უნგრეთის დედაქალაქში კადეტ და ახალგაზრდა მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა
უნგრეთის დედაქალაქში დასასრულს მიუახლოვდა კადეტ და ახალგაზრდა მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი.

როგორც გაუწყეთ, ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა მოხმალავე სანდრო ბაზაძემ, რომელმაც ახალგაზრდებში ყველა მეტოქე დაამარცხა და ქართული ფარიკაობის ისტორიაში პირველად ევროპის ოქროს მედალი მოიპოვა.

თანაგუნდელს სათანადოდ ვერ აუბეს მხარი კადეტებში 2010 წლის მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოსპრიზიორმა მიხეილ მარდალეიშვილმა და საბა სულამანიძემ, თუმცა ჯგუფურ ტურნირში ურიგოდ არ უასპარეზიათ.

სულამანიძემ, რომელიც ორი წლით უფროსებს ეპაექრებოდა, ზედიზედ ოთხ მეტოქეს სძლია - იან ფუჩიკს (ჩეხეთი, 5:1), კონსტანტინ ვორონოვს (უკრაინა, 5:4. არადა, ამ უკანასკნელმა მერე პლეი ოფში იყოჩაღა და მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო სანდრო ბაზაძესთან), რუვენ რედვანზს (გერმანია, 5:3) და ვლადიმირ კერნიხინს (სერბეთი, 5:1), ორი შეხვედრა კი წააგო - კრისტიან ბიტუკასთან (რუმინეთი, 4:5) და ალექსანდრ ტრუშაკოვთან (რუსეთი, 0:5). პლეი ოფში პირველივე შეხვედრა მაქსიმილიან ქინდლერთან (გერმანია) დათმო - 10:15 და 23-ე ადგილს დასჯერდა.

ერთი საფეხურით მაღალი ადგილი დაიკავა მიხეილ მარდალეიშვილმა, რომელმაც ქვეჯგუფში ასევე ოთხ მეტოქეს დააყრევინა ფარ-ხმალი: დანიელ როდს (პორტუგალია, 5:0), მაქსიმილიან ქინდლერს (გერმანია, 5:2), დიეგო დე ლა ფუენტეს (ესპანეთი, 5:4) და ნიკოლაი ზაპოროჟენკოს (მოლდოვა, 5:3), ხოლო ფრანჩესკო დარმიენტოსთან (იტალია, 4:5) და ენვერ ილდირიმთან (თურქეთი, 3:5) დამარცხდა.

პლეი ოფის პირველ წრეში რუვენ რედვანზის (გერმანია, 12:15) ვერ გასცდა.

6 მარტს ბუდაპეშტიდან შეგვეხმიანა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი, საერთაშორისო არბიტრი დავით სახვაძე, რომელიც ევროპის პირველობაზე მსაჯად არის მიწვეული.

- გახარებულნი ვართ სანდრო ბაზაძის ჩემპიონობით, - გვითხრა მან. - შესანიშნავ სპორტულ ფორმაშია. ველოდით მისგან საპრიზო ადგილს. სხვებმაც გაიზიარეს ჩვენი წარმატება.

ერთ-ერთმა პირველმა სახელოვანმა უნგრელმა მოფარიკავემ, წინა თაობის ქართველ მუშკეტერთა მეგობარმა ენო კამუტიმ მოგვილოცა გამარჯვება.

ტურნირზე არც მარდალეიშვილსა და სულამანიძეს უასპარეზიათ ურიგოდ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოხმალავენი შვიდ მარტს გუნდურ შეჯიბრებაშიც იყოჩაღებენ.

საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში 11 ნაკრები ჩაებმება. პირველ წრეში თავისუფალნი ვართ, მეორეში იტალიელებს დავუპირისპირდებით. ტურნირის დამთავრების შემდეგ ჩვენები ბუდაპეშტში დარჩებიან და 9-10 მარტს მოხმალავეთა გრანპრიში მოსინჯავენ ძალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა