გამოცდილების შედეგია, 33 წლის მცველს დუშან უჰრინის მოთხოვნებთან შეგუება რომ არ გასჭირვებია
გამოცდილ გიორგი შაშიაშვილს კარიერის განმავლობაში ხუთი ქვეყნის (საქართველო, რუსეთი, უკრაინა, ავსტრია, საბერძნეთი) უმაღლესი ლიგის შვიდი კლუბის ფორმა ჩაუცვამს, თან 33 წლის მცველს ეროვნულ ნაკრებში 30 შეხვედრა დაუგროვდა.

ცხადია, ამ პერიოდში სხვადასხვა სათამაშო სტილის მიმდევარ მწვრთნელებთან უთამაშია და არაერთ ტაქტიკურ სქემასთან მოუწია შეგუება.

თბილისის "დინამოში" მესამედ მივიდა - ამჯერად გორის "დილადან". სწორედ გამოცდილების შედეგია, დუშან უჰრინის მოთხოვნებთან შეგუება რომ არ გასჭირვებია.

"თბილისის "დინამოში" 16 წლის ასაკში ამიყვანეს და მას შემდეგ მიწევდა არა მხოლოდ სხვადასხვა სქემასთან შეგუება, არამედ სხვადასხვა პოზიციაზე თამაშიც - დაცვის ორივე ფლანგზე და ცენტრში.

ვინც კარგად ერკვევა დეტალებში, დამეთანხმება, რომ ფლანგიდან ფლანგზე ან, მით უფრო, შუაში გადასვლა იოლი ნამდვილად არ არის.

ყველა მწვრთნელს საკუთარი ტაქტიკა აქვს და ასეა დუშან უჰრინიც, მაგრამ თუ პროფესიონალი ხარ, გადაწყობა არ უნდა გაგიჭირდეს.

"დინამოში" დაბრუნების შემდეგ პირველად ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვითამაშე, ჩემპიონატში "ზუგდიდთან" კი - მარჯვენა ფლანგზე.

ამპლუის ცვლა ჩვეულებრივი ამბავია და მთლიანობაში, არ გამჭირვებია, იმიტომაც, რომ "დინამო-არენა" ჩემთვის მშობლიური სტადიონია, მასთან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს და მიხარია, დაბრუნება პირველივე საშინაო შეხვედრაში ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ გოლით რომ აღვნიშნე", - ამბობს შაშიაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა