"ბრუკლინ ნეთსის" ქართველმა ფორვარდმა D ლიგაში მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა
თორნიკე შენგელიასთან ერთად "სპრინგფილდ არმორი" ძლიერი და ნებისმიერი მეტოქისთვის სახიფათოა, მის გარეშე კი - ჩვეულებრივი აუტსაიდერი.

ქართველმა ფორვარდმა დივიზიონში ბოლო ადგილზე მყოფ სპრინგფილდელებს ერთ-ერთი ფავორიტი "ერი ბეიჰოქსი" დაამარცხებინა. წინა მატჩში კი, 2 დღის წინ "არმორი" მხოლოდ ერთი ქულით დამარცხდა დივიზიონის ლიდერ "ფორტ ვეინთან".

ამჯერად შენგელიას შედეგიანი თამაშის წყალობით "სპრინგფილდ არმორმა" "ერი ბეიჰოუქსი" 130:112 დაამარცხა. შენგელიამ 31,37 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14-დან 9 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ამ ყველაფერმა ჯამში 26 ქულა შეადგინა, რასაც თორნიკემ 6 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა.

ამ შედეგით შენგელია სპრინგფილდელთაგან საუკეთესო იყო. 21 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა კლის ჯოზეფს, ხოლო 20 ქულით დაასრულა შეხვედრა რეიმონ მურმა.

მომდევნო მატჩს "სპრინგფილდი" 8 მარტს კვლავ "ერი ბეიჰოქსთან" ჩაატარებს, თუმცა შენგელია, თუ "არმორში" ყოფნა არ გაუგრძელეს, ამ დროისთვის უკვე "ბრუკლინ ნეთსში" იქნება.

ქართველი ფორვარდი ოფიციალურად 1 კვირითაა გაშვებული D ლიგაში.

www.gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა