შეხვედრის დეტალებზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი საუბრობს
5 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სტუმრობდა საკალათბურთო დელეგაცია, რომელიც სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა წარუდგინა: ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არვიდას საბონისი, მისი ქართველი კოლეგა ბესიკ ლიპარტელიანი, ლიტვისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციების ჩინოვნიკები მერაბ რატიშვილი და პაულიუს მოტეიუნასი.

პრემიერთან შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა. განიხილეს... თუმცა სჯობს, უშუალოდ შეხვედრის მონაწილე ბესიკ ლიპარტელიანს მოვუსმინოთ.

- ვისაუბრეთ არაერთ საჭირბოროტო საკითხზე. არვიდას საბონისმა პრემიერ-მინისტრს აუხსნა, რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა ამა თუ იმ ქვეყანაში კალათბურთის განვითარებისთვის.

საქართველოს ნაკრებმა ევროპაში უკვე დაიმკვიდრა ადგილი, ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. თუნდაც მიღწეულის შესანარჩუნებლად საჭიროა ქვეყანაში კალათბურთის საფუძვლიდან განვითარება, რაშიც ჩვენი ლიტველი კოლეგები დაგვეხმარებიან.

- როგორ შეხვდა პრემიერ-მინისტრი არვიდას საბონისს?

- აღნიშნა, რომ მისი თამაშები ნანახი აქვს და ძალიან გაუხარდა ლიტველი ლეგენდის ცოცხლად ხილვა. ისიც მოეხსენება, რომ საბონისი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ევროპელი კალათბურთელია.

მოკლედ, ბატონი ბიძინა კალათბურთში კარგადაა ჩახედული. მოგვისმინა და დახმარება აღგვითქვა.

- ლიტვა-საქართველოს თანამშრომლობის პროგრამის გარდა, კიდევ რა თემებზე იმსჯელეთ?

- წლების განმავლობაში ვმუშაობდით საკითხზე, რომელიც მუნიციპალიტეტების კალათბურთში ჩართვას გულისხმობდა, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ.

არვიდას საბონისმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დეტალურად გააცნო ლიტვური მოდელი: ჩვენთან ბავშვთა უამრავი სკოლაა, რომლებსაც მინიმუმ 51 პროცენტით მუნიციპალიტეტები აფინანსებენ.

ასევე, ჩემპიონატის მონაწილე 57 გუნდს სახელმწიფო ინახავს, მხოლოდ თორმეტია კომერციულიო.

დაახლოებით ასეთივე სიტუაციაა ხორვატიაში, სადაც კალათბურთი უმაღლეს დონეზეა.

- კონკრეტული თარიღები თუ დაითქვა?

- სპორტის მინისტრთან ერთად შევქმნით ჯგუფს, რომელიც კალათბურთის განვითარების პროექტზე იმუშავებს, ყველა საკითხსა და ნაბიჯს გავთვლით და ასე წარვადგენთ. არვიდას საბონისი ზემოთ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საქართველოში ახლო მომავალში კიდევ ჩამოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა