2 მარტს საქართველოს თასის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩები გაიმართა
2 მარტს საქართველოს თასის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩები გაიმართა.
თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 სძლია. მატჩში ანგარიში ირაკლი ძარიამ 31-ე წუთზე გახსნა. ფოთელთა კარში მეორე გოლის ავტორი გიორგი მერებაშვილი 38-ე წუთზე გახდა. 67-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ჩისკომ დააფიქსირა.
დინამო - კოლხეთი 3:0
გორის "დილამ" კი "სამტრედიას" გოლი არც სტუმრად გაატანინა და 3:0 დაამარცხა. მე-18 წუთზე გიორგი ილურიძე გამოირჩა, 32-ე წუთზე მეტოქეთა კარი ირაკლი მოდებაძემ აიღო, ხოლო შეცვალზე შემოსულმა ბაჩანა არაბულმა 64-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახადა.
ქუთაისის "ტორპედომ" სტუმრად "გაგრა" დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა. გიორგი ფანცულაიამ 72-ე წუთზე საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, ელგუჯა გრიგალაშვილმა კი 85-ე წუთზე შეხვედრას წერტილი დაუსვა.
გაგრა - ტორპედო 0:2
რუსთავის "მეტალურგმა" ბათუმის "დინამო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად რუსთაველებისთვის საკმარისი გახდა. პირველი შეხვედრა ბათუმელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს.
მერვედფინლური ეტაპზე სენსაცია კი ზესტაფონში დაფიქსირდა. ჩემპიონებმა საკუთარ კედლებში პირველლიგელ "გურიასთან" ანგარიშით 2:3 წააგეს.
ანგარიში "გურიას" ფეხბურთელმა მიხეილ კაკალაძემ მე-5 წუთზე გახსნა, რასაც ზესტაფონელებმა ორი ბურთით უპასუხეს: ალექს ბენაშვილი (17), ბოტი დემელი (29).
თუმცა მეტოქემ მატჩის ბედის შემოტრიალება შეძლო. 34-ე ლაშა ჩალაძემ გაიტანა, 36-ე წუთზე კი დავით მაისაშვილმა საკუთარ გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა და მეოთხედფინალში ასპარეზობას "გურია" გააგრძელებს.
"ზუგდიდისა" და ბოლნისის "სიონს" შორის მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. შემდეგ ეტაპზე ბოლნისელები გავიდნენ.
"სპარტაკსა" და "ვიტ ჯორჯიას" შორის შეხვედრა პირველი მატჩის მსგავსად ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ თასის მომდვენო ეტაპზე "სპარტაკი" გავიდა.
საქართველოს თასი. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები
დინამო-კოლხეთი 3:0 (1:0)
სამტრედია-დილა 0:3 (0:6)
გაგრა-ტორპედო 0:2 (1:1)
მეტალურგი-დინამო (ბ) 1:0 (1:2)
ზესტაფონი-გურია 2:3 (1:0)
შუქურა-ჩიხურა 0:0 (0:8)
ზუგდიდი-სიონი 1:1 (0:3)
სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 1:1 (1:1; პ. 3:0)
ფოტო: fczestafoni.ge
aleksa
საღოლ გურია!!!
gio19
გურულების სტუმრობაო არ გეგონოს ხუმრობაო......:):):)
konstantine
ვიტ-ჯორჯია არ გასულა,სპარტაკი გავიდა.
SANDRO
რა დრო იყო,გურია ზესტაფონთან ამხანაგურ თამაშსაც არ კადრულობდა.
Sana
გურია
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე