ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს თასი. პირველი მეოთხედფინალური მატჩების წინათქმა

საქართველოს თასი. პირველი მეოთხედფინალური მატჩების წინათქმა

თასის ამ ეტაპზე ფავორიტის ცნება არ არსებობს!
კვირას, 17 მარტს საქართველოს ჩემპიონატში მართლაც დამაინტრიგებელი შეხვედრა გველოდება: ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პირველობის გამოკვეთილი ფავორიტები, თბილისის "დინამო" და გორის "დილა"!

თუმცა, ვერც "დინამო" და ვერც "დილა" ამ უმნიშვნელოვანეს მატჩს... დასვენებული ვერ შეხვდება: ორივე ფავორიტს 13 მარტს ხომ საქართველოს თასის მეოთხედფინალური შეხვედრები ელოდება, ორივეს - სტუმრად და ორივეს - არცთუ სასურველ მეტოქეებთან...

საერთოდაც, თასის მეოთხედფინალში "სასურველი" (გნებავთ, იოლი) მეტოქე არ არსებობს და ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ ამ სტადიაზე ესა თუ ის გუნდი შემთხვევით მოხვდაო; ანუ რვავე მეოთხედფინალისტმა დაიმსახურა ამ სტადიაზე ასპარეზობა და ახლა ორრაუნდიანი დაპირისპირებები გაარკვევს ნახევარფინალისტთა ვინაობას.

ნურც ის გაუკვირდება ვინმეს, მეოთხედფინალისტთა შორის ორი პირველლიგელი გუნდი რომ არის: ლანჩხუთის "გურია" და ცხინვალის "სპარტაკი" თასზეც წარმატებულად ასპარეზობენ და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში უნდა ვიხილოთ. არადა, ორივე პირველლიგელს თასის მეოთხედფინალში სერიოზული მეტოქეები შეხვდა.

თუმცა არანაკლებ ინტერესს იწვევს დანარჩენი ორი მეოთხედფინალური წყვილის დაპირისპირებაც.

მოკლედ, მართლაც საინტერესო მატჩების მოლოდინი გვაქვს და კვლავაც გვინდა ადრე არაერთხელ ნათქვამის გამეორება: თასის ამ ეტაპზე ფავორიტის ცნება არ არსებობს!

დაბოლოს, ერთი საინტერესო დეტალიც: შარშანდელი მეოთხედფინალისტებისგან მხოლოდ სამმა მოახერხა წლეულსაც ამ ეტაპამდე მიღწევა: ქუთაისის "ტორპედომ", გორის "დილამ" და რუსთავის "მეტალურგმა"...

მეტალურგი - სპარტაკი

შარშან დეკემბერში, როცა გადაწყდა, რომ "მეტალურგი" ზედა ექვსეულში ვერ მოხვდებოდა, გუნდს ერთადერთი მიზანიღა დარჩა: საქართველოს თასზე მაქსიმალურად წარმატებულად ასპარეზობა. ანუ, რუსთაველებს თუ არ უნდათ ტრადიციის დარღვევა და წლეულსაც ევროტურნირებზე გამოსვლა სწადიათ, სულ მცირე, ფინალამდე უნდა გააღწიონ!

თანაც, სხვა მეოთხედფინალისტებისგან განსხვავებით, "მეტალურგი" ერთადერთი გუნდია, ჩემპიონატში, ფაქტობრივად, მოტივაცია რომ არ გააჩნია; ანუ გიორგი ყიფიანის გუნდს მთელი ყურადღება თასისკენ ექნება გადატანილი და ზედიზედ მეორედ შეეცდება ნახევარფინალში გასვლას.

"სპარტაკზე" უკვე მოგახსენეთ: გამოცდილი სპეციალისტის, ვლადიმერ ხაჩიძის დამოძღვრილი ახალგაზრდული გუნდი (ორი-სამი ფეხბურთელის გარდა, ძირითად ბირთვს 20-22 წლის ბიჭები შეადგენენ) ერთწლიანი პაუზის მერე უმაღლესში დასაბრუნებლადაც იბრძვის და თასზეც, რაც შეიძლება, "შორს" წასვლას გეგმავს.

"სპარტაკში" რამდენიმე მართლაც საინტერესო მოთამაშეა, თუმცა 5 მათგანისთვის 13 მარტის შეხვედრა, ალბათ, განსაკუთრებული იქნება. მიზეზსაც მოგახსენებთ: 27 წლის ზვიად მეტრეველი, 20 წლის ვალერი კილასონია, 19 წლის დავით გელაშვილი, 19 წლის კახა კაკაშვილი და 19 წლის გიორგი ნარიმანიძე რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილები არიან და აი, მშობლიური ქალაქის გუნდის წინააღმდეგ მოუწევთ ასპარეზობა.

ჩიხურა - დილა

კლუბის ისტორიის განმავლობაში "ჩიხურა" მესამედ არის გასული მეოთხედფინალში, თუმცა წინა ორ შემთხვევაში საჩხერელებმა ნახევარფინალში გასვლა ვერ შეძლეს.

სოსო ფრუიძის გუნდს ახლაც სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება მომდევნო ეტაპზე გასასვლელად: მეტოქე თასის მოქმედი მფლობელია და ზამთრის პაუზის დროს მომხდარი უამრავი ცვლილების მიუხედავად, "დილა" კვლავაც რჩება დიდი ამბიციების მქონე გუნდად.

ამ წყვილშიც ძნელია, რომელიმე გუნდს ფავორიტის სტატუსი მივანიჭოთ, მით უფრო, რომ არავინ იცის, რა სატურნირო მდგომარეობა ექნებათ ჩემპიონატში "ჩიხურასა" და "დილას"... სათასო საპასუხო მატჩის წინ! მოგეხსენებათ, რომ განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრები 10 აპრილს ჩატარდება, იმ დროისათვის კი რომელიმე გუნდისათვის სათასო მატჩები, შესაძლოა, მეორეხარისხოვანიც აღმოჩნდეს...

ტორპედო - სიონი

"ტორპედო" საქართველოში ტიტულებით მხოლოდ და მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩება: საქართველოს სამგზის ჩემპიონი გუნდი ორჯერ დაეუფლა თასს, ოთხჯერ კი ფინალისტობას დასჯერდა. აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ქუთათურთათვის "ჩვეულებრივი" ამბავია თასის მეოთხედფინალსა თუ ნახევარფინალში ასპარეზობა.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გია გეგუჩაძის გუნდი მეტოქეს სათანადოდ არ შეაფასებს: ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "სიონი" აშკარად გაძლიერდა და ვფიქრობთ, ბოლნისურ კლუბს უმაღლესში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს.

ეგ კი არა, ქვემოქართლელებს ამბიცია მოსძალებიათ (ამას რა სჯობს!) და თასზეც წარმატებულ ასპარეზობას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ "სიონი" ერთადერთხელ იყო თასის ფინალში (2003 წელს) და მაშინაც ნახევარფინალში... "ტორპედოს" აჯობა (1:0, 0:0). ამის გარდა, ეს გუნდები თასზე კიდევ ორჯერ შეხვდნენ (2004 და 2011 წლებში) და ორივეჯერ ქუთაისელები გავიდნენ მომდევნო ეტაპზე.

არმაზ ჯელაძე: ფავორიტი ქუთაისის "ტორპედოა", მაგრამ...

გურია - დინამო

"ტრადიციული გუნდებიდან" უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ყველაზე ძალიან "გურიას" დაუგვიანდა. ჰოდა, სხვისი არ ვიცით და ჩვენ კი მართლაც გულით გვინდა, რომ ლანჩხუთელები რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ უძლიერესთა რიგებს. თუმცა ეს "სხვა" თემაა და დღევანდელი სათასო მატჩების მთავარ ინტრიგასაც მივადექით: 11-წლიანი პაუზის მერე "გურიამ" ოფიციალურ შეხვედრაში თბილისის "დინამოს" უნდა უმასპინძლოს!

...პირველ და მეორე ეროვნულ ჩემპიონატში (1990, 1991) "დინამოს" ჩემპიონობაში ერთადერთი გუნდი, "გურია" ეცილებოდა. თუმცა ამის მერე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და 2002 წლამდე (ანუ, როცა ლანჩხუთელები უმაღლეს ლიგას დაემშვიდობნენ) ამ გუნდების თითქმის ყველა დაპირისპირება თბილისელთა დამაჯერებელი გამარჯვებებით მთავრდებოდა.

რაც შეეხება სათასო მატჩებს, უკანასკნელად "გურია" მეოთხედფინალში 2002 წელს გავიდა და აი, 11-წლიანი პაუზის მერე ლანჩხუთელი ქომაგები უკვე მეორე და არანაკლებ ხმაურიანი სენსაციის მოლოდინში არიან!

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში "გურიამ", ყველასათვის მოულოდნელად, "ზესტაფონს" აჯობა ორრაუნდიან დაპირისპირებაში (0:1, 3:2). ახლა კი ძველ მეტოქესთან შესახვედრად ემზადებიან.

..."გურიას" შემადგენლობაში არაერთი ისეთი ფეხბურთელია, სხვადასხვა დროს უმაღლეს ლიგაში რომ უთამაშია; 36 წლის სევასტი თოდუა, 36 წლის ალექსანდრე გოგობერიშვილი და 30 წლის მიხეილ კაკალაძე არაერთი ტიტულითაც მოიწონებენ თავს (ეგ კი არა, გოგობერიშვილსა და კაკალაძეს თბილისის "დინამოს" მაისურით საქართველოს ჩემპიონატიც მოუგიათ და თასიც). თუმცა, ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ დღესდღეობით დუშან უჰრინის "დინამო" მართლაც მშვენიერ ფორმაშია და ხანგრძლივი პაუზის მერე "დუბლის" შესრულებაც სწადია.

თემურ ლორია: დაპირება ძალაშია - ლანჩხუთის "გურიამ" ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს!

ალექსანდრე გოგობერიშვილი: შანსი თბილისის "დინამოსთანაც" გვაქვს

ალექსანდრე შენგელია: გვსურს, კიდევ ერთი სენსაცია მოვახდინოთ

ლანჩხუთში ეს არ დაავიწყდებოდათ...

საქართველოს თასზე "გურია" და "დინამო" ერთმანეთს მეორედ ხვდებიან; აი, პირველი დაპირისპირება კი მართლაც განსაკუთრებული იყო.

საქართველოს თასის პირველ გათამაშებაში (1990 წელს) "გურიამ" წარმატებით გაიარა სამი საწყისი ეტაპი: ჯერ ზესტაფონის "მარგვეთს" აჯობა (0:2, 4:0 - გოლები: დავით უგრელიძე (3), ოთარ კორღალიძე), შემდეგ - გალის "მზიურს" (0:1, 4:2 - გოლები: დავით ცომაია, ბესიკ ფრიდონაშვილი, რობერტას ფრიდრიკასი, დავით უგრელიძე), მეოთხედფინალში კი - "ქუთაისს" (5:1 - გოლები: რობერტას ფრიდრიკასი - 2, ბესიკ ფრიდონაშვილი - 2, ოთარ კორღალიძე, 0:1).

ნახევარფინალში "გურიას" მეტოქედ "დინამო" ერგო და ეს მატჩები 10 და 23 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. პირველი შეხვედრა თბილისში ჩატარდა და "გურიას" გამარჯვებით დამთავრდა - ერთადერთი გოლი ნუგზარ მიქაბერიძემ გაიტანა. თუმცა საპასუხო მატჩამდე ამ გუნდებს კიდევ უწევდათ ლანჩხუთში თამაში: 19 ოქტომბერს პირველი ჩემპიონატის გამარჯვებულის ბედი, ფაქტობრივად, "გურიასა" და "დინამოს" იმ დაპირისპირებაში წყდებოდა.

ფოტოზე: საქართველოს თასის პირველი გამარჯვებული ლანჩხუთის გურია. წინა პლანზე ავთანდილ ქანთარია (მარცხნივ) და ოთარ კორღალიძე

საქართველოს ჩემპიონატის 23-წლიან ისტორიაში არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა ყოფილა, მაგრამ, ჩვენი აზრით, 1990 წლის 19 ოქტომბერს ჩატარებული "გურია"-"დინამოს" ის დაპირისპირება, ალბათ, საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო!

კარგად გვახსოვს, თუ რა შეტევების კორიანტელი დაატეხეს თავს მეტოქეს მასპინძლებმა, მაგრამ "დინამოს" მეკარე ზაურ ხაპოვმა, ალბათ, კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მატჩის ბედი კი თემურ ქეცბაიას ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა, თუმცა 4 დღის მერე იმავე სტადიონზე ეს გუნდები ამჯერად უკვე თასზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და "გურიამ" შეძლო სრულფასოვანი რევანშის აღება (2:0 - გოლები: ბესიკ ფრიდონაშვილი, რობერტას ფრიდრიკასი).

სხვათა შორის, ამ ნახევარფინალურ შეხვედრაში ოთარ კორღალიძის ნაცვლად შეცვლაზე შემოვიდა იმ დროისათვის 19 წლის თემურ ლორია, დღესდღეობით "გურიას" მთავარი მწვრთნელი რომ გახლავთ.

"დინამოსთან" გამარჯვების შემდეგ "გურია" ფინალში გავიდა და როგორც მოგეხსენებათ, იქაც შეძლო წარმატების მიღწევა და გიგლა იმნაძის დამოძღვრილმა გუნდმა საქართველოს თასის პირველ გათამაშებაში გაიმარჯვა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს თასი: როგორ მივუახლოვდეთ ევროპას

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს

[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!

[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა

[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!

ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია

ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა

This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?

"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის