"დინამოს" ფორვარდმა "ზუგდიდთან" (3:0) საქართველოს ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
თბილისის "დინამოს" ფორვარდმა ჯაბა დვალმა "ზუგდიდთან" (3:0) საქართველოს ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდელთა კარში მესამე გოლის ავტორი სწორედ დვალი გახდა.

ჯაბა დვალი: "ეროვნული ჩემპიონატი განახლდა და სასიამოვნოა, რომ პირველივე შეხვედრაში დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ.

დღეს ჩვენს მოედანზე ვთამაშობდით და ქულების დაკარგვის უფლება არ გვქონდა. შესვენების შემდეგ კიდევ უფრო მოტივირებულნი გამოვედით მოედანზე - შესაბამისად კონცენტრაციაც მეტი იყო.

აქედან გამომდინარე პირველ ტაიმთან შედარებით, მეორე ნახევარი უკეთესად ჩავატარეთ და სამი ქულაც ავიღეთ.

მომდევნო მატჩი კი ლანჩხუთის "გურიასთან" გვაქვს. "გურია" პირველი ლიგის ლიდერია და მეტოქე სათანადოდ უნდა შევაფასოთ.

ლანჩხუთში რთული თამაში გველის. "გურიაში" არაერთი კარგი და გამოცდილი ფეხბურთელი ირიცხება, გუნდი კარგად არის შეთამაშებული, რაც 1/8 ფინალურ ეტაპზე "ზესტაფონთან" გამართულ ორ რაუნდიან დაპირისპირებაშიც კარგად გამოჩნდა.

ჩვენი მიზანი ჩემპიონობა და თასის მოგებაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ ორივე გათამაშება წარმატებით დავასრულოთ.

სასიამოვნოა, რომ გულშემატკივრები ბოლომდე გვერდში გვიდგანან და მათთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ორივე გათამაშებაზე ოქროს მედლები მოვიპოვოთ".

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

საქართველოს ჩემპიონატი. XXIII ტური: გორელებმა რევანში აიღეს [VIDEO]

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა