გავრცელებული ხმებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს
ინგლისური პრესის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ უეინ რუნის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს.

5 მარტს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში, "რეალის" წინააღმდეგ, რუნი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. თავდასხმის ხაზში "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა უპირატესობა რობინ ვან პერსისა და დანი უელბეკის წყვილს მიანიჭა.

მართალია, მოგვიანებით რუნი მოედანზე გამოჩნდა, მაგრამ ამან მანკუნიანელები მარცხისგან ვეღარ იხსნა - 1:2.

უკვე მეორე დღეს ბრიტანულ გაზეთებში გამოჩნდა სათაურები, რომელთა თანახმად, რუნი გუნდს, სავარაუდოდ, მომავალ ზაფხულს დაემშვიდობება.

"დეილი ტელეგრაფისა" და "დეილი მეილის" ცნობით, 27 წლის ფორვარდის ფასი 20 მილიონი ფუნტით განისაზღვრება, თუმცა მისი მსურველები შესაძლოა ფეხბურთელის მაღალმა ხელფასმა დააფრთხოს - ინგლისელი ფორვარდი კვირაში დაახლოებით 300 ათას ფუნტს იღებს.

რუნის მომავალთან დაკავშირებით აზრი მისმა ყოფილმა პარტნიორმა "მანჩესტერ იუნაიტედში" მაიკლ ოუენმაც გამოთქვა:

"რუნის მდგომარეობა გუნდში აშკარად საგანგაშოა. მადრიდის ”რეალთან” შეხვედრა სეზონის უმთავრესი მატჩი იყო, მწვრთნელმა კი ის სკამზე დასვა.

მრავალი წლის განმავლობაში ისე იყო, რომ უეინი ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა. ზოგჯერ მას მარცხნივ, ხანაც თავდამსხმელის უკან ამწესებდნენ, მაგრამ ძირითადი გუნდიდან მისი ამოგდება? ეს პირდაპირ კბილებში დარტყმა იყო...

ახლა რუნის ორი გზა აქვს: ან ფორმის აღდეგანზე უნდა იმუშაოს, ან აღიაროს, რომ მწვრთნელს მისი აღარ ეიმედება და ამ ისტორიას წერტილი დაუსვას".

ასევე იხილეთ:

მანჩესტერი-რეალის გამოხმაურება: შენ ჩაქრი, ჩაქირ!

მანჩესტერი-რეალი 1:2 - უკეთესის მარცხი "ოლდ ტრეფორდზე" [VIDEO]

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა