ლანჩხუთის "გურიამ" ერთი სენსაცია უკვე მოახდინა, როდესაც საქართველოს თასის გათამაშებიდან "ზესტაფონი" გამოთიშა
გასულ შაბათს "გურიამ" პატარა სენსაცია გამოაცხო და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი "ზესტაფონი" მისსავე სტადიონზე, ორი მატჩის ჯამში, თასის გათამაშებიდან გამოთიშა.

განმეორებითი მატჩი, რომელშიც მასპინძლად იმერლები ითვლებოდნენ, პირველლიგელებმა საუცხოოდ ჩაატარეს და 3:2 მოიგეს.

შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო ალეკო შენგელია იყო, რომელსაც რამდენიმე კითხვა დავუსვით:

- ალეკო, გულშემატკივრებს თბილისის "ლოკომოტივში" თამაშიდან უნდა ახსოვდე, მაგრამ მოდი, მკითხველს მაინც გააცანი შენი თავი.

- ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე "ნორჩ დინამოელში". პირველი მწვრთნელები იყვნენ ავთო ქანთარია და გურამ კანდალია. ბავშვობა იქ გავატარე, შემდეგ გადავედი "დინამოს" აკადემიაში, საიდანაც "ლოკომოტივში" ჯერ დუბლშემადგენლობაში, შემდეგ კი ძირითად გუნდში აღმოვჩნდი. ერთი წელი ვითამაშე უმაღლეს ლიგაში, "გურიაში" გადმოსვლამდე პირველლიგელ "ნორჩ დინამოელში" დავყავი ასევე ერთი წელიწადი.

- შაბათს "გურიამ" მოულოდნელი შედეგით დაამთავრა მატჩი ზესტაფონში. რამდენად ელოდით?

- მოგეხსენებათ, ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, გასული ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი, რომელმაც ჩვენთან თამაშამდე სუპერთასიც აიღო. ამასთან, ორივე მატჩის ზესტაფონში გამართვაც მეტოქის წისქვილზე ასხამდა წყალს. პლუს - "ზესტაფონს" ევროტურნირებზე მოხვედრის შანსი ჩემპიონატიდან შედარებით მინიმალური აქვს და თასი იყო მათი პრიორიტეტი.

თუმცა ბიჭებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაქსიმუმი გავიღეთ, რაც დაგვიფასდა კიდეც. პირველი წაგებული მატჩის შემდეგაც არ ვყოფილვართ გულგატეხილები, რადგან იმ შეხვედრამ დაგვანახვა, რომ წასაგები არ იყო.

ფარ-ხმალი არ დავყარეთ მაშინაც, როცა ასეთ ძლიერ მეტოქესთან ორი შეცდომის გამო ანგარიშში უპირატესობა გავანიავეთ და მეტოქე დაწინაურდა.

ვითარება პირველ ტაიმშივე შემოვაბრუნეთ და მეორე ტაიმში უკვე დაცვაზე გადავიტანეთ აქცენტი. რა თქმა უნდა, იოლი არაა "ზესტაფონთან" 45 წუთი ანგარიშის შენარჩუნებას ეცადო, მაგრამ ეს მოვახერხეთ. თანაც, ვერ ვიტყვით, რომ მეტოქეს ბევრი შანსი მივეცით. პირიქით, რეალური შესაძლებლობა გვქონდა, უპირატესობა გაგვეზარდა.

- ალეკო, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყავი შეხვედრაში და ბევრის აზრით, "გურიაში" საუკეთესო მატჩი ზესტაფონში ჩაატარე. მეთანხმები?

- არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ზესტაფონში ჩემი თამაშით უკმაყოფილო არ ვარ, თუმცა ვფიქრობ, მეტიც შემიძლია.

- შენც და მთელი გუნდიც ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდით, არადა, გასულ თამაშებში ბოლო წუთებში ლამის მთელი გუნდი დაღლილი ჩანდა. რა შეიცვალა?

- ამის მიზეზი კარგი მოსამზადებელი შეკრება და გუნდში თითქმის ყველა ადგილზე გაზრდილი კონკურენციაა, რაც ხარისხს მაღლა სწევს.

- ვის ისურვებდით სათასო მეტოქედ და შანსებს როგორ აფასებ?

- გვსურს მინიმუმ კიდევ ერთი ბარიერი გადავლახოთ. იყოს თუ გინდათ მორიგი სენსაცია! ყველაზე მეტად "დინამოსთან" შეხვედრა არ გვინდა (არადა, გურიას სწორედ "დინამო" დაუწყვილდა. ინტერვიუ წილისყრამდეა ჩაწერილი - ავტ.), თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მასთან რამეს დავთმობთ.

ბოლომდე ვიბრძოლებთ და რა გამოგვივა, ვნახოთ. ჩვენ "ზესტაფონთან" იმის დამტკიცება თუ განსაზღვრა გვინდოდა, რამდენად შეგვიძლია უმაღლესლიგელებთან პაექრობა. გვჯეროდა და ორმა სათასო მატჩმაც დაგვარწმუნა, რომ უმაღლეს ლიგაში ამ გუნდით თამაში შეიძლება. თან შევთამაშდებით, ალბათ, კიდევ გავძლიერდებით - მოკლედ, კარგი გუნდი გვეყოლება საუმაღლესოდ.

- მართალია, თასზე წარმატებას მიაღწიეთ, მაგრამ "გურიის" წლევანდელი მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლაა...

- აბსოლუტურად გეთანხმებით. რა თქმა უნდა, რთული ბრძოლა გველის. როცა პირველ ადგილზე ხარ, არ არის იოლი მისი შენარჩუნება – ყველა შენთან ცდილობს თავის გამოჩენას, აუტსაიდერიც კი. ამიტომაც მოდუნების უფლება არ გვაქვს. თან კონკურენტებიც სერიოზული გვყავს, თუმცა წლეულს აუცილებლად უნდა გადავიდეთ, სხვა გზა არ გვაქვს - გურული გულშემატკივარი ნამდვილად ღირსია უმაღლესი ლიგის. ასი პროცენტით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. შარშან რაღაც სასწაულებრივად ვერ გადავიდა "გურია" და იმავეს დაშვება არ შეიძლება!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს თასის წილისყრა: წყვილი ზეექვსეულიდან და გურია-დინამო

თემურ ლორია: დაპირება ძალაშია - ლანჩხუთის "გურიამ" ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს!

ზესტაფონი-გურია 2:3 - ლანჩხუთმა ზესტაფონში თქვა: პირველად იყო "გურია"! [VIDEO]

გურია-ზესტაფონი 0:1 - სტუმარმასპინძლობა ქართულ ფეხბურთში [VIDEO]

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის