ვინმე პამელა სმიტმა ქალაქ ატლანტას სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ მისი 16 წლის ვაჟის მამა – სწორედ ლეგენდარული კალათბურთელია
სერიოზულ სკანდალში გაეხვა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი, ამჟამად, "შარლოტ ბობკეტსის" მფლობელი მაიკლ ჯორდანი. 3 მარტს, ვინმე პამელა სმიტმა ქალაქ ატლანტას სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ მისი 16 წლის ვაჟის მამა – სწორედ ლეგენდარული კალათბურთელია. თინეიჯერმა, რომელსაც გრანტ რეინოლდსი ჰქვია, უკვე მოასწრო ვიდეომიმართვის ჩაწერა.

როგორც გაზეთი “ნიუ იორკ პოსტი” წერს, 50 წლის ჯორდანმა შექმნილ სიტუაციას “სამართლებლივი სისტემის უსირცხვოდ გამოყენება” უწოდა. კალათბურთელის ადვოკატმა ჯონ მეიუმ უკვე მიმართა სასამართლოს სარჩელის გაუქმების თაობაზე, რომელშიც მისის სმიტი ლეგენდარული სპორტსენისგან მამობის დასადგენი ტესტის გავლას ითხოვს.

“დოკუმენტების თანახმად, 16 წლის მოზარდის მამის პიროვნება მრავალი წლის წინ არის დადგენილი, - ამბობს ჯორდანის წარმომადგენელი. - ჩემი კლიენტი თავისი რეპუტაციის დაცვას აპირებს. სამწუხაროა, რომ პოპულარული პიროვნებები ასეთი სარჩელების მსხვერპლნი ხდებიან”.

სარჩელში, რომელიც პამელა სმიტმა გასულ კვირას სასამართლოში შეიტანა, მოთხოვნილია ჯორდანის მხრიდან ალიმენტების გადახდა, აგრეთვე სამედიცინო ხარჯების დაფარვა. ასევე სარჩელში სმიტი ითხოვს, რომ მაიკლმა თავისი გვარი მისცეს ბიჭს.

საგულისხმოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქალი ითხოვს მაიკლ ჯორდანისგან მამობის აღიარებას. 2006 წელს, ვინმე კარლა კნაფელმა ანალოგიური სარჩელი შეიტანა, მაგრამ გენეტიკურმა ექსპერტიზამ უარყო მისი სიტყვები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მაიკლ ჯორდანი ბავშვებს უგებს

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე