ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი კახელიშვილი: რასაც ახლა ვთამაშობ, იმაზე მეტი შემიძლია...

გიორგი კახელიშვილი: რასაც ახლა ვთამაშობ, იმაზე მეტი შემიძლია...

გორის "დილას" და ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს თავის გამოჩენის შანსი ეროვნულ ნაკრებში არ მისცემია
გიორგი კახელიშვილი სადაც არ მივიდა, ყველგან სტაბილურად ითამაშა. ის ახლა გორის "დილას" გარემარბია, ორივე ფლანგიდან შეუძლია ხიფათის შექმნა, თამაშის გამწვავება, კარის გასწვრივ ჩაწოდება და გოლის გატანაც.

ის 25 წლის გახლავთ. ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია, არადა, საქართველოს ჩემპიონატში მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.

კახელიშვილს აქეთურ-იქითურზე ვესაუბრეთ, ინტერვიუ კი გორის "დილას" ამბებით დავიწყეთ...

- მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპისთვის "დილა" ვალდას ივანაუსკასმა ჩაიბარა. რა სიახლეები შეიტანა გუნდში ლიტველმა სპეციალისტმა?

- ივანაუსკასი ავტორიტეტია, დიდი ფეხბურთელი იყო. მისი თამაში ჩვენს თაობას არ უნახავს, თუნცა ვიდეოჩანაწერებით და უფროსების მონაყოლიდან ვიცით, თუ რა დონის მოთამაშე იყო.

"დილაში" ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგაც ყველაფერი კარგად მიდის. ივანაუსკასი ყველა მიმართულებით მუშაობს, იქნება ეს გუნდის ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მომზადება.

- "ლელოსთან" ინტერვიუში ივანაუსკასმა განაცხადა, რომ "დილა" ევროსარბიელზე გასასვლელად იბრძოლებს, "დინამო" - ჩემპიონობისთვის. რა თქმა უნდა, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ "დილაც" არ იბრძოლებს ტიტულისთვის, თუმცა მაინც საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე "დილას" ფეხბურთელები...

- მაქსიმუმს გავაკეთებთ, ყველა თამაშში მოსაგებად ვიბრძოლებთ. სასიხარულოა, ჩემპიონატი ექვსეულებად რომ დაიყო და კარგ გუნდებს ორჯერ რომ შევხვდებით.

უმაღლეს ლიგაში პირველად 2005 წელს ვითამაშე თბილისის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში და მაშინაც ასეთნაირად იყო დაყოფილი ჩემპიონატი, საინტერესო მატჩები ტარდებოდა. ვფიქრობ, ახლაც საკმაოდ დაძაბული თამაშები იქნება.

- "დინამოს" სამი ქულით ჩამორჩებით, თუმცა სხვა ფაქტორებიცაა გასათვალისწინებელი. "დინამო" რამდენიმე ლეგიონერით გაძლიერდა, უკეთესი სავარჯიშო პირობები აქვს; "დილა" კი ხან საგურამოში ვარჯიშობს, ხან თბილისში - "ბენდელაზე". თუმცა ყოფილა შემთხვევა, კონკურენტზე უარეს პირობებში მყოფი გუნდი რომ გამხდარა ჩემპიონი, მაგალითად, თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" ეს 2009 წელს მოახერხა...

- ჩისკო, ალვარო, ლორია, დვალი, მერებაშვილი - "დინამოდან" ამ მოთამაშეებს გამოვარჩევდი. ისინი წარმოადგენენ გუნდის ხერხემალს. მიხარია, როცა საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელები კმაყოფილები არიან და აქვთ იმის საშუალება, მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრონ.

რაც შეეხება საჩემპიონო შანსებს, ალბათ არც "დინამოს" ფეხბურთელებს ჰგონიათ, რომ ჩემპიონობა განაღდებული აქვთ. 2007 წელს, რუსთავის "ოლიმპის" შემადგენლობაში რომ გავხდი საქართველოს ჩემპიონი, თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ვვარჯიშობდით და რუსთავში ვთამაშობდით. არც მაშინ გვქონდა საკუთარი ბაზა.

"დილაში" ძალიან კარგი სიტუაციაა, ფეხბურთელები ჯგუფებად არ ვართ დაყოფილნი, ერთიანი გუნდი ვართ, სადაც ძალიან კარგი სიტუაციაა. სხვა კარგი გუნდებიც არიან - "ჩიხურა", "ტორპედო", "ზესტაფონი"...

ძალიან სასიამოვნოა, რომ გორში ხალხი სტადიონზე დადის და დარწმუნებული ვარ, გორელი გულშემატკივრები ისევ ჩვენს გვერდით დადგებიან.

- "დილამდე" თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი იყავი. რატომ მოგიწია ყველაზე ტიტულოვანი გუნდის დატოვება?

- მიუხედავად იმისა, კონტრაქტით კიდევ ერთი წელი მქონდა დარჩენილი, "დინამოში" დარჩენას აზრი არ ჰქონდა, რადგან იმ მომენტში კლუბში გაურკვევლობა იყო. "დილაში" გადასვლა კი ნამდვილად არ მინანია.

- ფეხბურთელ კახელიშვილს ყველა აფასებს, თუმცა ისე ჩანს, რომ კიდევ რაღაცა სჭირდება უფრო მეტის მისაღწევად...

- რომელ გუნდშიც არ მივედი, მწვრთნელი ყოველთვის კმაყოფილი რჩებოდა ჩემით, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, მის დავალებას ვასრულებდი. უფრო მარჯვენა ფლანგიდან მირჩევნია თამაში. ჩემი ამოცანა მინიმუმ საგოლე პასის შესრულებაა. რამდენი გოლიც გამიტანია, დაახლოებით ოთხჯერ უფრო მეტი საგოლე გადაცემა მაქვს შესრულებული.

"დინამოში" დიდად ვერ გამოვიჩინე თავი. როგორც ეროვნულ ნაკრებშია ყველასთვის საოცნებო თამაში, ასევეა "დინამოც" და ბედნიერი ვარ, ორი წელი ამ გუნდის მაისურა რომ მეცვა და არანაკლებ ბედნიერი ვარ იმით, რომ ახლა "დილაში" ვთამაშობ.

- ტიტული "ვიტ ჯორჯიაშიც" გაქვს მოპოვებული. 2009 წელს, სუპერთასზე "დინამოს" წინააღმდეგ შეცვლაზე შეხვედი და შენს ფლანგურ გარღვევას მოჰყვა გადამწყვეტი გოლი...

- კარგი თამაში გამოვიდა, მე და დინამოელი ნიკა ფირცხალავა ერთად შევედით შეცვლაზე. ჩემი ჩაწოდების შემდეგ ბურთი მას მოხვდა და ასე აღმოჩნდა კარში. რუსთავის "ოლიმპში" და თბილისის "ლოკომოტივში" ყოფნის დროსაც ბევრი მნიშვნელოვანი გოლი გამიტანია.

- გარემარბებს სხვადასხვა სტილი აქვთ: ზოგი ჩაწოდებებშია ძლიერი, ზოგი დრიბლინგში, ზოგიც სისწრაფეში. მაინც რა არის ყველაზე მთავარი ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელისთვის?

- ყველა თავის საუკეთესო თვისებას იყენებს. აღარაა ისე, რომ გარემარბის მთავარი დანიშნულება ფლანგური თამაში იყოს. დააკვირდით, როგორ თამაშობს არიენ რობენი - იშვიათად აწვდის ფლანგიდან; უფრო იმას ცდილობს, მარჯვნიდან ცენტრისკენ შეიწიოს და კარში დაარტყას.

- თასის წილისყრით რამდენად კმაყოფილი ხართ? ნახევარფინალში გასასვლელად საჩხერის "ჩიხურასთან" მოგიწევთ ბრძოლა...

- ვფიქრობ, არავინ არ არის ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში და შესაბამისად, არავის არ გამართლებია წილისყრით. აგერ, პირველლიგელმა ლანჩხუთის "გურიამ" მერვედფინალში "ზესტაფონი" დაამარცხა და დაამტკიცა, რომ ყველასათვის ანგარიშგასაწევი გუნდია.

- საქართველოში ასეთი ტენდენცია შეიქმნა - 25 წელს მიტანებულ ფეხბურთელს ბევრი უპერსპექტივოდ მიიჩნევს. რას იტყოდი ამის შესახებ?

- ეს არასწორი შეხედულებაა. 25 წლის ვარ და ვგრძნობ, რომ ახლა უფრო შემიძლია პროგრესი, ვიდრე მანამდე. ხოლო ვინც ასეთი ტენდენცია ჩამოაყალიბა, ის ქართული ფეხბურთის მტერია.

- ალბათ, ხინჯად გრჩება, რომ ეროვნულ ნაკრებში ჯერ ერთხელაც არ გამოუძახებიხართ. ძალიან შორს არის ნაკრები გიორგი კახელიშვილისგან?

- შორს ნამდვილად არ არის, ის დროც მოვა, როცა სანაკრებო შანსი მომეცემა. რასაც ახლა ვთამაშობ, იმაზე მეტი შემიძლია. საქართველოს ჩემპიონატში კი მეტის მიღწევა შეუძლებელია. აქ ისეთი სიტუაციაა, ერთ ადგილას ხარ გაჩერებული...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩისკო, ალვარო, ლორია, დვალი, მერებაშვილი

• დინამოელი

აზრზე არ არის ფეხბურთის, შეუძლია არა კატლეტი, არასერიოზული საუბარია.

• bibo

ბიჭო რამ გაგაბოროტათ და გაგამწარათ მართლა კარგი ფეხბურთელია ვისაც გაქვთ თამაში ნანახი საქართველოს ჩემპიონატისთვის კარგი მოთამაშეა, რაც შეეხება პიკეს და პუიოლს ეგ ესპანეთის ჩემპიონატიაა ძმებო და არა საქართველოს. ასე რომ ცოტა დაფიქრდით მანამ დაწერთ.

• gizo

საქმე ლაპარაკის ნაცვლად :))))))))))))

• kkk

ღმერთო მართლა რამე პლანეტა გვესროლე, აღარ შემიძლია ამდენი პროფესორის ატანა... ხო აბა რა თქვენ იყავით გახარებულები და ჩვენი კარგიც...:)))))))

• guja_kakhadze

25 წლის ფეხბურთელი უკვე დაღვინებულია, გამოცდილება აქვს და თუ რამე შეუძლია დროა აჩვენოს.გიორგის მოსამატებელი რომ აქვს ამას თვითონაც ხვდება. შემოძლიაო - ხმამაღლა ნათქვამია. ბევრს ვიშრომებ და შევძლებო უფრო გაგვეხარდებოდა!

• kkk

გელა შენც გეხება, გაიჭირდება ვატყობ მაგის გაგებაა შენ...

• gigi

აეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

• kkk

რატო არ იწერებაა კომნტარიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

• kkk

ამ ძალით ფეხბურთის პფოფესორებს შეხედე რა... არ ამოიდგეს ენა... ხავის და ინიესტას რო მიადექით საქართველოს ჩემპიონატში რომელი გყავთ უკეთესი ჩამოთვალე აბა? დარწმუნებული ვარ არცერთს არ გაქვთ კახელიშვილის თამაში ნანახი. არ უყურებ ამ მართლა ვითომ ფეხბურთის მცოდნეებს... ჰამლეტას და ბლინას გეხებათ

• PARFIUMER

ჰამლეტა რაეებს წერ ძამაო, რა პიკე და პუიოლი, კაცი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და ბევრზე უკეთესია...

• gia

იმედია ბავშვთა ფეხბურთსაც მიეხედება რეგიონებშიც და მარტო თბილისელები არ იქნებიან საქართველოს ნაკრებში.ამათზე რაც უნდა კარგი წეროთ და ინტერვიუები ჩამოართვათ მაინც ვერაფერს იზამენ ერთი მარტივი მიზეზის გამო რომ ფეხბურთის თამაში არ იციან

• hamleta

ვერა და ვერ გამოჩნდა ქართულ ფეხბურთში კარგი თაობა რაა. შენ კიდე ბიჭო თუ უფრო კარგად შეგიძლია თამაში რატო არ თამაშობ უფრო კარგად. ისედაც ნერვები დაწყვეტაზე გვაქვს ქართველ გულშემატკივარს და შენი დაბოლებაღა გვაკლია.ან რას თამაშობ ისეთ განსაკუთრებულს ვერ გამიგია. სისწრაფე შენ არ გაქვს და კაცის მოტყუება შენ არ შეგიძლია. შეხედეთ როგორ თამაშობენ ევროპის წამყვანი ნაკრების ფეხბურთელები. რომელთან მიახლოებული კონდიცია გაქვს? ხავი, ინიესტა, პიკე, პუიოლი, იბრაგიმოვიჩი, ლუკა მოდრიჩი, ამ ჩამოთვლილთაგან რომელს სჯობიხარ აბა მითხარი. რომელი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის გრანდში აბა ჩამოთვალე. იცი რატო არ თამაშობენ? იმიტომ რომ თქვენ საერთოდ არ იცით ფეხბურთის თამაში. რასაც თქვენ მოედანზე აკეთებთ ეგ არის ფაფხური.მენტალიტეტი ოდნავ მიახლოებულიც კი არ გაქვთ მათთან. შეხედე რა პასის კულტურა აქვთ, რა დრიბლინგი, ბურთის გაჩერების უდიდესი ოსტატობა, სად გაქვს შენ ეს თვისებები ძმურად დაფიქრდი აბა.

• gela

აი როგორ მეტი შეგიძლია და ვერ თამაშობ აგვიხსენი რა. არ გინდა ეგ ფელიჩიტა ბიჭო. ქეცბაია ტყუილად კი არ იძახდა ფსიქოლოგი კი არა ფეხბურთელები გვინდაო. ამ პრესისაც ვერ გამიგია რატო უკეთებენ ქართველ ფეხბურთელებს პიარს. თუ რამე შეუძლიათ სადაა შედეგი. ნუ წაგვჭამეთ თავი რა

• blina

თუ მეტი შეგიძლია მეტი ითამაშე რა მამაცხონებულო. არ წაჭამეს ტვინი ამ ვითომ ფეხბურთელებმა ...

• bibo

გენაცვალე გიო მაგარი კაცი ხარ, წარმატებებიი სანაკრებო კაცი ნამდვილად არის.

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს

[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!

[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა

[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!

ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია

ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა

This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?