"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

იტალიელებმა "სან სიროზე" პირველ მატჩში მოპოვებული გამარჯვების (2:0) შემდეგ, 12 მარტს ბარსელონაში გამართულ საპასუხო შეხვედრაში ოთხი უპასუხო გოლი გაუშვეს და ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობნენ.

"პირველი ნახევარი საათი "ბარსელონამ" დიდებული ფეხბურთი აჩვენა. კატალონიელები პრესინგს ბრწყინვალედ ახორციელებდნენ, რითაც მოედნის ჩვენი ნახევრიდან ამოსვლას უკიდურესად გვირთულებდნენ.

ოთხიდან სამი გოლი "ბარსელონამ" ჩვენი უხეში შეცდომის შემდეგ გაიტანა, როდესაც ბურთს ვკარგავდით.

ფეხბურთში მნიშვნელობა სანტიმეტრებსაც კი ენიჭება. ნიანგმა თავისი მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ლიონელ მესიმ მეორე გოლი შეაგდო.

"ბარსელონას" უდიდესი ფეხბურთელები ჰყავს, მესისა და ინიესტას სახით, რომლებსაც ნებისმიერი მცველის ჩამოშორება იოლად შეუძლიათ.

ფორტუნა პირველ მატჩში ჩვენ მხარეს იყო, მაგრამ ამჯერად მან ზურგი ნიანგის დარტყმის ეპიზოდში გვაქცია.

თანავუგრძნობ ბიჭებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს თავიანთი ოცნების ახდენისთვის. დღეს რთული მატჩი გვქონდა, თუმცა საფინალო სასტვენამდე თამაშიდან არ ამოვვარდნილვართ. ბოლოსკენ გვქონდა კიდეც რამდენიმე კარგი მომენტი.

ეს შედეგი ძალიან დასანანია, რადგან პირველი მატჩის შემდეგ მეტის იმედი გვქონდა. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და მას გაზრდა სჭირდება. ეს კი მსგავსი გამოცდილების გარეშე არ მიიღწევა.

ჩემს შეგირდებზე საყვედურს ვერ ვიტყვი, რადგან მათ ბოლომდე იბრძოლეს და ფარ-ხმალი "ბარსელონას" მესამე გოლის შემდეგაც არ დაყარეს", - აქვეყნებს ალეგრის ნათქვამს უეფას ოფიციალური გვერდი.

ასევე იხილეთ:

ბარსელონა-მილანი 4:0 - "მილანი" ნიანგის ცრემლებით ატირეს [VIDEO]

giorgi
ფეხბურთში მნიშვნელობა სანტიმეტრებსაც კი ენიჭება. ნიანგმა თავისი მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ლიონელ მესიმ მეორე გოლი შეაგდო.----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------დალოცვილო,მანამდე რო ინიესტამ გაარტყა ძელს?სანტიმეტრები არ იყო?
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა