"პალერმო" ჯუზეპე სანინომ ჩაიბარა
კომიკოსი – ასე შეამკო "რაი სპორტის" ჟურნალისტმა "პალერმოს" პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაათავისუფლა მწვრთნელი დაკავებული პოსტიდან. ამჯერად ჯამპიერო გასპერინიმ მხოლოდ ორი მატჩი გაძლო და გასულ უქმეებზე განცდილი მარცხის შემდეგ კარისკენ მიუთითეს. სიცილიურ გუნდს ჯუზეპე სანინო ჩაიბარებს, 55 წლის სპეციალისტი, რომელიც სეზონის სტარტზე ედგა "პალერმოს" სათავეში.

სანინომ მიმდინარე სეზონი დიდი ამბიციებით დაიწყო, მაგრამ მალევე ძამპარინიმ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა და გუნდი ჯამპიერო გასპერინის ჩააბარა... ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთი თვე დარჩა პოსტზე და ადგილი ალბერტო მალეზანის დაუთმო, რასაც ამ ორი მწვრთნელის კიდევ ერთხელ დატრიალება მოჰყვა – ბოლო აკორდი გასპერინის ორმატჩიანი დაბრუნება და მისი კიდევ ერთხელ გათავისუფლება გახლდათ, რასაც არა მალეზანის, არამედ სანინოს დანიშვნა მოჰყვა.

იტალიელი ჟურნალისტები სიცილიური კლუბის პრეზიდენტს დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, როდემდე აპირებს მაიმუნობას, რაზეც შემდეგი მოისმინეს:

"მე არავის საქმეში ვიჭრები და კარგი იქნება, თუ თავს დამანებებთ. კარგად მესმის, რომ ეს კლუბი მთელი ქალაქისაა და არა მხოლოდ ჩემი, მაგრამ რადგან პრეზიდენტი ვარ, გადაწყვეტილებებსაც მე ვიღებ. "პალერმო" ჭაობიდან ამოვიყვანე და კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებ. დავქვეითდებით - არა უშავს, ისევ ამოვალთ და კიდევ უფრო გავძლიერდებით. "სიენასთან" მარცხი მეტისმეტი იყო და მწვრთნელიც ამიტომ შევცვალე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერია A. XXVIII ტურის გამოხმაურება და სიმბოლური ნაკრები: სკუდეტო "იუვესია"

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე