, რადგან მეტოქეს შეტევაში წასვლის საშუალება აღარ ჰქონდა. კარგად მახსოვს, რამდენად ბედნიერები იყვნენ თამაშის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები. იმედია, ისინი ანალოგიურ განწყობაზე იქნებიან კვირასაც".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სანტი კასორლა: ვიდრე ინგლისში გადმოსვლას გადავწყვეტდი, დავიდ სილვას შევეხმიანე

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა