ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პრემიერლიგა. XXIX ტური: მახვილი ზურგში [VIDEO]

პრემიერლიგა. XXIX ტური: მახვილი ზურგში [VIDEO]

"ლივერპულმა" "ტოტენჰემთან" გაიმარჯვა, მაგრამ "ენფილდზე" 3 ქულა თუ ვინმეს ეკუთვნოდა, მხოლოდ ანდრე ვილაშ ბოაშის გუნდს
ჰარი რედნაპმა "ქუინზ პარკს" მე-16 მატჩში უხელმძღვანელა და 19 ქულა მოაპოვებინა. "რეინჯერებმა" ზედიზედ მე-2 მატჩი მოიგეს. სხვაობა მე-17 ადგილთან 4 ქულამდე შემცირდა. დარჩენილ ცხრა ტურში ამ ჩამორჩენის გაბათილება, გვეჩვენება, რომ შეუძლებელი უკვე აღარ არის.

"შავმა კატებმა" თამაში კარგად დაიწყეს. მე-20 წუთზე სტეფან სესინიონმა მარჯვენა ფლანგზე მეტოქე მცველები გააბითურა, საპირისპირო ფლანგზე ადამ ჯონსონი მოძებნა, ვინც სტივენ ფლეტჩერს ბურთი ფეხზე დაასვა. შოტლანდიელს ახლო მანძილიდან გატანა აღარ გასჭირვებია.

დარჩენილი დრო მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. მათ ერთიმეორეზე ლამაზი გოლები გაიტანეს. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ანდროს ტაუსენდის ბრწყინვალე გასროლა საჯარიმოს გარედან. 21 წლის ნახევარმცველს დარტყმის მომენტში 6-7 ფეხბურთელი ეფარებოდა, მაგრამ მან მაინც დაუმიზნა სიმონ მინიოლეს კარის "ცხრიანს".

მაურისიო პოჩეტინიომ "საუთჰემპტონში" მუშაობა ახალი ცოცხის პრინციპით დაიწყო. XXVI ტურში "წმინდანებმა" "მანჩესტერ სიტი" 3:1 დაამარცხეს.

გულშემატკივრებს ამან ოპტიმიზმის საფუძველი კი მისცა, თუმცა, ეტყობა, მეტისმეტად ნაადრევად. 41 წლის არგენტინელის ხელმძღვანელობით ჰემპშირელებმა 7 ტურში 6 ქულა აიღეს და ცხრილში ერთი საფეხურით უკან დაიწიეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ტურებში აუტსაიდერები თვალშისაცემად გამოცოცხლდნენ, შეიძლება იმის თქმა, რომ "წმინდანების" თავს კარგი არაფერი ხდება. "ნორვიჩს" 90-ე წუთზე საეჭვო პენალტის წყალობით გამარჯვებაც შეეძლო.

"იადონების" სასარგებლოდ მარკ კლატენბერგმა სეზონში პირველი პენალტი დანიშნა, მაგრამ არტურ ბორუცმა გრანტ ჰოლტს დარტყმა აუღო.

ბრძოლა გადარჩენისთვის. მეექვსე ეტაპი

პოლ ლამბერტის "ასტონ ვილამ" მიმდინარე სეზონში მეექვსედ დააღწია თავი გასავარდნ ზონას. ამ უქმეებზე მათ ეს უშუალო კონკურენტთან გასვლით შეხვედრაში გააკეთეს, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სერიოზული ფაქტორი უნდა იყოს დარჩენილ ტურებში.

ერთი კვირის თავზე ბირმინგემელებს კიდევ ერთი "ექვსქულიანი" მატჩი ელით, ამჯერად "ქუინზ პარკთან".

"მადეისკიზე" ანგარიში ნათან ბეიკერის ავტოგოლით გაიხსნა, მაგრამ სტუმრებს დარჩენილ დროში სრული უპირატესობა ეპყრათ ხელთ.

განსაკუთრებით აქტიური იყო მარჯვენაფლანგელი ანდრეას ვაიმანი -  ორივე გოლი სწორედ ავსტრიელის აქტიურობას მოჰყვა. გოლები კი ანგარიშზე კრისტიან ბენტეკემ და გაბრიელ აგბონლაჰორმა ჩაიწერეს.

ფეხბურთი და ალოგიკურობა

"ლივერპულმა" "ტოტენჰემთან" თამაში ბრწყინვალედ დაიწყო და საბოლოოდ იმარჯვა კიდეც, მაგრამ 10 მარტს "ენფილდზე" 3 ქულა თუ ვინმეს ეკუთვნოდა, მხოლოდ ანდრე ვილაშ ბოაშის გუნდს.

ლუის სუარესის გოლის შემდეგ ინიციატივა "დეზებმა" იგდეს ხელთ. სტუმართა უპირატესობა თვალშისაცემი გახდა მეორე ტაიმის საწყის წუთებზე. გარეთ ბეილსა და კომპანიას 15-წუთიან მონაკვეთში 3-4 გოლის გატანა მართებდათ.

66-ე წუთზე საკუთარი გუნდის ნაღვაწი მუსა დემბელემ და უგო ლორისმა წყალს გაატანეს. ბელგიელმა ალოგიკური რამ გააკეთა: მოედნის ცენტრთან ახლოს მყოფმა ბურთი რატომღაც უკან დააბრუნა, ფრანგი საჯარიმოდან გამოვიდა და მას ფეხი ააცილა. სტიუარტ დაუნინგმა საჩუქარი, პრაქტიკულად, ცარიელ კარში შეაგორა. კარის ხაზზე მდგარი იან ვერტონგენი მეკარის მაგივრობას ვერ გასწევდა.

82-ე წუთზე დაცვის დასახმარებლად ჩამოსულმა ჯერმეინ დეფომ საჯარიმოში სუარესს გადააწოდა. ბენუა ასუ-ეკოტომ ურუგვაელი ძირს დასცა. სტივენ ჯერარდმა პენალტი აუღელვებლად გაიტანა.

Video

ლივერპული - ტოტენჰემი 3:2

პრემიერლიგა. XXIX ტური

ნორვიჩი-საუთჰემპტონი 0:0

90-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა ჰოლტმა

ნორვიჩი (4-4-2): ბენი - მარტინი, ბასონგი, ტერნერი, გარიდო - ბ. ჯონსონი, ჰოუსონი, პიკლინგტონი (35. ჰულაჰანი), სნოდგრასი - ჰოლტი, კამარა (79. ბეკიო)

საუთჰემპტონი (4-5-1): ბორუცი - იოშიდა, ჰოიველდი, ფონტე, შოუ - შნაიდერლინი, კორკი, რამირესი (70. დო პრადო), ლალანა (78. ვორდ-პრაუსი), როდრიგესი (90. პანჩეონი) - ლამბერტი

გაფრთხილება: ჰოლტი, ბ. ჯონსონი - ლალანა, ფონტე, პანჩეონი

კარში დარტყმა: 4-12 (1-5) კუთხური: 1-7 თამაშგარე: 4-1 ჯარიმა: 9-11 ბურთის ფლობა: 40%-60%

მაყურებელი: 26 783

ქუინზ პარკი-სანდერლენდი 3:1

გოლები: 0:1 ს. ფლეტჩერი (20), 1:1 რემი (30), 2:1 ტაუსენდი (70), 3:1 ჯ. ჯენასი (90)

ქუინზ პარკი (4-4-2): გრინი - ფაბიო, სამბა, ჰილი, ბოსინგვა - მბია, პარკი, ჰოილეტი (78. რაიტ-ფილიპსი), ტაუსენდი - რემი (80. ჯ. ჯენასი), ზამორა (73. მაკი)

სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - კოლბეკი (81. ბერდსლი), ოში, ბრამბლი, გარდნერი - ლარსონი, ნდიაიე (77. დ. ვონი), ა. ჯონსონი, სესინიონი - ს. ფლეტჩერი, გრემი (57. როუზი)

გაფრთხილება: - ნდიაიე, გარდნერი

კარში დარტყმა: 14-6 (7-2) კუთხური: 4-5 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 3-19 ბურთის ფლობა: 51%-49%

მაყურებელი: 18 169

რედინგი-ასტონ ვილა 1:2

გოლები: 1:0 ბეიკერი (32 ს.კ.), 1:1 ბენტეკე (33), 1:2 აგბონლაჰორი (45)

რედინგი (4-4-1-1): ს. ტეილორი - კელი, მარიაპა, პირსი, ჰარტი - აკპანი (56. მაკლირი), ლიგერტვუდი (81. გატრი), მაკანუფი, რობსონ-კანუ - ჰანტი (56. ბლექმენი) - ლე ფონდრე

ასტონ ვილა (4-5-1): გუზანი - ლოუტონი, კლარკი, ვლაარი, ბეიკერი (79. ჯ. ბენეტი) - ბენანი (71. ნზოგბია), ვესტვუდი, სილა, ვაიმანი, აგონლაჰორი - ბენტეკე

გაფრთხილება: ჰანტი, მაკანუფი - ლოუტონი, ბენტეკე, ვესტვუდი

კარში დარტყმა: 8-15 (4-6) კუთხური: 6-1 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 8-8 ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 24 102

ვესტ ბრომვიჩი-სუონსი 2:1

გოლები: 0:1 მური (33), 1:1 ლუკაკუ (40), 2:1 დე გუზმანი (61-ს.კ-ში)

56-ე წუთზე ლუკაკუმ ვერ გაიტანა პენალტი

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - რიჯუელი, ოლსონი, მაკაული, ბ. ჯონსი - მულუმბუ, იაკობი - ბრანტი, დორანსი (90. ფორჩუნი), მორისონი (89. ტომასი) - ლუკაკუ (81. ოდემვინგე)

სუონსი (4-2-3-1): ვორმი - ბ. დევისი, მონკი, ულიამსი, რანხელი - კი, დე გუზმანი - რუტლეჯი (76. შეხტერი), ერნანდესი (68. ლამა), მური (60. დაიერი) - მიჩუ

გაფრთხილება: ბ. ჯონსი - დაიერი

კარში დარტყმა: 9-7 (4-2) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 0-3 ჯარიმა: 10-7 ბურთის ფლობა: 45%-55%

მაყურებელი: 24 832

ნიუკასლი-სტოკ სიტი 2:1

გოლები: 0:1 უოლტერსი (67), 1:1 კაბაი (73), 2:1 პ. სისე (90+1)

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი - დებუში, იანგა-მბივა, ს. ტეილორი, სანტონი (74. აიდარა) - კაბაი, ტიოტე (73. მარვო) - გუფრანი (86. ე. კემპბელი), სისოკო, ხონასი - სისე

სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - შოტონი, შოუკროსი, უილსონი, უილკინსონი - უელანი, ნზონზი, ჯერომი (87. უაიტჰედი), კემერონი - უოლტერსი, კრაუჩი (84. კ. ჯონსი)

გაფრთხილება: პ. სისე - უილსონი

კარში დარტყმა: 11-5 (4-4) კუთხური: 14-4 თამაშგარე: 0-3 ჯარიმა: 8-14 ბურთის ფლობა: 58%-42%

მაყურებელი: 50 703

ლივერპული-ტოტენჰემი 3:2

გოლები: 1:0 სუარესი (21), 1:1 ვერტონგენი (45), 1:2 ვერტონგენი (53), 2:2 დაუნინგი (66), 3:2 ჯერარდი (82-პენ)

ლივერპული (4-4-2): ჯონსი - გ. ჯონსონი, აგერი, კარაგერი, ხ. ენრიკე - ლუკასი, ჯერარდი, კოუტინიო (59. ალენი), დაუნინგი - სტარიჯი (88. ჰენდერსონი), სუარესი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, ასუ-ეკოტო (90. ტ. კეროლი) - ჯ. ლივერმორი (84. ჰოლტბი), პარკერი - დემბელე, სიგურდსონი, ბეილი - დეფო

გაფრთხილება: კარაგერი - ვერტონგენი

კარში დარტყმა: 10-12 (5-6) კუთხური: 1-4 თამაშგარე: 5-0 ჯარიმა: 9-8 ბურთის ფლობა: 45%-55%

მაყურებელი: 44 752

16 აპრილი

არსენალი-ევერტონი

ფულჰემი-ჩელსი (გადაიდო)

მანჩესტერ სიტი-უიგანი (გადაიდო)

ვესტ ჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი (გადაიდო)

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 22 - ლუის სუარესი (ლივერპული), 19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 15 - მიგელ მიჩუ (სუონსი), დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი), გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)

მომდევნო ტური

16 მარტი

ევერტონი-მანჩესტერ სიტი, ასტონ ვილა-ქუინზ პარკი, საუთჰემპტონი-ლივერპული, სტოკ სიტი-ვესტ ბრომვიჩი, სუონსი-არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი-რედინგი

17 მარტი

სანდერლენდი-ნორვიჩი, ტოტენჰემი-ფულჰემი, ჩელსი-ვესტ ჰემი, უიგანი-ნიუკასლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პრემიერლიგა. XXIX ტურის წინ: ნამდვილი გამოცდა გამძლეობაზე

• მერსისაიდელი

მართლა სერიოზული დეფიციტი გვაქვს წამყვანებში (ნატამალი ობიექტურობისა არ გააჩნიათ) და როგორც სჩანს სპორტულ ჟურნალისტებშიც ეს სიტუაციაა. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზავთ... :))).

• PARFIUMER

კაით რა ძმაო.. მოუგო ლივერპულმა დ ტან საკაიფოდ... არ ვიცი თვალებდახუჭული უყურებდით თუ თვალებ გახელილი, მარა კაი თამაშში კაი გუნდმა მოიგო...

• nwa

ტოტენჰემსაც ძალიან ბევრი მომენტი ქონდა პირველ ტაიმში ,თან ეს მაშინ როცა იგებდა,თან ას პროცენტიანები!!! ასე რო ეკუთვნოდა ლივერპულსო არ უნდა თქვა ობიექტურმა ...ისევე როგორც წამყვანმა..ზოგადად წამყვანების სერიუზული დეფიციტი გვაქვს,ყველას ისევე "მკითხავი"ობოლაზე ჯობია

• მერსისაიდელი

სასაცილოა, თურმე სამი ქულა თუ ვინმეს ეკუთვნოდა ეს "ტოტენჰემი" ყოფილა. ავტორმა ეტყობა რომელიღაც სხვა მატჩს უყურა:(

• მერსისაიდელი

ესეთი გამობორტებულები "ლივერპულზე" რატომ ხართ? ჯერ იყო და GMG-ს წამყვანებმა გააშუქეს არაობიექტურად (საერთოდ GMG-ს წამყვანები რომ ამრეზით უყურებენ "ლივერპულს" ეს დიდი ხანია შემჩნეული აქვს მაყურებელს), ახლა თქვენც? არ მეგონა თქვენი საიტიც თუ ასეთი იქნებოდა:( ისე ზოგადად, ძალიან აგრესიულები და უსამართლოები რომ არიან ქართველი წამყვანები და სპორტული ჟურნალისტების უმრავლესობა "ლივერპულის" მიმართ ახალი ამბავი არაა,არ მოგწონთ და ნუ მოგწონთ, თქვენი ნებაა, უბრალოდ არაობიექტურობა და უსამართლობაა თქვენი მხრიდან გულსატკენი. თავი რომ მოიკლას "ლივერპულმა" თამაშით თვალებზე ხელებს იფარებთ, რომ არ დაინახოთ. სამაგიეროდ გუშინდელი საიდანღაც გამომცხვარი გუნდები, რომლებსაც გაუმართლათ და მდიდარი მეპატრონე გამოუჩნდა, ან რაღაგ ხრიკებით "ლივერპულზე" მაღლა წაიწია, მაშინცე აღმერთებთ. ძალიან ცუდად გცოდნიათ ბატონებო ფეხბურთი!!!!!

• პრემიერლიგა

ცდებით ბატონო ავტორო,ლივერპულის თამაშს ვგულისხმობ.თუ უყურეთ თამაშს არ იტყოდით ტოტენჰემს ეკუთნოდაო მოგება. დემბელემ კიარა კაელ უოლკერმა გადააწოდა ბურთი ლორისს რომელიც დაუნინგმა გაუტანა შემდე. ამის გარდა 2 პენალტი ნამდვილად ეკუთნოდა ლივერპულს...ვერტოგენმა 2ჯერ წააქცია სტარიჯი..ნამდვილად არ ეკუთნოდა 3 ქულა ტოტენჰემს..ფრე ლოგიკური იყო უფრო..

• zviooo

ცდებით ბატონო ავტორო..ლივერპულის თამაშს ვგულისხმობ.. დემბელემ კიარა კაელ უოლკერმა გადააწოდა ბურთი ლორისს რომელიც გაიტანა შემდეგ დაუნინგმა...არაობიექტურად მსჯელობთ ლივერპულის თამაშზე. იმ პენალტის გარდა 2 პენალტი კიდევ ეკუთნოდა ლივერპულს.ეტყობა თამაში არ გიყურებიათ, თორემ ნამდვილად არ დაწერდით 3 ქულა ტოტენჰემს ეკუთნოდაო,..:) ეგ შეხვედრა ვინც უყურა არამგონია ვინმე დაგეთანხმოთ მაგ მოსაზრებაში.

ხოსეპ გვარდიოლამ "სიტიში" თავის მომავალზე ისაუბრა

სალაჰი პრემიერ ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა