ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ცხადაძე ჩემპიონობისთვის

ცხადაძე ჩემპიონობისთვის

... და ბომბარდირობისთვის

აზერბაიჯანული პრემიერლიგის წინა, მე-9 ტურში ოთხი ქართული გოლი გავიდა, მაგრამ ყველაზე ქართულმა გუნდმა "ინტერმა" მტკივნეული მარცხი იგემა. ახლა ქართული გოლი ჩვენს სამეზობლოში არ გასულა. სამაგიეროდ, კახა ცხადაძის გუნდმა ძალზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება მოიგო. "შაფას" სტადიონზე 1,5 ათასი მაყურებელი დაესწრო "ინტერისა" და "ბაქის" დერბის, რომლის ბედიც მე-5 წუთზე გადაწყდა - დონალდო ასიოლიმ შეხვედრის ერთადერთი გოლით ცხადაძის გუნდს 3 ქულა მოუტანა - 1:0.

სასტარტოში სამი ჩვენებური მოხვდა: ილია კანდელაკი, დავით ოდიკაძე (68-ე წუთზე შეცვალეს) და ვალერი აბრამიძე, სათადარიგოთა სკამზე კი ეროვნული გუნდის ექსგოლკიპერი გიორგი ლომაია იჯდა. 31 წლის გოლკიპერს 28 აგვისტოს მერე არ უთამაშია, როცა "ინტერმა" "ნეფთჩისთან" 0:2 წააგო. ვინფრიდ შეფერის (რომელსაც წყალი შეუდგა) გუნდის დამარცხების შემდეგ ცხადაძე და კომპანია 19 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "ნეფთჩის" 4, ხოლო "ხაზარს" 2 ქულით ჩამორჩება.

ქართველთაგან თავის გამოჩენის ყველაზე კარგი შანსი კანდელაკს ჰქონდა, რომელიც მატჩის დასაწყისშივე მეკარესთან პირისპირ გავიდა, ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ მეტისმეტი მოუვიდა და ის კარსაც გადაცდა.

"სწრაფი გოლი ძალზე დაგვეხმარა. საერთო ჯამში კმაყოფილი ვიქნებოდი, რომ არა ერთი ნიუანსი - მეორე ტაიმში ძალიან დავიხიეთ უკან. ამ თამაშით დავამტკიცეთ, რომ "ინტერი" კვლავ რჩება ჩემპიონობის პრეტენდენტად, ჩვენ ტიტულის შენარჩუნებას ვაპირებთ", - განაცხადა ცხადაძემ მატჩის შემდეგ.

ზაქათალის "სიმურგმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა მოიკ-ი, თავი ბოლო ადგილს დააღწია და მე-10-ზე გადავიდა. ეს საინგილოს კლუბის პირველი გამარჯვება იყო სეზონში. სტუმართა 23 წლის ბომბარდირ ბაჩანა ცხადაძეს ჯერ კიდევ პირველ ტაიმში შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა თავისი გოლი მან მაინც გაიტანა - ბოლოსწინა წუთზე პენალტით. ბაჩანამ 90 წუთი ითამაშა, მას უკვე 5 გოლი დაუგროვდა ჩემპიონატში, ისევე როგორც თანამემამულე გიორგი ადამიას. მათზე მეტი მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვთ გატანილი: "ნეფთჩის" ფორვარდ ნასიმოვს (11), "განჯას" ბრაზილიელ ლეგიონერ ჟუნივანს (6) და აზალ-ის ლიტველ შემტევ იუშკას (6). ამ შეხვედრაში მოიკ-ის კარს აღარ იცავდა ამირან გვენცაძე, ის სათადარიგო იყო. ვეფხია გვენცაძის 23 წლის ვაჟმა აქამდე არმიელთა ყველა მატჩი ითამაშა, თუმცა 9 თამაშში 20 გოლი გაუშვა. მოიკ-ი 4 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

შუა კვირაში, გადმოტანილ მატჩში "ყარაბახის" ფორვარდმა გიორგი ადამიამ დუბლი შეასრულა, ამ ტურში კი მან და მისმა გუნდმა თავი ვერ გამოიჩინეს - სტუმრად "მუღანთან" ფრეს დასჯერდნენ - 0:0. გიორგიმ კი შეუცვლელად ითამაშა, მე-18 წუთზე გაიტანა კიდეც, მაგრამ თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის დააფიქსირა. "მუღანის" რიგებში დავით სვანაძემ შეუცვლელად ითამაშა. სალიანის ოლიმპიურ სტადიონზე თამაშს 800 მაყურებელი დაესწრო. "ყარაბახი" 18 ქულით მე-5 ადგილზეა, "მუღანი" 10 ქულით მეცხრეა.

რევაზ ძოძუაშვილის "თურანი" ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ "ხაზარს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ძოძუაშვილმა შალვა ფირცხალავა და გიორგი ჭედია შეუცვლელად ათამაშა. ქართველი სპეციალისტის გუნდი 4 ქულით ცხრილის ფსკერზეა. ხაზარელი ქართველი დავით იმედაშვილი დიდი ხანია ტრავმირებულია და პირველი ტურის შემდეგ ვერ თამაშობს.

ლიდერმა "ნეფთჩიმ" 6:2 გაანადგურა "განჯა". ამჯერად მასპინძელთა განაცხადშიც ვერ მოხვდა ლადო ბურდული. სტუმართა შორის სასტარტო მხოლოდ ერთი ქართველი იყო, ზურაბ ძამსაშვილი შესვენებისას შეცვალეს, გიორგი სეთურიძე 84-ე წუთზე გამოჩნდა, ლევან მდივნიშვილი კი კვლავ სათადარიგო იყო. "განჯა" 14 ქულით მე-7 ადგილზეა.

"გაბალა"-აზალ-ის შეხვედრაში საინტერესო არაფერი ყოფილა - 0:0. მასპინძელთა ქართველმა კაპიტანმა გოგა ბერაიამ შეუცვლელად ითამაშა, სტუმარმა ნუგზარ კვირტიამ - 62-ე წუთამდე. აზალ-ს 18 ქულა აქვს, "გაბალას" - 14.

სომხეთის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურიღა დარჩა. თენგიზ უგრეხელიძის, გიორგი კრასოვსკისა და შოთა ჯიქიას "ულისემ" შინ 0:1 წააგო "პიუნიკთან" და ჩემპიონობის თეორიული შანსიც დაკარგა ("ბანანცს" 10 ქულით ჩამორჩება).

მოლდოვის ნაციონალურ დივიზიონში ჩემპიონმა "შერიფმა" სტუმრად რიბნიცაში გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაამარცხა "ისკრა-სტალი" 1:0 და ქულებით დაეწია. "შერიფი" 26 ქულით მესამეა. ტირასპოლელთა 39 წლის კაპიტანმა ვაჟა თარხნიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. "დაჩია" "ნისტრუს" სტუმრად 1:1 დაუზავდა. მომენტები ჰქონდათ მამუკა ლომიძეს, ლევან კორღალიძეს და დავით გამეზარდაშვილს, მაგრამ ვერ გაიტანეს. "დაჩია" 27 ქულით მეორე ადგილზეა.

ლატვიის ვირსლიგის 24-ე ტურში თამაზ პერტიას "დაუგავამ" უსიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა ლიდერ "სკონტოს" - სტუმრად 1:0 მოუგო. გიორგი ჩიხრაძემ შეუვლელად ითამაშა, ხოლო მამუკა ღონღაძე ბოლო წუთზე გამოცვალეს. მასპინძელთა რიგებში დავით ჯანელიძე 87-ე წუთზე გამოჩნდა. "ოლიმპისმა" 2:1 დაამარცხა "იელგავას" და ბოლო ადგილს თავი დააღწია. გამარჯვებულთა რიგებში ლაშა ღონღაძემ და კოტე ზარნაძემ 90-90 წუთი ითამაშეს, გიორგი ჩხიკვიშვილი ბოლო წუთზე გამოჩნდა.

ესტონეთის ჩემპიონატში "ფლორამ" სტუმრად 2:0 მოუგო "კურესაარეს", ზაქარია ბეგლარიშვილი 71-ე წუთზე გამოცვალეს. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "ფლორა" მეორეადგილოსან "ლევადიას" 4 ქულით უსწრებს. ასე რომ, თუკი 26 ოქტომბერს ქართველის გუნდი "კალიუს" დაამარცხებს, ზაქარია ესტონეთის ჩემპიონი გახდება.

დანიის ვიასატდივიზიონში 30 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს დავით დევდარიანის "ორჰუსი". ქართველი ბომბარდირთა დავაში 7 გოლით მეორე ადგილზეა, არადა მას ტრავმის გამო ბევრი გაუცდა. ბოლო ტურში "ორჰუსმა" სტუმრად "სკივეს" 2:0 მოუგო. 69-ე წუთზე ქართველმა მატჩის მეორე გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა