"ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი საქართველოს თასზე "გურიასთან" ორმატჩიან დუელში მარცხს მეტოქის დაუფასებლობით ხსნის
საქართველოს თასის მერვედფინალის უმთავრესი სენსაცია "ზესტაფონისა" და ლანჩხუთის "გურიას" დაპირისპირებაში დაფიქსირდა.

"ზესტაფონმა", რომელიც წყვილის უპირობო ფავორიტი იყო, ორივე მატჩი საკუთარ მოედანზე ჩაატარა. პირველი შეხვედრა ფეროელებმა, რომლებიც ნომინალური მასპინძლის როლში იყვნენ, 1:0 მოიგეს, მეორე კი 2:3 წააგეს და გათამაშებას გამოეთიშნენ.

"ცხვირაწეული ფეხბურთელები არ მჭირდება", - განაცხადა ნამატჩევს "ზესტაფონის" თავკაცმა კახა კაჭარავამ და ისიც თქვა, რომ მის ზოგ შეგირდს გუნდის დატოვება მოუწევს.

დავინტერესდით - იგეგმება თუ არა კლუბში მკაცრი ზომების გატარება და ამის გასაგებად 4 მარტს კაჭარავას შევეხმიანეთ.

"ფაქტია, რომ თასის გათამაშებას ასე ნაადრევად მეტოქის დაუფასებლობის გამო გამოვეთიშეთ.

ჩემს ფეხბურთელებს მეორე მატჩამდე გამუდმებით ჩავჩიჩინებდი, რომ პირველ შეხვედრაში გამარჯვების მიუხედავად, "გურიასთან" მძიმე ბრძოლა ელოდათ, მაგრამ, როგორც ხედავთ, მათ ამ მნიშვნელოვანი თამაშისთვის სათანადოდ მობილიზება ვერ შეძლეს.

რამდენიმე ფეხბურთელს, ალბათ, მართლაც დავემშვიდობებით, მაგრამ არა ახლა, არამედ - სეზონის ბოლოს.

მინდა, მათ კიდევ მივცე თავის გამოჩენისა და შეცდომების გამოსწორების შანსი", - გვითხრა "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც "შავ სიაში" შეტანილი ფეხბურთელების ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ახლა კაჭარავა ცდილობს, მოთამაშეები სათანადო განწყობითა და კონდიციებით შეახვედროს ჩემპიონატის მეორე ეტაპს:

"რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ თასზე განცდილი წარუმატებლობა და მთელი ძალებით ჩემპიონატზე გადავერთოთ. ევროსაგზურის მოპოვების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და მიზნის მისაღწევად თითოეულ შეხვედრას ისე უნდა მოვეკიდოთ, როგორც ფინალს.

რაც მოხდა, იმას უკვე აღარაფერი ეშველება. ახლა მთავარია, მსგავსი ჩავარდნა მეორედ აღარ დაგვემართოს.

საქართველოს სუპერთასის მოპოვებით დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა მივიღეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, თასიდან გამოვარდნამ ეს ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა".

ჩემპიონატს "ზესტაფონი" 9 მარტს, გორის "დილასთან" გასვლითი მატჩით განაახლებს. დღეისთვის საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 37 ქულით უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა და მეოთხეადგილოსან "ჩიხურას" 6 ქულით ჩამორჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზესტაფონი-გურია 2:3 - ლანჩხუთმა ზესტაფონში თქვა: პირველად იყო "გურია"! [VIDEO]

გურია-ზესტაფონი 0:1 - სტუმარმასპინძლობა ქართულ ფეხბურთში [VIDEO]

gaga
ყველა დიდი მწვრთნელი; გვარდიოლა, ფერგიუსონი, ვენგერი და სხვანი ამბობენ, რომ, როცა მათი გუნდი სუსტ მეტოქეს ხვდება, სწორედ მაშინ არიან ისინი საჭირო.ძლიერ გუნდთან კი ფეხბურთელები ისედაც კონცენტრირებულები და მოტივირებულები არიან.დიდი ფეხბურთელების მიერ დაშვებული აშკარა შეცდომით გამოწვეულ მარცხს კარგი მწვრთნელები თავის თავზე იღებენ.
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე