გამოცდილ ფეხბურთელს თითქოს მიხრა-მოხრაზე ეტყობა, რომ ბევრი უნახავს, ბევრჯერ დახმარებია გუნდს გადამწყვეტ მომენტში და ბევრი ისეთი რამ იცის, რასაც საჯაროდ არ იტყვის
გამოცდილ ფეხბურთელს თითქოს მიხრა-მოხრაზე ეტყობა, რომ ბევრი უნახავს, ბევრჯერ დახმარებია გუნდს გადამწყვეტ მომენტში და ბევრი ისეთი რამ იცის, რასაც საჯაროდ არ იტყვის.

რუსთავის "მეტალურგს" ჰყავს რამდენიმე ასეთი მოთამაშე. ერთ-ერთი მათგანი 29 წლის ლუკა რაზმაძე გახლავთ.

რაზმაძე "ვიტ ჯორჯიაში" ჩამოყალიბდა საქართველოს ჩემპიონატის კარგ ფეხბურთელად. ის არ არის გამორჩეული დრიბლიორი ან საგოლე პასის შემსრულებელი. მან, პირველ რიგში, შრომის და მონდომების ხარჯზე შექმნა საკუთარი თავი.

რაზმაძე ალღოიანი ფეხბურთელია. ამას ბევრი ვარჯიშით ვერ გამოიმუშავებ - ეს ან გაქვს, ან არ გაქვს.

საქართველოს თასის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში "მეტალურგმა" რაზმაძის პენალტით დაამარცხა ბათუმის "დინამო" 1:0 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რუსთაველთა მეტოქე ცხინვალის "სპარტაკი" იქნება.

რაზმაძეს სხვა ბევრი ძალიან საჭირო გოლიც აქვს გატანილი. ის საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა გადამწყვეტი ბურთის შეგდება ყოველთვის ითვლებოდა მის ხელობად. ლუკას გადამწყვეტი გოლი ევროსარბიელზეც გაუტანია ტრნავის "სპარტაკთან"...

მახსოვს, ერთხელ დიდიე ოვონოს გაუტანა გოლი. ის გადამწყვეტი შეხვედრა იყო. "დინამოს" მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს, მატჩი კი 1:1 დასრულდა. ჩემპიონი "ვიტ ჯორჯია" გახდა.

მიმდინარე სეზონში კი რაზმაძის "მეტალურგი" ზედა ექვსეულში ვერ მოხვდა, ქვედა ექვსეულში პირველ ადგილზეა, უმაღლესი ლიგიდან გავარდნა არ ემუქრება და ევროსაგზურის მოპოვებას თასის გათამაშებიდან აპირებს.

"ზედა ექვსეულში რომ ვერ მოვხვდით, ამას უფრო უიღბლობას ვაბრალებ. არის ხოლმე ისეთი პერიოდი, როცა არ წაგივა თამაში, როცა არ გიმართლებს და ასე დაგვემართა ჩვენც", - გვითხრა რაზმაძემ.

ამ სეზონის პირველი ეტაპი ჯერ დამთავრებული არ იყო, "მეტალურგში" მწვრთნელი რომ შეიცვალა - კობა ჟორჟიკაშვილის ადგილი გიორგი ყიფიანმა დაიკავა. რაზმაძე ამბობს, რომ ყიფიანს თავისი ხედვა აქვს, ყველაფერი კარგად მიდის, ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართო.

შესაძლოა, ლუკა "მეტალურგში" ისე ეფექტურად ვერ თამაშობს, როგორც "ვიტ ჯორჯიაში", მაგრამ თავის საქმეს მაინც რიგიანად აკეთებს.

"ხუთი წელი ვითამაშე "ვიტ ჯორჯიაში", სადაც ფეხბურთელები და მწვრთნელები ერთი ოჯახივით ვიყავით.

რუსთავურ გუნდში უკვე ორია წელია ვთამაშობ. აქაც კარგად ვგრძნობ თავს, ხოლო მოედანზე როგორ გამოვიყურები, ამაზე ლაპარაკს მოვერიდები, ეს გულშემატკივრებმა უნდა შეაფასონ", - გვითხრა რაზმაძემ.

...პირობები ბევრს ნიშნავს, ეს მხოლოდ ხელფასსა და პრემიას არ გულისხმობს. როცა გუნდს აქვს საკუთარი ბაზა რამდენიმე მოედნით, საძინებლებით, სარეაბილიტაციო საშუალებებით, სატრენაჟორო დარბაზით, ამ გუნდს დიდ უპირატესობას უქმნის იმ მეტოქეებთან, ასეთი პირობები რომ არ გააჩნიათ.

2008/09 წლების სეზონში "ვიტ ჯორჯია" მცხეთაში ვარჯიშობდა, საშინაო შეხვედრებს კი გორში ატარებდა. ფაქტობრივად, მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, თუმცა მაინც მოახერხა ჩემპიონობა "დინამოსთან" დაპირისპირებაში.

როგორ შეიძლება ასეთი უპირატესობის დაძლევა? ლუკასგან ასეთი განმარტება მივიღეთ:

"იმ საჩემპიონო სეზონამდე რამაზ მუმლაძე უკვე სამი წელი წვრთნიდა "ვიტ ჯორჯიას", ეს კი ცოტა არ არის. უცბად არაფერი მოდის, გუნდის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება.

"ვიტ ჯორჯია" მაშინ ძალიან კარგად შეთამაშებული გუნდი ვიყავით, ანაზღაურებაც ნორმალური გვქონდა და ყველაფერი გამოგვივიდა. ფეხბურთში ხდება ხოლმე, რომ უკეთესი პირობების მქონე გუნდს ზოგჯერ სხვა სჯობნის".

რაზმაძემ ისიც გვითხრა, რომ "მეტალურგი" საკმოდ გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და, პირველ რიგში, სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ამ გუნდის ძალასო.

ლუკამ ისიც აღნიშნა, რომ "მეტალურგი" კარგად მოემზადა სეზონის განახლებისთვის, თურქულ შეკრებაზეც იყო და გუნდს შეთამაშებაც არ დაეწუნება.

ვიტჯორჯიელობის დროს რაზმაძეს ექტორ კუპერი ეროვნულ ნაკრებში ათამაშებდა.

ბულგარეთს თბილისში 0:0 რომ ვეთამაშეთ, კუპერმა პრესკონფერენციაზე ისიც კი თქვა, ეს შეხვედრა რაზმაძემ უმაღლეს დონეზე ჩაატარაო.

"კუპერი ყოველთვის კმაყოფილი იყო ჩემი გარჯით, ყოველ შემთხვევაში, სამდურავი არასდროს უთქვამს.

ზუსტად ვერ გეტყვით, კუპერის ხელში რატომ ვერ მოვახერხეთ ერთი თამაშის მოგება მაინც შესარჩევში, არადა, ცოტა საგოლე მომენტს ნამდვილად არ ვქმნიდით. ალბათ, აქაც უიღბლობასთან გვქონდა საქმე".

სეზონი უკვე განახლდა, 9 მარტიდან ჩემპიონატიც დაიქოქება. "მეტალურგის" პრიორიტეტი თასი იქნება, თუმცა რაზმაძე ამბობს, რომ ქვედა ექვსეულშიც მართებთ თავის გამოდება, თუნდაც იმისთვის, რომ დამდეგი სეზონისთვის აქედანვე დაიწყოს საფუძვლის შექმნა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მეტალურგი-დინამო (ბთ) 1:0 - ერთადერთი შანსი

don300
ცეზარიჩ გორში გვჭირდები. გადმოდი მშობლიურ ქალაქში. ერთი გორელი მაინც გვყავდეს დილაში.
klancha
ცეზარიჩ დონე კაცი ხარ მიდი შენსას მიაწექი და კიდევ ითამაშებ ნაკრებში
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა