უკრაინელი და რუსი მოკრივეები თარიღზე ვერ თანხმდებიან
როგორც ცნობილია, დღეისთვის სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ყველაზე სასურველ ბრძოლად უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკოსა და რუსი ალექსანდრ პოვეტკინის მომავალი დაპირისპირება მიიჩნევა. 11 მარტს მსოფლიოს საკრივო ასოციაციამ (WBA) ერთი თვით გადასწია დედლაინი. მოკრივეები რინგზე 31 აგვისტომდე უნდა წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ამის შესახებ განაცხადა რუსი მოკრივის ერთ-ერთმა პრომოუტერმა კრის მაიერმა.

მისი თქმით, WBA-მ კიდევ ერთხელ დაიცვა პოვეტკინის ინტერესები და მას გარანტირებულად მისცა კლიჩკოსთან ბრძოლის ჩატარების შესაძლებლობა. მენეჯერმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მოკრივის წარმომადგენლებმა იციან ამ გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

თავდაპირველად, უმცროსი კლიჩკოსა და პოვეტკინის ბრძოლა 26 თებერვლამდე უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინელმა WBA-სგან ტიტულის ნებაყოფლობით დაცვის უფლება მოიპოვა. იანვრის ბოლოს გადაწყდა, რომ უკრაინელი და რუსი 31 ივლისამდე უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, ახლა კი ეს თარიღი კიდევ ერთი თვით გადაიწია.

რაც შეეხება კლიჩკოს მხრიდან ტიტულის ნებაყოფლობით დაცვას, უკვე გადაწყვეტილია, რომ 4 მაისს ჩემპიონი იტალიელ ფრანჩესკო პიანეტას შეხვდება. ბოლოს ვლადიმერმა 2012 წლის ნოემბერში იჩხუბა და პოლონელი მარიუშ ვახი დაამარცხა, რითაც დაიცვა IBF-ის, WBO-სა და WBA-ს ტიტულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვლადიმერ კლიჩკო შემდეგ ბრძოლას ფრანჩესკო პიანეტას წინააღმდეგ ჩაატარებს

რომანი
კლიჩკო გაანადგურებს რუსს
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა