ტაილანდურ კრივში მსოფლიოს, ევროპის და ბელორუსის 21 წლის ჩემპიონი რინგისკენ... მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მიემართება ხოლმე!
სპორტის მოყვარულები მიჩვეულები არიან, რომ რინგზე ჯანიანი, დაკუნთული კაცები გადიან და ერთმანეთს თავ-პირის დასისხლიანებამდე ურტყამენ.
მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ რინგის ბაგირებს შორის მომხიბვლელი გოგონების ნახვაც ხშირად შეიძლება. მეტიც, მათ გარეშე ორთაბრძოლების სამყარო ნამდვილად არასრულფასოვანი იქნებოდა.
გარდა იმისა, რომ თავის სახეობაში ერთ-ერთი უძლიერესი სპორტსმენია, "რეიტინგის" დღევანდელ სტუმარს არც გარეგნობა დაეწუნება. მეტსახელად "ბარბი" ამიტომაც შეარქვეს.
ოღონდ, თუ ამ "თოჯინას" ერთი-ორი გადაკრული სიტყვა გაუბედეთ, მერე თავის მართლება მოგიწევთ: არა უშავს, ის კბილი მაინც ამოსაღები მქონდაო...
რინგის ბარბი ეკატერინა ვანდარიოვა
ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა, თუ ეკატერინა ვანდარიოვამ თქვენთვის "ჭკუის სწავლება" გადაწყვიტა, სახუმაროდ ნამდვილად არ გექნებათ საქმე: 21 წლის გოგონა ტაილანდურ კრივში მსოფლიოს, ევროპის და ბელორუსის მრავალგზის ჩემპიონია! ტიტულებისა და სილამაზის გარდა, "ბარბი" ვანდარიოვა იმითაც გამოირჩევა, რომ რინგისკენ... მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მიემართება ხოლმე.
თაყვანისმცემლების გარდა, ბელორუს ლამაზმანს ჟურნალისტებიც ხშირად აწუხებენ, ფოტოებთან ერთად კი მისი ინტერვიუც დაგაინტერესებთ.
- ეკატერინა, როგორ მოხვდით ორთაბრძოლების სამყაროში?
- კიკბოქსინგის კლუბ "კიკ ფაიტერში" ხუთი წლის წინ მეგობრის დახმარებით მოვხვდი. მაშინ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ვიყავი და ძალიან მინდოდა, შსს-ს აკადემიაში მესწავლა. იქ ჩაბარებისას კი საბრძოლო ხელოვნების ფლობა დიდ პლუსად ითვლება. მაგრამ როგორც კი გადავაბიჯე სახელგანთქმული კლუბის ზღურბლს, რომლის იქითაც იმ დროს უკვე ვარჯიშობდა მსოფლიოს რამდენიმე მოქმედი ჩემპიონი, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ არ დავწყნარდებოდი, სანამ მეც არ გავხდებოდი მსოფლიო ჩემპიონი!
- პირველი გამარჯვება თუ გახსოვთ?
- რა თქმა უნდა: შეჯიბრებაზე, ფაქტობრივად, კლუბში მისვლისთანავე მიკრეს თავი და მიუხედავად იმისა, რომ "ჩხუბისა" ჯერ არაფერი ვიცოდი, მოგების უზომო წყურვილისა და სულის სიმტკიცის წყალობით გავიმარჯვე. გამარჯვების შემდეგ მინდოდა, ქუჩაში გავსულიყავი და ყველა შემხვედრისთვის მეთქვა: "იცით, მე ჩემპიონი ვარ!"
- და მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტული?
- ეს ტიტული ტაილანდურ კრივში მისვლის პირველივე წელს მოვიგე - 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ტაილანდში ჩატარდა. მახსოვს, გამგზავრებამდე ყველა მეუბნებოდა: "იქ გამოცდილების მისაღებად მიდიხარ, პირველივე მცდელობაზე მსოფლიო ჩემპიონატი არავის მოუგია" და ა.შ. თუმცა მსოფლიო ჩემპიონებთან სპარინგებმა ბევრი რამ მასწავლა. ვიცოდი, რომ შეუძლებელი არაფერია.
მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ კი გაორებული ვიყავი: თან არ მჯეროდა, რომ ეს შევძელი; მეორე მხრივ კი, გამარჯვება ისე მივიღე, თითქოს, ეს ასეც უნდა ყოფილიყო; თითქოს, ვალი მოვიხადე...
- სილამაზე და ორთაბრძოლები... - ერთად ეს შესაძლებელია?
- მიმაჩნია, რომ ეს ორი ცნება განუყოფელია. დღესდღეობით სპორტული, მკვრივი სხეული მოდაშია და მიანიშნებს, რომ ადამიანი ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე. ბევრი ფიქრობს, რომ გოგონებს, რომლებიც საბრძოლო ხელოვნებებით არიან გატაცებულნი, აქვთ მამაკაცური სხეული, მონგრეული ცხვირი და ა.შ. საკუთარ მაგალითზე ვცდილობ დავამტკიცო, რომ ასე ფიქრი დიდი შეცდომაა.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ ყველაზე ხისტ სახეობაში ვარ მსოფლიო ჩემპიონი, ამით ჩემს გარეგნობას არაფერი მოჰკლებია. ყველაფერი სპორტსმენზეა დამოკიდებული - როგორი იყო, სანამ ვარჯიშს დაიწყებდა, როგორ სტილს აირჩევს, როგორ უვლის თავს...
- მაყურებელი გაკვირვებული უყურებს ხოლმე, როგორ მიემართებით რინგისკენ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით...
- ეს ექსკლუზიურად ჩემი იდეაა. დიდი ხანია, მინდოდა, რაიმე ასეთი მომეფიქრებინა და ერთ-ერთი ტურნირის დროს, როცა ორთაბრძოლაზე მიხმეს, გადავწყვიტე, რინგამდე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მივსულიყავი. ძალიან მომეწონა! ასეთი საქციელით მინდოდა მეჩვენებინა, რომ რინგს მიღმა ჩვეულებრივი გოგონები ვართ და მაღალი ქუსლებით სიარულიც კარგად შეგვიძლია. მაგრამ როგორც კი ფიცარნაგზე გავდივარ, მაშინვე მებრძოლად ვიქცევი.
ჩვენზე ხშირად ამბობენ, რომ არც სადილის მომზადება ვიცით და არც სხვა რამ. არადა, რამდენი გოგონა-მებრძოლი ვიცი, რომლებიც საუკეთესო მეუღლეები არიან. ეს იმის დამსახურებაა, რომ მთელ თავიანთ სისასტიკეს რინგზე ხარჯავენ...
- ალბათ, გინახავთ ფილმი "მებრძოლთა კლუბი". ფილმის ორი პერსონაჟი ბჭობს, ვისთან ისურვებდნენ ჩხუბს... შენ ვისთან ისურვებდი?
- დიახ, მინახავს ეს ფილმი. მაგრამ ვის წინააღმდეგ ვისურვებდი რინგზე გასვლას? არც კი ვიცი... ალბათ, ქსენია სობჩაკის (იცინის).
- კიკბოქსინგის გარდა, რა გიყვართ?
- ბევრი გატაცება მაქვს - მიყვარს ფრენბურთი, ციგურებით სრიალი. ძალიან მიყვარს ცეკვები, ბალეტი... მე ხომ ქორეოგრაფიული სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. ცეკვაში რესპუბლიკის ჩემპიონიც კი ვარ. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ არჩევანი გაცილებით ხისტ სახეობაზე შევაჩერე...
- და როგორი რეაქცია აქვთ ამ ყველაფერზე ოჯახის წევრებს?
- ტრავმების შიშით გოგონებს უშლიან ხოლმე ორთაბრძოლებში ვარჯიშს. თავდაპირველად დედა ფიქრობდა, რომ ეს თავდასაცავად მჭირდებოდა და არ დაუშლია. მერე კი დაჯერებაც უჭირდა, როცა გაიგო, რომ ჯერ ბელორუსის, მერე მსოფლიო ჩემპიონიც გავხდი. ხუმრობა ეგონა. მამა კი, პირიქით - მეხმარებოდა. თავის დროზე ის ძალოსანი იყო და სსრკ-ის პირველობაზე ვერცხლის მედალიც აქვს მოპოვებული. ახლა კი სპორტის მთელი სიყვარული ჩემში ჩააქსოვა და კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, რომ კიკბოქსინგისთვის თავი დამენებებინა.
- ბიჭებს როგორი რეაქცია აქვთ ხოლმე, როცა გაიგებენ, რომ მათი სიმპათიის ობიექტი ტაილანდურ კრივში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია?
- ძირითადად, პირდაპირ არ "ვაჯახებ" ხოლმე: "მსოფლიო ჩემპიონი ვარ!" უბრალოდ, ვეუბნები, რომ ტაილანდურ კრივში ვვარჯიშობ. ზოგს არ სჯერა, მაგრამ დემონსტრირება არ მიხდება ხოლმე (იცინის). მთავარია, რომ ჩემი გატაცება არავის აშინებს. თუმცა, მაგალითად, თუ გავიგებ, რომ ყმაწვილი ბალერონია, დავფიქრდები, გავაგრძელო თუ არა მასთან ურთიერთობა. ბიჭებისთვის კი სულერთია, რითი ხარ დაკავებული. მით უმეტეს, შუბლზე არც მე მაწერია, რომ რინგზე ვიქნევ ხელ-ფეხს...
- როგორ რეაგირებს თქვენი მეგობარი მამაკაცი, როცა ხედავს, რომ სოციალურ ქსელში ცხრა ათასი მეგობარი გყავთ და მათი უმეტესობა მამრობითი სქესისაა?
- სწორად რეაგირებს. ის ხომ კარგად ხვდება, რომ უბრალოდ, ვერ შევძლებ ყველა მათგანთან ურთიერთობას. ზოგჯერ კითხულობს კიდეც მათ წერილებს და იცინის. ადრე მყავდა მეგობარი, რომელიც ყველაზე ეჭვიანობდა. ამჟამინდელი კი ხვდება, რომ ადამიანებს ვეხმარები და მხოლოდ იმათ ვპასუხობ, ვინც საქმეზე მელაპარაკება...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ჟურნალი "რეიტინგი"
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა