დინამო-ზუგდიდის (3:0) მატჩის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა შეხვედრაზე ისაუბრეს
თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე საქართველოს ჩემპიონატის 23-ე ტურში "ზუგდიდს" ანგარიშით 3:0 სძლია. შეხვედრის შემდეგ ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.

დუშან უჰრინი: "პირველ ტაიმში კონცენტრაცია გვაკლდა და შესაბამისად მეტოქის კარში პირველი გოლის გატანაც გაგვიჭირდა.

მეორე ნახევარში გუნდმა საკუთარი თამაში იპოვა. ჩვენი მთავარი დაბრკოლება ის გახლდათ, რომ მეტოქე გუნდის ცხრა ფეხბურთელი კარის დაცვით გახლდათ დაკავებული.

სასიხარულოა, რომ ჩემპიონატი გამარჯვებით განვაახლეთ. მომდევნო მატჩი "დინამო არენაზე" გორის "დილასთან" გვაქვს, ეს დაპირისპირება ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის გახლავთ და ვეცდებით უფრო უკეთესი თამაში ჩავატაროთ, ვიდრე "ზუგდიდთან" ვითამაშეთ".

ელგუჯა ქომეთიანი: "თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. "დინამო" ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდია და ახლოსაც არის ამ მიზანთან.

"დინამოსთან" შეხვედრას დიდი დანაკლისით შევხვდით, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაგვიყრია და მოედანზე საბრძოლველად გამოვედით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გუნდში ყველა ადგილობრივი თამაშობს და გამონაკლისების გარდა ძალზედ ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღევანდელი თამაშის მოგება შეგვეძლო, თუმცა ჩემს ბიჭებს მთელ რიგ ეპიზოდებში უკეთესად თამაში შეეძლოთ - გამოცდილების ნაკლებობა სახეზე იყო. ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ მომდევნო შეხვედრებში".

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

საქართველოს ჩემპიონატი. XXIII ტური: გორელებმა რევანში აიღეს [VIDEO]

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა