ყოფილი ვარსკვლავი დენის როდმანი პირველი ამერიკელი გახდა, ვინც კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავი დენის როდმანი პირველი ამერიკელი გახდა, ვინც კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა, - წერს ABC.

როდმანმა და ინმა ერთად უყურეს საკალათბურთო მატჩს, რომელშიც საგამოფენო გუნდი "ჰარლემ გლობტროტერსი" და ჩრდილოეთ კორეის ნაკრები ხვდებოდნენ ერთმანეთს. შეხვედრა ფრედ - 110:110 დასრულდა.

კიმ ჩენ ინი 90-იანი წლების "ჩიკაგო ბულზისა" და პირადად დენის როდმანის დიდი ფანი ყოფილა. თავის მხრივ, კალათბურთელმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორიეს ლიდერს "ჰყავს მეგობარი სიცოცხლის ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობებს შორის დაძაბული ურთიერთობაა".

მატჩის დროს, როდმანი ჩრდილოკორეელი ლიდერის გვერდით ტრიბუნაზე იჯდა და მას თარჯიმნის საშუალებით ესაუბრებოდა. შტატების სახელმწიფო დეპარტამენს ამერიკელი კალათბურთელის ვიზიტის შესახებ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. საგამოფენო მატჩის შემდეგ, მედიაკომპანია VICE-ის კორესპონდენტი კიმ ჩენ ინს მიუახლოვდა და ის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაპატიჟა. "მის შეთავაზებას ყველა ხმამაღალი სიცილით შეხვდა", - წერია VICE-ის განცხადებაში.

უფრო ადრე ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა Google-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ერიკ შმიდტი, მაგრამ ის პირადად არ შეხვედრია ქვეყნის მეთაურს. მაშინ, აშშ-ის მთავრობაში ეს ვიზიტი ნეგატიურად შეაფასეს. მათ აღნიშნეს, რომ არასწორად იქნა შერჩეული თარიღი ასეთი მგზავრობისთვის და ვაშინგტონს ჯერ არ გაუუქმებია ამერიკული კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვები ჩრდილოეთ კორეასთან კონტრაქტის თაობაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დენის როდმანი: კარმენ ელექტრას 24 საათი სექსი სწყუროდა!

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე