ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თავისუფალი დარტყმა: "ბარსელონა" - თებერვლის ჩავარდნა თუ ეპოქის დასასრული

თავისუფალი დარტყმა: "ბარსელონა" - თებერვლის ჩავარდნა თუ ეპოქის დასასრული

12 მარტი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია - ამ დღეს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საგზური არ თამაშდება
ფეხბურთის მოყვარულებს ყველა საკითხზე საკუთარი მოსაზრება გააჩნიათ - ზოგი მცდარი, ზოგიც მართებული, თუმცა მოსაზრება სუბიექტური ცნებაა და თუ ვინმესთვის მცდარია, შესაძლოა სხვისთვის მართებული იყოს.

ფეხბურთის გულშემატკივარი მოწოდებით მწვრთნელია, ტაქტიკოსია, ფსიქოლოგია... მასზე უკეთ ფეხბურთში ვერავინ ერკვევა და მხოლოდ მან იცის, როგორ უშველოს გაჭირვებაში ჩავარდნილ საყვარელ გუნდს...

მეც ერთ-ერთი ასეთი ქომაგი ვარ; უბრალოდ, გამიმართლა და ფეხბურთზე საუბარსა თუ საკუთარი მოსაზრების გამოთქმაში ფულს მიხდიან.

ამ რუბრიკაში პერიოდულად სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრებ. ჩემს მოსაზრებებს ზოგიერთი თქვენგანი დაეთანხმება, ზოგი კი - არა. ფეხბურთის ერთ-ერთი ხიბლიც ეს არის - არ არსებობს საკითხი, რომელზეც ყველა თანხმდება და მატჩის შემდეგ კარგ და ობიექტურ კამათს თვითონ საფეხბურთო შეხვედრაზე დიდი სიამოვნების მოტანაც შეუძლია...

რუბრიკის პირველ თემად ავირჩიე საკითხი, რომელიც ჩემთვის (როგორც "ბარსელონას" გულშემატკივრისთვის) ყველაზე აქტუალურია: "ბარსელონას" ბოლო პერიოდის ჩავარდნა, გუნდი ხომ, ფაქტობრივად, უმწვრთნელოდ თამაშობს...

თებერვლის ჩავარდნა თუ ეპოქის დასასრული

ბევრისგან მომისმენია მოსაზრება, რომ "ბარსელონას" ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, რომ მას მწვრთნელი არც სჭირდება; ან "მე რომ "ბარსას" მწვრთნელი ვიყო, გვარდიოლაზე ნაკლები შედეგი არ მექნებოდა".

"მილანთან" და მადრიდის "რეალთან" ჩატარებულმა ბოლო ორმა შეხვედრამ აჩვენა, რომ საქმე მთლად ასეც არ არის და მწვრთნელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც საქმე კატალონიურ კლუბს ეხებოდეს.

ჟორდი როურა "ბარსელონაში" ტყუილად არ მოხვედრილა და ტიტო ვილანოვას ასისტენტიც უბრალოდ ისე არ გამხდარა, მაგრამ ის მთავარი მწვრთნელის როლზე არ გამოდგება. როურა სამი წლის განმავლობაში ხოსეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო და ანალიტიკურ საქმიანობას ეწეოდა. ანუ ის ანალიტიკოსია, დამკვირვებელია, მაგრამ ჯერ არაა მწვრთნელი და შესაძლოა, ვერც ვერასდროს გახდეს...

"ბარსელონა", "მილანთან" და "რეალთან" სათამაშოდ ერთნაირი 11-ეულით გამოვიდა. კარში: ვალდესი; დაცვაში: დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, ალბა; ნახევარცვაში: ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი; და შეტევაში: პედრო, მესი, ინიესტა.

გუნდს ორივე მატჩში უჭირდა, მესის ბევრი არაფერი გამოსდიოდა, ერთადერთი ნათელი წერტილი ინიესტა იყო, რომელიც "რეალთან" შეხვედრაში ბოლოსკენ ჩაქრა.

და რა შეცვალა როურამ? ორივე მატჩში ფაბრეგასის ნაცვლად შემოუშვა ფორვარდი ("მილანთან" სანჩესი, "რეალთან" ვილია); ინიესტა ფლანგიდან ცენტრში გადასწია, სადაც ანდრესი კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტური გახდა, "ბარსელონას" თამაში კი კიდევ უფრო უნიათო.

ორივე შეხვედრაში კატალონიელები ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ, რაც მათი ერთფეროვანი თამაშის ბრალი უნდა იყოს. სამწუხაროდ, "ბარსელონას" თამაშში არ მოჩანდა ალტერნატიული გზა, შეტევის განვითარების სხვა ვარიანტები. ფეხბურთელები შეტევას მუდმივად ცენტრიდან ცდილობდნენ, სადაც მეტოქის 6-7 მოთამაშე იყო განლაგებული. ამ დროს,შემტევმა გუნდმა ფლანგები უნდა დატვირთოს იმისთვის, რომ მეტოქის დაცვა "გაწელოს", მაგრამ "ბარსას" მოწინააღმდეგეებმა იციან, რომ კატალონიელების "არსენალში" ფლანგური ჩაწოდება ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იარაღია, რადგან გუნდს არა მარტო მაღალი ან თავით კარგად მოთამაშე თავდამსხმელი, ცენტრფორვარდი საერთოდ არ ჰყავს.

მიუხედავად ამისა, ფლანგების დატვირთვა მაინც კარგი იდეაა, რადგან მოწინააღმდეგის განაპირა მცველები ცენტრში მაინც ვერ დარჩებიან, იძულების წესით ფლანგისკენ გადავლენ და დაცვის ცენტრალურ ზონაში მეტი სივრცე გაჩნდება.

ასეთი დავალება საკუთარ ფეხბურთელებს მწვრთნელმა უნდა მისცეს, რადგან ფეხბურთელი, ტაქტიკურად როგორი განათლებულიც უნდა იყოს, ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

ჟორდი როურამ კი გააკეთა ის, რაც იცის: გაიყვანა ნახევარმცველი და შემოუშვა ფორვარდი, გუნდის თამაშში კი რეალურად არაფერი შეცვლილა. საგულისხმოა ისიც, რომ ორივე შეხვედრაში ეს ცვლილებები დაახლოებით ერთ დროს (60-62-ე წუთზე) განხორციელდა, რაც პირადად მე მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ასეთი სახის შეცვლა მატჩამდე იყო დაგეგმილი და მოვლენების სხვანაირად განვითარების შემთხვევაშიც განხორციელდებოდა.

"ბარსელონას" მოთამაშეები ისეთი ფეხბურთის თამაშს ცდილობდნენ, რაც იციან, რაც წლების განმავლობაში აქვთ ნასწავლი და რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებთ, მაგრამ ამ ორ შეხვედრაში სიამოვნების გარდა, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა და ქომაგებმა ყველანაირი ემოცია გამოსცადეს.

კატალონიური გუნდის სათამაშო სტილს პატარა ბავშვიც იცნობს. საკმარისია, მეტოქეს ტაქტიკურად განსწავლული ფეხბურთელები და ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავდეს, რომ "ბარსას" პრობლემები ექმნება. მასიმილიანო ალეგრიმ და ჟოზე მოურინიომ "ბარსა" ძალიან მარტივი, უკვე არაერთგზის აპრობირებული ტაქტიკით დაამარცხეს, კატალონიურმა გუნდმა კი მათ გუნდებს სიახლე ვერ შესთავაზა.

"მილანთან" უიმედოდ წაგების მიუხედავად, "ბარსას" გულშემატკივრები მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და მიაჩნიათ, რომ "ნოუ კამპზე" ყველაფერი სხვანაირად იქნება.

ვნახოთ, შესაძლოა ასეც იყოს. მთავარია, რომ მწვრთნელის მნიშვნელობაზე "ბარსელონაშიც" დაფიქრდნენ და "მილანთან" საპასუხო მატჩის წინ გუნდში ტიტო ვილანოვას დაბრუნება სურთ.

აქვე არ დავივიწყოთ ე.წ. თებერვლის ჩავარდნა, რომელიც გვარდიოლას "ბარსელონასაც" ახასიათებდა და როგორც ჩანს, ვილანოვას გუნდსაც არ ასცდა, რაც გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ასეთი სახის ჩავარდნა, როგორც წესი, სეზონის წინა მოსამზადებელი ეტაპით უნდა იყოს განპირობებული (ტიტოს მიერ გუნდის მომზადების სტილი პეპის სტილისგან დიდად განსხვავებული არ უნდა იყოს).

თუ არ იცით, რაზეა საუბარი, მაშინ ბოლო წლებში "ბარსას" მიერ თებერვალში დაფიქსირებულ შედეგებს გადახედეთ...

ასეა თუ ისე, ვილანოვას დაბრუნება და "თებერვლის ჩავარდნა" არის ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც "ბარსელონას" ქომაგები ჯერ კიდევ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

რა თქმა უნდა, ამ "ბარსელონას" ყველას დამარცხება შეუძლია, მაგრამ ამისთვის გაცილებით უკეთ თამაში და მთავარი მწვრთნელის სათადარიგო სკამზე ყოფნაა საჭირო.

12 მარტი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საგზური არ თამაშდება - ამ დღეს გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე: დროებით ჩავარდნასთან თუ მთელი ეპოქის დასრულებასთან...

ჟორდი როურა ანალიტიკოსია, დამკვირვებელია, მაგრამ ჯერ არაა მწვრთნელი და შესაძლოა, ვერც ვერასდროს გახდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბარსელონა-რეალი 1:3 - "სამეფო კლუბი" სამეფო თასის ფინალშია [VIDEO]

მილანი-ბარსელონა 2:0 - კატალონიელთა მიწიერი სახე [VIDEO]

• kajana

ვინც შენ ესეთ "ანალიზში" ფულს გიხდის ერთი მაგისიც, კიდე რა.. სრული იდიოტობას წერ შე საცოდავო...

• PARFIUMER

ერთი ორი ახალი იგროკი და მწვრთნელის მობრუნება უშველით მე მგონი.. თან ბარსა მაინც ბარსაა.

• giorgi

გუნდს რომ მწვრთნელი სჭირდება ორი აზრი არ არსებობს,მაგრამ ავადმყოფ კაცს ხო არ გააგდებენ,თანაც ერთბაშად,ზედიზედ მნიშვნელოვანი თამაშები მიეწყო და რა ქნას ამ საცოდავმა ანალიტიკოსმა. მოკლედ ბარსა ეხლა დაჭრილ არწივს გავს და ყვავ-ყორნებმაც დრო იხელთეს.

• ხაბო

რაგაც სიახლე სჭირდება გუნდს ახალი სისხლი, ნამდვილად გამოჩნდა რა მნიშვნელოვანია მწვრთნელი გუნდისთვის !! რაც მთავარია მგონია რომ მილანს გაცდებიან მილანი ასეთი ბულკი გუნდია შარშან კინაგამ არსენალთან 4-0 გაანიავეს, დეპორტივოც გვახსოვს . გავა შემდეგ ეტაპზე ბარსა აუცილებლად

• 1234

სუბიექტურობას ვამჩნევ აშკარად... თუნდაც ის, რომ რეალს მილანისავით მარტივი ტაქტიკით არ მოუგია, მხოლოდ ბურთის ფლობაც დაგიდასტურებთ ამას...

• levani kaxeti

ჩემი აზრით დროა ბარსელონამ თამაში შეცვალოს, თორემ ეს plaistation-ის სტილი თითქმის ყველამ დაამუღამა და საწინააღმდეგო თამაში "შექმნა". პირველი სიგნალი მოურინიოს "ინტერთან" წაგებული თამაში იყო.(მგონი ნახევარფინალი) შემდეგ რუბინთან წაგებული მატჩი ბარსელონაში, შარშან "ჩელსისთან" განცდილი ფიასკო და ბოლოს "მილანთან" უიმედოდ წაგებული პირველი მატჩი, რომლის შემობრუნებაც, ჩემი აზრით, შეუძლებელია. (ნეტავ ვცდებოდე).

• ზოდი

ყველაფერი ნათელია ბარსას ჩავარდნა აქვს, ისე თავდამსხმელი და ცენტრალური მცველი საჭიროა. ტიტო ალბათ დაბრუნდება.

• luka luka

ბარსელონას მწვრთნელი ჩირდება

• ზაზა

ჩემდა სამწუხაროდ (და ალბათ ბარსას უამრავი თაყვანისმცემელის სამწუხაროდ)მაინც მგონია რომ ეს დიდი გუნდის დიდი ეპოქის დასასრულია. ეს ვთქვი უკვე ნოემბერში (და რამის ჩამქოლეს) როცა ბარსა ჯერ კიდევ ანგრევდა ყველაფერს, მაგრამ უკვე ჩანდა რომ ეს პეპის ბარსა აღარ იყო. ალბათ ის დროა დავემშვიდობოთ საუკუნის და ყველადროის საუკეთესო გუნდს-პეპ გვარდიოლას ბარსელონას.

• გია

კიდეც რომ ვერ გასცდეს მილანს,ეპოქის დასასრული ნამდვილად არ იქნება.ბარსას ეს თაობა კიდევ იტყვის თავის სიტყვას.

გულშემატკივრის დაწერილი როა ეტყობა თუმცა არის ამაში ლოგიკა საკამოდ დიდიც :) გული დამწყდება თუ ბარსას ეს ერა დასრულდება მაგრამ 1/4 მილანი მინდა გავიდეს )) და გავა!

"ვხედავ ფეხბურთელების ხელფასს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეც ვითამაშებ" - დონალდ ტრამპი

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა