ევრას კვირაში 70 ათასი ფუნტი ჰქონდა და ამიერიდან 100 ათასი გაუხდება
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ როგორც ჩანს გადაწყვიტა სახელფასო პოლიტიკას გადახედოს და თავისი მდიდარი ფეხბურთელები კიდევ უფრო გააფულიანოს – მას მერე, რაც უეინ რუნის მეგახელფასი დაუნიშნა კლუბმა პატრის ევრას გამდიდრებაზე დაიწყო ზრუნვა. რასაკვირველია, თანხა, რომლის გადახდასაც „ოლდ ტრეფორდზე“ ფრანგისთვის აპირებენ რუნის ახალ ხესფასთან - კვირაში 250 ათას ფუნტი – შედარებით „გროშებია“, მაგრამ... ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ევრას კვირაში 70 ათასი ფუნტი ჰქონდა და 100 ათასი გაუხდება.

29 წლის ევრა „იუნაიტედთან“ ახალ, ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და გამოვა, რომ მანჩესტერის კლუბს რუნისთვის მომდევნო ხუთ წელიწადში მისაცემი 65 მილიონის ზევით ევრას 20 მილიონიც ექნება გადასახდელი. მაგრამ, მოდი, საკითხს ასე შევხედოთ: „მანჩესტერ იუნაიტედი“ მდიდარი ორგანიზაციაა, მას ჩვენი შესაცოდი არაფერი სჭირს და ფულს განა მხოლოდ ხარჯავს, სარგებელსაც ნახულობს. გარდა მატერიალური მოგებისა, „იუნაიტედის“ თავკაცს სერ ალექს ფერგიუსონს ის სარგებელიც ექნება, რომ კონკურენტი კლუბები, უპირველეს ყოვლისა კი „მანჩესტერ სიტი“ დაინახავენ, რომ „ოლდ ტრეფორდიდან“ ფეხბურთელების წაყვანა შეუძლებელია – იქ თავად აქვთ ფული და თავიანთ მოთამაშეებს სრულიად აკმაყოფილებენ. კონკრეტულად ევრას შეძენით კი იმდენად „სიტი“ არ გახლდათ დაინტერესებული, რამდენადაც ესპანური კლუბები „ბარსელონა“ და „რეალი“.

მარცხენა მცველს ახლანდელი კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა, დაგეგმილი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გუნდში უკვე 33 წლის ასაკამდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ თავად ევრაც არ მალავს, რომ „იუნაიტედში“ თავს შესანიშნავად გრძნობს და ყველაფერს უახლოეს ორ-სამ კვირაში დაუსვამს წერტილს. ფრანგი კლუბის შეთავაზებული პირობებით კმაყოფილია.

ის, რომ ევრა „მანჩესტერ იუნაიტედისადმი“ დიდი ერთგულებით გამოირჩევა რამდენიმე დღის წინაც დამტკიცდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც რუნის „იუნაიტედში“ დარჩენა ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი. ფეხბურთელი წასვლაზე ფიქრობდა, როდესაც ფრანგმა თქვა, კაცი, რომელიც თანაგუნდელებს არ ენდობა ჩვენთან თამაშის ღირსი არ არისო. მისმა ასეთმა ნათქვამმა „იუნაიტედის“ ფანებს გული მოფხანა, რადგან სწორედ იმ დღეებში მათ თანაქალაქელი „სიტი“ აღიზიანებდა – ისტლენდელები რუნის გადაბირებას ცდილობდნენ.

ახლა, ზოგადად, სახელფასო საქმეებს გადავხედოთ: გასულ სეზონში ჯიბეზე ხელის გაკვრაში პრემიერლიგის კლუბებიდან ყველას სწორედ „მანჩესტერ სიტიმ“ აჯობა – 133 მილიონი გადაიხადა, რაც „ჩელსის“ სახელფასო ფონდზე მეტი აღმოჩნდა. ამასობაში, მოგეხსენებათ, საქმეში უეფაც ჩაერია და გამოაცხადა, რომ „ფეარ პლეი“ ფულის გადახდაშიც საჭიროა – სწორედ ამის გათვალისწინებით დათვალა თავისი შემოსავალ-გასავალი „მანჩესტერ იუნაიტედმაც“ და აღმოაჩინა, რომ ის ჯამაგირებში წლიური ბრუნვის ნახევარზე ნაკლებს ხარჯავს. ამიტომაც მიეცა კლუბის აღმასრულებელ შეფს დევიდ გილს იმედი და თამამად განაცხადა, რომ „სიტის“ პატრონი შეიხი მანსური მას ვერ გააკოტრებს. კერძოდ, გილმა თქვა:

„კონკურენტების არ გვეშინია. რაც სახალხო კომპანია გავხდით, წესად გვაქვს, რომ ჩვენი სახელფასო ხარჯი წლიური ბრუნვის ნახევრის ტოლი ან ნაკლები უნდა იყოს. ამიტომაც გვწამს, რომ შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი ვარსკვლავები შევიძინოთ და შევინარჩუნოთ. ასეთი გახლავთ ჩვენი მოდელი, ისე კი ამ საქმეს ყველა თავისებურად უდგება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა