ფაქტი უკომენტაროდ: რამდენიმე ევროპულ ტოტალიზატორს "ჩიხურა"-"დილას" 13 მარტს გამართულ მატჩში აშკარა ფავორიტად საჩხერელები ჰყავდა მიჩნეული, ცოტა ხანში კი ეს შეხვედრა პროგრამიდან საერთოდ ამოიღო...
13 მარტს "ზესტაფონმა" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წერილი გაუგზავნა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს

ბატონ ზვიად სიჭინავას

2013 წლის 9 მარტს გორის "დილასა" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში მსაჯთა ბრიგადის (დ. ხარიტონაშვილის ხელმძღვანელობით) მიერ ს/კ "ზესტაფონის" საწინააღმდეგოდ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები აჩენს გარკვეულ ეჭვებს.

მსაჯთა მხრიდან ასეთი სახის მოქმედება აისახა მატჩის შედეგზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ გორის "დილას" მონაწილეობით მოვლენათა მსგავსი განვითარება პირველი არ არის და გარკვეულ კითხვებს ბადებს ს/კ "ზესტაფონის" კარში მსაჯთა მიერ დანიშნული თერთმეტმეტრიანები.

საბოლოო ჯამში, საეჭვო არის თავად საფეხბურთო კლუბი "დილას" ქმედებები (განსაკუთრებით, საეჭვო ურთიერთობები მსაჯებთან), რაც აუცილებლად მოითხოვს კომპეტენტურ ორგანოთა მხრიდან აღნიშნული საკითხის გამოძიებას. ჩვენი მხრივ კი მზადყოფნას გამოვთქვამთ თანამშრომლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გააუქმოთ 2013 წლის 9 მარტს გორის "დილასა" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" შორის გამართული შეხვედრის შედეგი და მიიღოთ შესაბამისი სადისციპლინო ზომები აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილე მსაჯთა ბრიგადის მიმართ.

გარდა ამისა, გთხოვთ, გადასცეთ კომპეტენტურ საგამოძიებო ორგანოებს შესაბამისი მასალები საფეხბურთო კლუბი გორის "დილას" ქმედებების გამოსაძიებლად.

პატივისცემით, ს/კ "ზესტაფონის" პრეზიდენტი

ილია კოკაია

შევიტყვეთ, რომ ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გამოძიების თხოვნით საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს მიმართა და პროკურატურა განცხადებაში მოყვანილი საკითხების ძიებას შეუდგება.

როგორც ხედავთ, ვითარებამ საკმაოდ სერიოზული სახე მიიღო და ვნახოთ, როგორი გაგრძელება მოჰყვება ამ ამბავს. იმედია, ძალოვანი უწყების საქმეში ჩარევა შედეგს გამოიღებს და კონკრეტული კლუბისა თუ მსაჯის ბრალეულობა თუ დადასტურდა, დამნაშავეები შესაბამისად დაისჯებიან.

ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მხრიდან გვახსოვს გამოთქმული სურვილი გარიგებული მატჩების გამოვლენაში სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის თაობაზე, მაგრამ მაშინ სიტყვა საქმედ არ ქცეულა და მხოლოდ პიარგანცხადებები მოვისმინეთ.

ბოლოს კი ერთი ფაქტი უკომენტაროდ: რამდენიმე ევროპულ ტოტალიზატორს "ჩიხურა"-"დილას" 13 მარტს გამართულ სათასო მატჩში აშკარა ფავორიტად საჩხერელები ჰყავდა მიჩნეული, ცოტა ხანში კი ეს შეხვედრა პროგრამიდან საერთოდ ამოიღო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დილა-ზესტაფონი 2:1 - ივანაუსკასს ასეთი მეორე ტაიმი აღარ დაანახოთ! [VIDEO]

malxazi
რა უსამართლოდ მსჯელობთ. რამდენი გყავთ კ ო კ ა ი ა ს ნ ა ი რ ე ბ ი კართულ .. ფეხბურთში.აზრზე მოდით. ვინ გააკეთა ფეხბურთისთვის ამდენი?? ნუ ხართ დაბოგმილები .შური გვერდით გადადეთ და რეალურად შეხედეთ ყველაფერს.
vsxo
პროკურატურამ კოკაიაზე უნდ აღძრას საქმე დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო, გასულ სეზონში რუსთავის მეტალურგს სდებდა ბრალს.
patrioti
სცორედ კოკაიას და პედერაციის ცკალობიტ გახდა ზესტაპონი ცემპიონიი
mule1291
ეგეთი პრობლემები ყველა ფედერაციას აწუხებს მაგრამ ჩვენგან განსხვავებით პროკურორებთან არ დარბიან. ნორმალური ფედერაციის შეფი თავზე გადაახევდა წერილს კლუბის პრეზიდენტს. ტაკი მასხრებით აივსო ფეხბურთი და კიდე ეგ საბუთი პროკურატურამ თუ მიიღო მაშინ მალადეც მაგათაც. კბილაშვილის ადგილზე რომ ვიყო ორივე მხარეს გადავახევდი თავზე სისულელეებს..........
vaxo
სავსებით ვეთანხმები ოთარს, ვინ არის ეს კოკაია, სულ რომ მართალი ჰგონია თავისი თავი და სულ სხვებს აბრალებს ზესტაფონის წარუმატებლობას, დილა რომ ზესტაფონზე ორი თავით მაღლა დგას რათ უნდა მას გამოძიება. ფედერაციამაც ხელ შეუწყო მის ამგვარ ბრალდებებს, ფრდერაცია არის დასაშლელი სანამ სულ არ დაღუპავს ქართულ ფეხბურთს.
otari
ეს არის სირცხვილი. საფეხბუთო საქმე ისევ საფეხბურთო წრეებმა უნდა გაარჩიონ. დამწერმაც და გადამგზავნმაც არაფერიც არ იციან. რა უნდა გაარჩიე ვიდეოთი ეგ თამაში. მტყუანია მსაჯი? კი ბატონო რამე დისკვალიფიკაცია მიე. ბატონებო და ქალბატონებო! კლოუნადა გრძელდება ქართულ ფეხბურთში
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
პსჟ პერსპექტიულ შემტევს ხელშეკრულებას გაუგრძელებს
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია