„არსენალი“ რუს ვარსკვლავთან ანდრეი არშავინთან ახალ კონტრაქტზე აპირებს მოლაპარაკებას. არშავინს კვირაში 80 ათას ფუნტს შესთავაზებენ და თითქოს მასაც რა უნდა ჰქონდეს საწინააღმდეგო, მაგრამ არის ერთი დეტალი: ჩრდილო ლონდონელები ფეხბურთელს დამატებით მხოლოდ ერთწლიან თანამშრომლობას სთავაზობენ.

„არსენალი“ რუს ვარსკვლავთან ანდრეი არშავინთან ახალ კონტრაქტზე აპირებს მოლაპარაკებას. არშავინს კვირაში 80 ათას ფუნტს შესთავაზებენ და თითქოს მასაც რა უნდა ჰქონდეს საწინააღმდეგო, მაგრამ არის ერთი დეტალი: ჩრდილო ლონდონელები ფეხბურთელს დამატებით მხოლოდ ერთწლიან თანამშრომლობას სთავაზობენ.

„მეთოფეთა“ თავკაცი არსენ ვენგერი არშავინის საკითხის მოგვარებას ჩქარობს, სურს, რომ იანვრამდე ყველაფერი დასრულებული იყოს. საამისოდ მოთამაშის აგენტთან დენის ლეჩტერთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა „ემირეიტზე“ 30 წელს მიტანებული ფეხბურთელის დიდი ხნით დაბევებაც არ უნდათ. აქ, გასაკვირი არაფერია, რადგან ვენგერს კარგა ხანია პოლიტიკა აქვს ასეთი: 30 წელს გადაცილებულ მოთამაშეებს მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებებს უფორმებს. გამონაკლისი, რასაკვირველია არც 29 მაისს დაბადებული არშავინი იქნება.

შეგახსენებთ, რომ რუსი ვარსკვლავი „არსენალში“ 2009 წლის იანვარში სანკტ პეტერბურგის „ზენიტიდან“ 15 მილიონი ფუნტის საფასურად გადავიდა და სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც მისთვის კვირაში 70 ათასი ფუნტის გადახდას ითვალისწინებდა. ახლა, ვენგერს განზრახული აქვს ფეხბურთელი თავისთან 2013 წლამდე დასტოვოს და კლუბის ერთ-ერთ ყველაზე დიდჯამაგირიან წევრად აქციოს.

„მეთოფეთა“ თავკაცს როგორც წესი ახალგარდა ფეხბურთელებზე უყვარს აქცენტის გაკეთება. მეტიც, ხანდახან მის ძირითად შემადგენლობაში მეტწილად უწვერული ჭაბუკები იყრიან თავს. ვენგერის ახალი იმედი 19 წლის ინგლისელი ჯეი ემანუელ-ტომასი გახლავთ. მწვრთნელი ამბობს:

„ჯეი ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობის კარზე ძალიან ძლიერად აკაკუნებს. ის საუცხოო თვისებებით დაჯილდოვებული ფეხბურთელია. მას არც მუშაობა ეზარება, ყველა ღონეს ხმარობს, რათა ფიზიკურად გაძლიერდეს და პრემიერლიგის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: როდესაც ჯეი ფიზიკურად საბოლოოდ მოძლიერდება, ის კარგი კი არა, დიდებული თავდამსხმელი იქნება.

ერთ რამეში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, მას გოლის გატანის ალღო აქვს. ეს ისეთი ნიჭია, რომელსაც ვერანაირი წვრთნით ვერ გამოუმუშავებ. მას როგორც მარჯენა, ასევე მარცხენა ფეხით ეხერხება ბურთთან ურთიერთობა. კარში დარტყმა კი როგორც საჯარიმოს შიგნიდან, ასევე მის ფარგლებს გარედან მოუდის”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა