35 წლის ანდრე ვილაშ ბოაშს "ტოტენჰემში" ძალიან კარგი სეზონი აქვს
პრემიერლიგის XVIII ტურში გუნდების უმრავლესობას კონკრეტული ამოცანა აქვს გადასაჭრელი.

ვიღაცას გასავარდნი ზონიდან სურს თავის დაღწევა, ვიღაცას ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბოლომდე ბრძოლა აქვს განზრახული და ასე შემდეგ. სეზონის მთავარი ინტრიგა კი, მოგეხსენებათ, რა ხანია აზრს არის მოკლებული. ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურით ადრე "მანჩესტერ იუნაიტედის" 12-ქულიანი სხვაობა "მანჩესტერ სიტის" ოქროს მედალზე მხოლოდ ოცნების უფლებას უტოვებს.

პრაქტიკულად გარკვეულია ერთი გუნდიც, ვისაც ჩემპიონშიპში მოუწევს დაქვეითება. "ქუინზ პარკი" განწირული გვგონია.

დაღლილობის სინდრომი

"ჩელსი" მართლა ძალიან დაღლილია. წარმოიდგინეთ, რაფა ბენიტესის შეგირდებმა თებერვალში 7 თამაში გამართეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს მოედანზე გასვლა ყოველ მეოთხე დღეს უწევდათ. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ესპანელი როტაციას მიმართავდა, გუნდის მდგომარეობა მაინც საკმაოდ რთულია.

და აი, პრაქტიკულად პაუზის გარეშე "ლურჯები" "სტემფორდ ბრიჯზე" "ვესტ ბრომვიჩს" მასპინძლობენ. სტივ კლარკი და კომპანია მომდევნო სეზონში ევროპაში თამაშზე ოცნებობენ და ცხადია, საბრძოლველად ემზადებიან.

პოლ ლამბერტის "ასტონ ვილა" მიმდინარე სეზონში მეხუთედ დაეშვა გასავარდნ ზონაში. ბირმინგემელებისთვის ჩემპიონთან თუნდაც ქულის აღება ყველაზე მნიშვნელოვანი, უპირველესად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იქნება. მომდევნო ორი დაპირისპირება ხომ მათ უშუალო კონკურენტებთან "რედინგსა" (9 მარტი) და "ქუინზ პარკთან" (16 მარტი) ელით.

თავის მხრივ "ქალაქელებსაც" ესმით, რომ ხვალ "არსენალთან" "ტოტენჰემს" მძიმე თამაში ელოდება და წარმატების შემთხვევაში მეორე ადგილის განაღდება შეეძლებათ.

რთული მატჩი ელოდება "სუონსისაც". ლიგის თასზე ტრიუმფისა და უელსში ცოცხალ გმირებად გამოცხადების შემდეგ "გედებს" ყოველდღიურ რუტინასთან დაბრუნება მართებთ, რაც ბედნიერი ადამიანებისთვის საკმაოდ რთული გასაკეთებელია.

"ნიუკასლს" ჩემპიონატის გარდა ევროპალიგის თასზე "ანჟისთან" დაპირისპირებაზეც უწევს ფიქრი, რაც, ჩვენი აზრით, "ლიბერთი სტედიუმზე" გუნდების შანსებს ათანაბრებს.

შეცდომის უფლების გარეშე

"უიგანს" "რედინგთან" წინა ტურში გაუმართლაო, რომ ვთქვათ, მართლები არ ვიქნებით. მართალია, მეტოქე 35 წუთი კაცნაკლული თამაშობდა, მაგრამ პაველ პოგრებნიაკის გაძევების მომენტში საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.

"ლივერპულზე" კი იმას ვიტყვით, რომ თუკი გუნდმა მოახერხა და ბოლო ორ მატჩში ნაჩვენები თამაშის ხარისხი შეინარჩუნა, მეტოქეს გადარჩენის შანსს არ მისცემს. "წითლების" მთავარი მტერი კი სწორედ არასტაბილურობაა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერლიგის გარდა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალთან" შეხვედრაზეც უწევს ფიქრი. მოგეხსენებათ, სამეფო კლუბმა ამ დღეებში კოპა დელ რეიზე "ბარსელონას" გასვლაზე 3:1 სძლია.

თუკი ჟოზე მოურინიოს შეგირდებს "კამპ ნოუზე" შეუძლიათ წარმატების მიღწევა, შანსი "ოლდ ტრეფორდზეც" ექნებათ.

სერ ალექს ფერგიუსონმა თავად განაცხადა, რომ ყოველივეს გათვალისწინებით, ჩემპიონატში წამყვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას მისცემს. თუმცა "ნორვიჩს" "ეშმაკების" რეზერვისტებიც გასწვდებიან.

შეცდომის უფლება აღარ დარჩა არც "ევერტონს". მერსისაიდელები წინა ტურში "ნორვიჩთან" 2:1 დამარცხდნენ. "რედინგთან" კიდევ ერთი წაფორხილება "ლურჯებს" უკვე აღარ ეპატიებათ.

თუმცა "რედინგს" ასე ერთი ხელის მოსმით ნუ ჩამოვწერთ. ბრაიან მაკდერმოტის შეგირდებს შეუძლიათ "გუდისონ პარკზე" მასპინძელს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ.

"საუთჰემპტონმა" ბოლო პერიოდში დიდი ნაბიჯები გადადგა სახიფათო ზონიდან თავის დასაღწევად, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ეტაპზე თავს სამშვიდობოს ვერ დაიგულებენ. "ქუინზ პარკს" კი, როგორც ჩანს, ვერც კრისტოფერ სამბას შეძენამ უშველა. დაცვა ძველებურად სუსტად თამაშობს.

"რეინჯერები" სრული სვლით მიექანებიან ქვედა ლიგაში. ლონდონურ კლუბს მე-3 ტურის შემდეგ გასავარდნი ზონა ერთხელაც არ დაუტოვებია.

დიდი დაპირისპირების მოლოდინში

პრემიერლიგაში ერთადერთი თამაში გაიმართება. "უაით ჰართ ლეინზე" "არსენალი" ჩადის სათამაშოდ. ინტრიგა მხოლოდ ის არ არის, რომ ერთმანეთს ერთი უბნის წარმომადგენლები ხვდებიან. თუმცა აღნიშნული გარემოება გარანტიას ქმნის, რომ გუნდები ყოველი გოჯი მიწისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

ექსპერტები უხვგოლიან შეხვედრას ელიან, რადგან ასეთია ტრადიცია: 2006/07 წლების სეზონიდან მოყოლებული პრინციპულ მეტოქეებს შორის ერთადერთხელ დაფიქსირდა ნულოვანი ფრე, დანარჩენ შემთხვევებში კი 3 ან მეტი ბურთი გადიოდა.

ანდრე ვილაშ ბოაშმა მასზე ბევრად გამოცდილ მწვრთნელთან მოუწევს დაპირისპირება, მაგრამ ამის რომ არ ეშინია, პორტუგალიელმა ალექს ფერგიუსონთან ჭიდილში დაამტკიცა.

პრემიერლიგა. XXVIII ტური

2 მარტი

ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 19:00

ტრავმა: ორიოლ რომეუ, გარი კეჰილი, სესარ ასპილიკუეტა - ჯორჯ ტორნი, ზოლტან გერა

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 97 თამაში: +42=23-32 (165-145)

ევერტონი-რედინგი 19:00

ტრავმა: ტონი ჰიბერტი, მარუან ფელაინი, ვიქტორ ანიჩებე - ალექს მაკარტი, ჯეისონ რობერტსი

დისკვალიფიკაცია: - პაველ პოგრებნიაკი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 6 თამაში: +2=1-3 (5-5)

იუნაიტედი-ნორვიჩი 19:00

ტრავმა: ფილ ჯონსი, რობინ ვან პერსი, პოლ სქოულზი, დარენ ფლეტჩერი - სებასტიან ბასონგი, კეი კამარა, ხავიერ გარიდო

ბოლო 6 მატჩი

+5=1-0 +1=4-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 45 თამაში: +26=10-9 (70-34)

საუთჰემპ.-ქუინზ პარკი 19:00

ტრავმა: ენდრიუ ჯონსონი, ესტებან გრანერო, ჰოგან ეფრაიმი, ბობი ზამორა - გული დო პრადო, ლუკ შოუ

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +0=4-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 41 თამაში: +15=10-16 (61-58)

სტოკ სიტი-ვესტ ჰემი 19:00

ტრავმა: მაიკლ ოუენი, მეტიუ ეთერინგტონი - ჯორჯ მაკარტნი, კევინ ნოლანი, ჯეიმს ტომკინსი, მარკ ნოუბლი, დენიელ პოტსი

დისკვალიფიკაცია: რობერტ ჰუთი -

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 49 თამაში: +20=10-19 (67-71)

სანდერლენდი-ფულჰემი 19:00

ტრავმა: დენი როუზი, კადერ მანგანე - მაჰამადუ დიარა, კერიმ ფრეი, ნილ ეთერიჯი, ეიონგ ენო

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 31 თამაში: +9=10-12 (33-36)

სუონსი-ნიუკასლი 19:00

ტრავმა: ნილ ტეილორი, ჩიკო ფლორესი, დარნელ სიტუ - ტიმ კრული, ფაბრისიო კოლოჩინი, ჰატემ ბენ არფა, რაიან ტეილორი, ჰარის ვუკჩიჩი, სტივ ჰარპერი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 5 თამაში: +1=2-2 (3-7)

უიგანი-ლივერპული 21:30

ტრავმა: ალბერტ კრუსატი, ბენ უოტსონი, მაიკლ პოლიტი, ივან რამისი, მეინორ ფიგეროა, რიო მიაიჩი - დენიელ სტარიჯი, ფაბიო ბორინი, მარტინ კელი, მარტინ შკრტელი, ჯონ ფლენაგანი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 თამაში: +2=5-8 (10-24)

3 მარტი:

ტოტენჰემი-არსენალი 20:00

ტრავმა: კლინტ დემპსი, იუნეს კაბული, ტომ ჰადლსტოუნი, ჯერმეინ დეფო, სანდრო - ვასირიკი დიაბი, ბაკარი სანია, კირან გიბსი

ბოლო 6 მატჩი

+3=3-0 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 156 თამაში: +49=43-64 (218-250)

4 მარტი:

ასტონ ვილა-სიტი 00:00

ტრავმა: შეი გივენი, რონ ვლაარი, რიჩარდ დანი, დარენ ბენტი, მარკ ოლბრაიტონი, სტილიან პეტროვი, კრის ჰერდი, გარი გარდნერი - მიკა რიჩარდსი, მაიკონი, ვენსან კომპანი, გარეთ ბარი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 145 თამაში: +48=38-59 (208-232)

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 18 - ლუის სუარესი (ლივერპული), 15 - მიგელ მიჩუ (სუონსი), 14 - დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი), 13 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტოტენჰემი-არსენალის წინ: სანტი კასორლა - კვირის მატჩი დერბიზე მეტია

ოფიციალურად: შონ დაიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის ვაჟი 21 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა
ფაბიო ბორინი ინგლისის მე-4 ლიგის კლუბში ჩაირიცხა
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა