28 თებერვალს მშვილდოსანთა ევროპის ჩემპიონატში, პირად პირველობაში პლეი ოფები გაიმართა და მედლებისთვის მებრძოლი წყვილები გაირკვნენ
პოლონურ პრზესცოვში, მშვილდოსანთა ევროპის ჩემპიონატში, 28 თებერვალს პლეი ოფები გაიმართა პირად პირველობაში და გაირკვნენ მედლებისთვის მებრძოლი წყვილები. სამწუხაროდ, მათ შორის ქართველები არ არიან.

ქალთა ტურნირში ჩვენგან ყველაზე უკეთ ხათუნა ნარიმანიძე გამოვიდა, რომელიც მეოთხედფინალში დამარცხდა. მან პირველ წრეში ჰოლანდიელ ანემარიე დერ კინდერენს 7:1 აჯობა.

ჩვენებურმა მასთან დამაჯერებლად მოიგო სამი სეტი, დამატებითი სერია კი იმიტომ დასჭირდა, რომ მოულოდნელად ფრედ დაასრულა მეორე პერიოდი.

მთლიანობაში, მისი უპირატესობა საეჭვო არ იყო და ლოგიკურ დასასრულამდეც მიიყვანა შეხვედრა, თუმცა მეორე წრეში კენტად დარჩა, რადგან ორივე მისი თანაგუნდელი პირველივე რაუნდში დამარცხდა - ასმათ დიასამიძემ ევროპის ფრანგ ჩემპიონ ბერენჟერე შუსთან 0:6 წააგო, ლანა ვერულიძემ კი ასეთივე ანგარიშით დათმო რუსთა მომავალ ფინალისტ ნატალია ერდენიევასთან. ორივე მეტოქე ძლიერია, მაგრამ ჩვენებურთა ასეთი უპირობო მარცხი მაინც საწყენია.

პლეი ოფის მეორე წრეში ნარიმანიძე სწორედ შუს გადაეყარა და ფრიად დაძაბულ, დრამატულსა და ლამის თრილერად ქცეულ ორთაბრძოლაში დამატებითი გასროლით აჯობა, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა იქაც დამატებითმა მაჩვენებელმა გადაწყვიტა, თორემ შედეგი ერთნაირი იყო.

ამ სუპერდაძაბული პაექრობის პირველი სეტი ფრედ დასრულდა -30:30, მეორე კი ჩვენებურმა ერთი ქულით დათმო - 29:30.

სამაგიეროდ, მესამეში მოიპოვა დიდი უპირატესობა და ფრანგი კოლოსალური სხვაობით დაამარცხა - 30:19. ამით სეტებშიც გათანაბრდა ანგარიში - 3:3. მომდევნო ორი პერიოდი კვლავაც ფრედ დასრულდა - 30:30 და 27:27.

დაინიშნა დამატებითი გასროლა, რომელიც ორივემ 10-იანში გაარტყა, მაგრამ ნარიმანიძის ნატყორცნი ისარი წრის შუაგულთან უფრო ახლოს მოხვდა და გამარჯვებაც მას დარჩა.

სავარაუდოდ, ასეთმა დრამატულმა შეხვედრამ ჩვენებურს ბევრი ენერგიაც წაართვა და მომდევნო პაექრობა მეოთხედფინალში იტალიელ კლაუდია მანდიასთან 3:7 დათმო.

იტალიას ძლიერი გუნდი კი ჰყავს, ანუ იქ სუსტი მშვილდოსანი ვერ მოხვდება, მაგრამ მანდია აქამდე მათ გუნდში არასოდეს გვიხილავს.

მან ამჯერად ჯესიკა ტომასი შეცვალა, თუმცა ჩვენებური მაინც უფრო ძლიერი სპორტსმენი გვგონია.

ნარიმანიძემ იტალიელთანაც მედგრად იომა - პირველი სეტი 28:29 დათმო, მაგრამ მეორეში იმავე ანგარიშით აჯობა და სეტებში თანაფარდობა მყისვე აღადგინა - 1:1.

მესამეში ისევ მანდიამ იმარჯვა და ისევ მინიმალური სხვაობით - 30:29. ნარიმანიძეს ამჯერადაც უმალ შეეძლო საერთო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მეოთხე პერიოდში სულ ცოტა დააკლდა გამარჯვებამდე - 29:29.

წარმატების შანსი მაინც რჩებოდა, თუ მეხუთე სეტს მოიგებდა, მაგრამ ამ რთული ამოცანის გადაჭრა ვერ შეძლო - 28:30 დათმო და შეხვედრაც წააგო.

ვაჟებში პლეი ოფში მხოლოდ ორი მონაწილე გვყავდა, რომლებიც პირველივე წრეში დამარცხდნენ.

ოღონდ საკვალიფიკაციოში ჩვენგან საუკეთესო არჩილ ფარსენაძემ თუ კაპიტულაცია გამოაცხადა რუს ბაირ ცუბეკდორზიევთან - 0:6, ლევან ჩიტიშვილმა მცირე ომი მაინც გაუმართა უკრაინელ ჰევორჰი ივანიცკის - 3:7 წააგო.

ცოტა უცნაურია, მაგრამ აქ პირველი სამი სეტი ფრედ დასრულდა, მომდევნო ორში კი მეტოქემ იმარჯვა, თუმცა მხოლოდ თითოქულიანი უპირატესობით.

ქალთა შორის 2 მარტს ფინალში ერდენიევა და იტალიელი მსოფლიოს ორ-ორგზის ჩემპიონი პირადსა და გუნდურში ნატალია ვალეევა იასპარეზებენ. ნახევარფინალში ორივემ თანაგუნდელს აჯობა - რუსმა ანა ბომბოევას 7:3 მოუგო, იტალიელთა მოლდოველმა რძალმა კი ზემოხსენებულ მანდიას 6:2 სძლია.

ნახევარფინალში წაგებულები ასევე 2 მარტს ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს შეერკინებიან.

ვაჟებში ფინალურ პაექრობაში შესარჩევის მომგები ფრანგი იან-კარლეს ვალადონტი ჰოლანდიელ რიკ ვან დერ ვენს გაეჯიბრება.

ბრინჯაოსთვის ერთმანეთს კიდევ ერთი ჰოლანდიელი - სჯეფ ვან დერ ბერგი და იტალიელი მატეო ფისორე გაეჯიბრებიან.

ეს ორთაბრძოლებიც 2 მარტს ჩატარდება, 1 მარტს კი გუნდური პირველობები გაიმართება. ჩვენი ქალები მეოთხედფინალის საგზურისთვის რუმინელებს გაეჯიბრებიან და მათი ძლევა არ უნდა გაუჭირდეთ, ვაჟები კი იმავე ეტაპზე ავსტრიელთა დამარცხებას შეეცდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა