საქართველოს თასი. მეოთხედფინალი. პირველი მატჩი
ვფიქრობთ, თავიდანვე შეცდომა დაუშვა ვალდას ივანაუსკასმა, როცა ერთობ გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა მინდორზე.

გორელთა თამაშით თუ ვიმსჯელებთ, ძნელი გამოსაცნობი არ იყო მათი ჩანაფიქრი: ფრე ან, უკიდურეს შემთხვევაში, მინიმალური ანგარიშით წაგება, რის კომპენსირებასაც განმეორებით შეხვედრაში მოახდენდნენ.

სოსო ფრუიძემ კი ძირითად შემადგენლობას მოუყარა თავი (თუ არ ჩავთვლით სათადარიგოში გამწესებულ კვასხვაძეს).

საჩხერელებმა თავიდანვე აგრძნობინეს მეტოქეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისათვის იყვნენ განწყობილნი. ამას მოწმობდა ის თავდადება, რომელიც მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ჩანდა.

მამალაძეს ძალიან ხშირად აწუხებდნენ დიღმელაშვილი, გოცირიძე, კირკიტაძე, დეკანოიძე, ლომაშვილი, საჯაია და სხვები, რომელთა დარტყმები უმეტესწილად არაზუსტი იყო.

მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე საჩხერელებმა ნამდვილი შტურმი მოუწყვეს მეტოქეს: უამრავი ჯარიმა, დარტყმა, კუთხური და... 52-ე წუთი, როცა ლომაშვილმა აუღებელი დაარტყა.

ამასობაში შტურმი გაგრძელდა, მაგრამ კინაღამ ამოქმედდა დაუწერელი საფეხბურთო კანონი: 56-ე წუთზე გორელიშვილს სულ ცოტა დააკლდა ანგარიშის გასათანაბრებლად. რამდენიმე წამის შემდეგ კი გოგუას შორეული დარტყმა მოხვდა ძელს.

მალე თავად გორელებისთვის ამუშავდა იგივე საფეხბურთო კანონი: 57-ე წუთზე დეკანოიძის პასით ისევ ლომაშვილმა გაიტანა - 2:0.

63-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კვასხვაძემ ბურთთან პირველივე შეხება ბოლქვაძის მისამართით გაგზავნილი შესანიშნავი პასით აღნიშნა და სხვაობა სამბურთიანი გახდა. აქვე უნდა აღინიშნოს გაშვებულ გოლში მამალაძის ბრალი, რომელმაც თითქმის აღებული ბურთი ვერ შეიმაგრა ხელებში.

65-ე წუთზე კვასხვაძე ვალდებული იყო, მეოთხე გაეტანა, მაგრამ უაღრესად ხელსაყრელ სიტუაციაში ააცილა.

მატჩის მიწურულს სტუმრები ბევრს ეცადნენ თუნდაც ერთი ბურთის გაქვითვას, თუმცა ვერაფერი მოუხერხეს სომხიშვილს, რომელმაც ჯერ მოდებაძის დარტყმისას გამოავლინა არნახული რეაქცია, მერე კი აბურჯანიას დარტყმის მოსაგერიებლად ორმაგი სეივი დასჭირდა.

"ჩიხურამ" დამაჯერებლად და რაც მთავარია, დამსახურებულად გაიმარჯვა და თუ მანამდე ამ ორთაბრძოლას ფავორიტი არ ჰყავდა, ახლა საჩხერელები ამ სტატუსით ჩავლენ გორში.

Video

ჩიხურა - დილა 3:0

მატჩის შემდეგ

ვალდას ივანაუსკასი:

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო? 3:0 თვითონ მეტყველებს ყველაფერზე. შემადგენლობა შესუსტებული გვყავდა, წვიმით გაჟღენთილი მინდორიც საშინელება იყო. ეს დამარცხება კი არა, ტრაგედიაა. ძალიან ძნელია, მაგრამ მაინც ვეცდებით, შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ და გორში სულ სხვა "დილა" ვიხილოთ".

სოსო ფრუიძე:

"მადლობა ბიჭებს, რომ ყველა დავალება ზედმიწევნით შეასრულეს, თავდადებით იბრძოლეს და საწადელს მიაღწიეს. თუმცა, გორელთა შესაძლებლობები რომ ვიცი, არც 3:0 არის საბოლოო გამარჯვების გარანტია. ამიტომ მთელი სერიოზულობით მოვემზადებით საპასუხო შეხვედრისათვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zviadi chitadze
სომხიშვილისთანა მეკარე დღეს საქართველოს არ ყავს.წვიმა მარტო გორელებისთვის არ ყოფილა.
NIKA
მეკარემ რა გააკეტა?
chixuris fani
რაღაც ჩაწყობილ ტამაშს გავდა რადგან გორელთა მეკარემ მესამე გოლი სპეციალურად გაუშვა ნეტა ვცდებოდე :)
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა