ომარ მომანის კარიკატურა ინგლისური კლუბების წარუმატებელ გამოსვლაზე
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ პირველად 17 წლის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ვერც ერთმა ინგლისურმა კლუბმა ვერ გააღწია.

"მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" პლეი ოფშიც კი ვერ გავიდნენ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "არსენალმა" კი 1/8-ფინალში დაასრულეს ასპარეზობა. წარუმატებლობამ პრემიერლიგას უეფას კოეფიციენტების ცხრილში პირველი ადგილი დააკარგვინა, რამაც ინგლისური პრესა უკვე აალაპარაკა.

მიმდინარე სეზონი ინგლისის ჩემპიონატმა 84,410 ქულით ლიდერის რანგში დაიწყო. მისი უპირატესობა ესპანეთთან (84,186) მიზერული გახლდათ. მათ გერმანია სოლიდურად ჩამორჩებოდა (75,186), მაგრამ დღეს რეალობა უკვე სხვაგვარია. ინგლისს 79,829 ქულა შერჩა, "დორტმუნდისა" და "ბაიერნის" წარმატებებმა კი გერმანიის რეიტინგზე დადებითად იმოქმედა. ბუნდესლიგას უკვე 76,757 ქულა აქვს.

"გარდიანის" გათვლით, გერმანულ გრანდებს შანსი აქვთ, ინგლისს მეორე პოზიციაც წაართვან. თუმცა კუნძულელების მდგომარეობას უიმედოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. პრემიერლიგის პრესტიჟის შენარჩუნება ევროპალიგაზე მონაწილე გუნდებს: "ტოტენჰემს", "ნიუკასლსა" და "ჩელსის" შეუძლიათ, მაშინ, როცა ბუნდესლიგას "შტუტგარტიღა" შემორჩა.

განგაშის ზარების შემოკვრას არა, მაგრამ კრიზისული სიტუაციის სერიოზულად შესწავლას მოითხოვს "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერი. აი, რას ამბობს ის: "მთელი ეს სტატისტიკა ინგლისურ კლუბებს სერიოზულად აფიქრებთ. არადა, ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე გუნდებს შეეძლოთ, უკეთ ეთამაშათ, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ეს ვერ გააკეთეს. უკუსვლის ტენდენცია დიდი ხანია, შეინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ჩემპიონატები დონით გაგვითანაბრდნენ. თუკი გვინდა, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ, სერიოზულად დაფიქრება გვმართებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არსენ ვენგერი: ძალიან ახლოს ვიყავით

ddd
კი კაი ტიპია, მაგარი კარიკატურისტია , გოალ.კომ ზე მაგარი კარიკატურები იჩითება ომარასი
Karlo
ომარ მომანი კაი ტიპია? ისე წერთ თითქოს უნდა ვიცოდეთ და ქვას ხეთქავს :)))
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა