ქართველმა მოჭადრაკეებმა თურქეთის ნაკრები დაამარცხეს და სამ ქულას მოუყარეს თავი
ასტანაში 3 მარტს სტარტი აიღო მოჭადრაკე ქალთა გუნდურმა მსოფლიოს ჩემპიონატმა, რომელშიც საპრიზო ადგილებისთვის 10 ქვეყნის წარმომადგენლები ასპარეზობენ.

თითოეულ ნაკრებში 4 ძირითადი და 1 სათადარიგო მოთამაშეა. გამარჯვებული 9375 ევროთი დაჯილდოვდება.

მეორე-მესამე ადგილებზე გასულნი, შესაბამისად, 7000 და 2375 ევროს დაიმსახურებენ, დაფების მიხედვით პირველ-მესამეადგილოსნები 700, 500 და 250 ევროს მიიღებენ.

შეჯიბრებაში მონაწილეობს მსგავსი შეჯიბრების 2011 წლის ბრინჯაოსპრიზიორი საქართველოს ნაკრები (ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე, სალომე მელია, კაპიტანი ნინო გურიელი, მწვრთნელები - ზურაბ სტურუა და ლაშა ჯანჯღავა, დელეგაციის ხელმძღვანელი - ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე), რომლის წევრებიც ყაზახეთში გამგზავრებამდე უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რეზიდენციაში მიიღო, გზა დაულოცა და წარმატებები უსურვა.

პირველ ტურში ჩვენებურებს წილისყრით თურქები ერგოთ. გუნდის ლიდერმა ნანა ძაგნიძემ შავი ფიგურებით ბეთულ ილდიზის დასამარცხებლად 25 სვლა იკმარა; ლელა ჯავახიშვილმა მე-3 დაფაზე ასევე შავებით კარდელენ კემხანს 39-ე სვლაზე აჯობა; ნინო ხურციძემ თეთრებით სუვლენ სოფს 23-ე სვლაზე გააჩერებინა საათი.

გუნდისთვის მე-4 ქულა მე-2 დაფაზე ბელა ხოტენაშვილს უნდა მოეტანა, რომელიც თეთრებით კობრა ოზთურქს ეთამაშებოდა.

ქართველი დიდოსტატი 55-ე სვლამდე უპირატესობას ინარჩუნებდა, მაგრამ ნელ-ნელა სადავეები მეტოქეს გადააბარა, ზედიზედ სამჯერ - მე-60, 62-ე და 65-ე სვლებზე შეცდომა დაუშვა, რომლებიც შესანიშნავად გამოიყენა ოზთურქმა და 67-ე სვლაზე გაიმარჯვა.

დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: უკრაინა-ინდოეთი 3:1 (კატერინა ლაგნო-ეიშა კარავადე 0,5:0,5, ნიშა მოჰოტა-ანა უშენინა 0:1, მარია მუზიჩუკი-რუთ რადმინი 1:0, ენ მერი გომესი-ინა იანოვსკა-გაპონენკო 0,5:0,5), რუმინეთი-რუსეთი 0,5:3,5 (ადელა ქრისტინა ფოიშორი-ვალენტინა გუნინა 0:1, ალექსანდრა კოსტენიუკი-ირინა ბულმაგა 0,5:0,5, ალინა ლამი-ალისა გალიამოვა 0:1, ოლგა გირია-კარმენ ვოიცუ-იაგოდინსკი 1:0), ყაზახეთი-აშშ 2:2 (გულისკან ნახბაიევა-ანა ზატონსკიხი 0,5:0,5, ირინა კრუში-გულმირა დაულეტოვა 1:0, დინარა სადუაკასოვა-საბინა ფოიშორი 0,5:0,5, ვიქტორია ნი-მადინა დავლეტბაიევა 0:1), ჩინეთი-საფრანგეთი 3,5:0,5 (ცზიუ ვენძიუნი-ნინო მაისურაძე 1:0, ანდა შაფრანსკა-თან ჟონი 0:1, გუო ძი-სილვია კოლასი 1:0, ნატაშა ბენმეშბახი-შენ იანი 0,5:0,5).

ამდენად, პირველი ტურის შემდეგ: ჩინეთი (3,5), რუსეთი (3,5), საქართველო (3), უკრაინა (3) - 2-2. ყაზახეთი (2), აშშ (2) - 1-1, ინდოეთი (1), თურქეთი (1), რუმინეთი (0,5), საფრანგეთი (0,5) - 0-0 ქულა.

4 მარტს, მე-2 ტურში, საქართველოს ნაკრები სამგზის მსოფლიოს ჩემპიონ ჩინეთს დაუპირისპირდება. ინდოეთი-საფრანგეთი, აშშ-თურქეთი, რუსეთი-ყაზახეთი, უკრაინა-რუმინეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის