"რედინგის" მესაკუთრემ, რუსმა ბიზნესმენმა ანტონ ზინგარევიჩმა ორშაბათს საღამოს 51 წლის ბრაიან მაკდერმოტს კარისკენ მიუთითა
"რედინგის" მესაკუთრემ, რუსმა ბიზნესმენმა ანტონ ზინგარევიჩმა ორშაბათს საღამოს 51 წლის ბრაიან მაკდერმოტს კარისკენ მიუთითა, რისი მიზეზიც ჩემპიონატში ზედიზედ 4 წაგება გახდა. 12 მარტს ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა შაბლონური განცხადებით დაადასტურა:

"საფეხბურთო კლუბი "რედინგი" გაცნობებთ, რომ ბრაიან მაკდერმოტი ტოვებს გუნდს. კლუბის მფლობელი მწვრთნელს დიდ მადლობას უხდის მისი ხელმძღვანელობით მიღწეული წარმატებებისთვის, მოყოლებული 2009 წლის დეკემბრიდან. ბრაიანის დახმარებით "რედინგმა" ისტორიაში მეორედ მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური, მათ შორის, შარშანდელი სეზონის მიწურულს გამარჯვებათა სერიის წყალობით. მიუხედავად ამისა, ანტონ ზინგარევიჩი მივიდა დასკვნამდე, რომ შექმნილ ვითარებაში სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია საჭირო".

მენეჯმენტი ახალი დამრიგებლის ძებნას უკვე შეუდგა. Reading Post-ის მტკიცებით, პირველი, ვისაც სეზონის ბოლომდე "არისტოკრატების" გაწვრთნა შესთავაზეს, "ჩელსის" ყოფილი თავკაცი რობერტო დი მატეოა. 42 წლის იტალიელი ლონდონურმა კლუბმა გასული წლის 20 ნოემბერს გაათავისუფლა და მას მერე უმუშევარია. "უილიამ ჰილი", დი მატეოს გარდა, კიდევ რამდენიმე კონკურენტზე იღებს ფსონს: პაოლო დი კანიოზე (1,5), ნაიჯელ ადკინსზე (5,5), დიკ ადვოკაატზე (21,0). უქმეებზე "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" "რედინგს" აკადემიის მწვრთნელი იმონ დოლანი გაიყვანს.

პრესაში ატეხილ აჟიოტაჟს კლუბის წარმომადგენლები უკვე გამოეხმაურნენ და ერთადერთი, რაც უარყვეს, დიკ ადვოკაატის შესაძლო დანიშვნაა. 65 წლის ჰოლანდიელი ამჟამად "ეინდჰოვენთან" ერთად ჰოლანდიის ჩემპიონობისთვის იბრძვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პრემიერლიგა. ჩელსი-რედინგი. გამოხმაურება - მოგება სკანდალის ფონზე

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა