"თუ ასე გააგრძელებენ მუშაობას, გორის "დილას" 5-6 ფეხბურთელს მეორეში კი არა, პირველ ბუნდესლიგაში შეეძლება მოხვედრა"
17 მარტს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია - ექვსეულის მეორე ტურში პირველადგილოსანი "დინამო თბილისი" უახლოეს მდევარს, გორის "დილას" მასპინძლობს.

ამ შეხვედრას წინ უძღოდა "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაიას წერილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და ფედერაციის აღმასკომისადმი, რომელშიც ფეროელთა პრეზიდენტი ექვსეულის პირველი ტურის მატჩის, "დილა"-"ზესტაფონის" შედეგის (2:1) გაუქმებასა და პროკურატურისთვის შესაბამისი მასალების გადაცემას ითხოვს გორის "დილას" ქმედებების გამოსაძიებლად.

ერთი სიტყვით, "დინამო"-"დილას" შეხვედრას უკვე აქვს საინტერესო პრელუდიები და ამ ყოველივესთან დაკავშირებით გორის "დილას" პოზიცია გვაინტერესებდა.

თუ გუნდი ძლიერია, ის თავისას მაინც დაამტკიცებს, "ზესტაფონის" ამ სვლამ კი არაერთი კითხვა გააჩინა...

"დილამ" 14 მარტს "ბენდელას" სტადიონზე მიგვიწვია რამდენიმე ჟურნალისტი, თუმცა უშუალოდ კოკაიას წერილზე კომენტარი არ გაკეთებულა. "დილა" სიტუაციის გამწვავებას ერიდება და ალბათ სწორადაც იქცევა...

მედიელთა კითხვებს "დილას" მენეჯერმა გია ისიანმა, მთავარმა მწვრთნელმა ვალდას ივანაუსკასმა და ფიზმომზადების მწვრთნელმა თომას კლიმეკმა უპასუხეს.

ვალდას ივანაუსკასი:

- "დინამოს" მნიშვნელოვანი თამაში გველის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ამ შეხვედრაში გადაწყდება. ამის მერე კიდევ რვა მატჩი იქნება გასამართი.

17 მარტს საქართველოს ორი საუკეთესო გუნდი ითამაშებს. ეს ტოპ-მატჩია და საგანგებოდ ამ შეხვედრისთვის თბილისში გერმანიიდან ჩამოვლენ სკაუტები და მენეჯერები. ისეთი ატმოსფერო იქნება, რომ ეს გერმანელებისთვისაც საინტერესო გამოდგება. გერმანელები რამდენიმე დღით ჩამოდიან, დაათვალიერებენ ჩვენს ინფრასტრუქტურას.

ძნელია, ერთმანეთს შეადარო ბუნდესლიგა და საქართველოს ჩემპიონატი, მაგრამ საქართველოში საინტერესო მუშაობა მიდის. აქ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა და აგრეთვე, ოპტიმალური ასაკის ფეხბურთელიც. არის არაერთი მაგალითი იმის, რომ ქართველი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში აგრძელებს კარიერას და ეს კარგად უნდა ესმოდეთ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს.

ქართველებმა იციან ფეხბურთის თამაში, ოღონდაც მენტალიტეტის საკითხია მოსაგვარებელი, უნდა შეეგუონ იმას, რომ სტაბილურობა აუცილებელია. ამ ნიჭიერ ფეხბურთელებს შეუძლიათ თანამედროვე ფეხბურთის თამაში და მათ უნდა ჩავუნერგოთ ის, რომ მომავალზეც იფიქრონ. თუ ისინი ასე გააგრძელებენ მუშაობას, მათ შეუძლიათ უცხოეთში წასვლა.

ემოციურობას დადებითი და უაყოფითი მხარები აქვს. მე უფრო პოზიტივს ვამჩნევ ქართველი ფეხბურთელის ემოციურობაში. ფეხბურთში არის ჩარჩოები და თუ ამას არ გასცდები, ყველაფერი კარგად აეწყობა.

- "გურია"-"დინამოს" სათასო შეხვედრის ჩანაწერს თუ უყურეთ და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- ამ შეხვედრის მომენტებს ვუყურე. სტუმრად რთულია თამაში. "გურია" რომ კარგი გუნდია, "ზესტაფონთან" შეხვედრებითაც დაამტკიცა. "გურიასთვის" "დინამოსთან" მატჩი წლის თამაში იყო, "დინამოსთვის" კი ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა...

- "დილასთვის" არ იქნება "დინამოსთან" დაპირისპირება წლის თამაში? თქვენ შორის ხომ მხოლოდ სამი ქულაა სხვაობა...

- არა, ეს ჩვენთვის არ იქნება წლის თამაში. ვიცი ჩვენი გუნდის ძალა, ვიცი "დინამოს" ძალაც. ჩვენი მიზანი ევროსარბიელზე თამაშია და ფეხბურთელების პროგრესი. 5 იანვრიდან დავიწყეთ მუშაობა და წინსვლა უკვე არის ფეხბურთელებში.

- "დილასთვის" პრობლემატურად მოჩანს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია. რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა, გვინდა, რომ გვყავდეს ასეთი თავდამსხმელი, თუმცა ამის დიდი აუცილებლობაც არ არის. ჩემი გუნდის კმაყოფილი ვარ, "დილაში" ჯანსაღი კონკურენციაა.

- ლაპარაკი იყო ნუკრი რევიშვილის "დილაში" გადასვლაზე - არის რაიმე სიახლე?

- რევიშვილის მოწვევა შესაძლებელი არ არის, ეს საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში.

- "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ძალიან მკვეთრი ნაბიჯი გადადგა, ხმაურიანი განცხადება გააკეთა "დილასთან" მიმართებაში - ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით?

- არ ვიცი, რატომ ატყდა ასეთი ხმაური. მსაჯის შეცდომები ყველა ჩემპიონატში არის, თუნდაც ბუნდესლიგაში. სუპერთასზე წავაგეთ "ზესტაფონთან" და ამის გამო ხმაური არ აგვიტეხია. ჩემპიონატის შეხვედრაში "ზესტაფონთან" პირველ ტაიმში და მეორე ტაიმის პირველ ნაწილში ყველაფერი კარგად წაგვივიდა. ეჭვი არ შემპარვია, რომ იმ თამაშს მოვიგებდით.

არ მინდა დავიჯერო, რომ აქ ნეგატიური რაღაცები ხდება... არსებობს თამაში კულისებს მიღმაც, მაგრამ სასაცილო რაღაცები რომ ხდება... "ზესტაფონთან" შეხვედრაში მსაჯის ისეთი შეცდომა არ მინახავს, რომ ის გადამწყვეტი გამომდგარიყოს.

არ ღირს თავის მტვრევა ამ ყველაფერზე, ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ და მთლიანად ფეხბურთზე ვართ კონცენტრირებულები.

- სათასო შეხვედრაში "ჩიხურასთან" არაოპტიმალური შემადგენლობა გაიყვანეთ და 0:3 დამარცხდით. ეს იმიტომ გააკეთეთ, რომ დაზოგეთ თქვენი ფეხბურთელები 17 მარტს "დინამოსთან" მატჩისთვის? "დილას" ფეხბურთელებისთვის პრობლემაა კვირაში სამი მატჩის თამაში?

- ლეონარდოს ამ შეხვედრაში თამაში არ შეეძლო; ტრავმა ჰქონდა ალადაშვილს; კვახაძეს არ შეუძლია ასეთ გრუნტზე თამაში; თოთაძეს მოთელვაზე კუნთები დაეჭიმა... ხელოვნურ საფარზე რომ ვვარჯიშობთ, მინდორზე გადასვლა ისედაც პრობლემაა, ხოლო "ჩიხურას" რომ ვესტუმრეთ და მოედანს დავხედე, ლამის შოკი მივიღე, ისეთ მდგომარეობაში იყო.

ცხადია, გავუფრთხილდი ჩემი გუნდის ფეხბურთელებს და მოედნის მდგომარეობა რომ ვნახე, მერე შევცვალე შემადგენლობა.

ზოგი სხვა გუნდისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვართ იდეალურ მდგომარეობაში, სავარჯიშო და აღდგენითი პირობები სხვებს უკეთესი აქვთ. ისე არ არის, თითქოს თასისთვის ბრძოლა არ გვინდოდეს. გვითხრეს, საჩხერეში სამი დღე წვიმდა და ამიტომ არის მოედანი ასეთ მდგომარეობაშიო. თუ ასე იყო, რატომ არ შეიძლებოდა, რომ პირველი მატჩი გორში გვეთამაშა და მეორე საჩხერეში?

აი, ეს იყო ამ ყველაფრის მიზეზი და არა ის, რომ ჩვენს ფეხბურთელებს კვირაში სამი მატჩის თამაში არ შეუძლიათ.

- როგორია თქვენი კლუბის პოზიცია კოკაიას წერილზე?

გია ისიანი:

- ყველა ელოდება "დინამო"-"დილას" შეხვედრას და სხვა რამეზე უფრო ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი. გორიდან ამ თამაშზე დასასწრებად მინიმუმ 200 გულშემატკივარი ჩამოვა ორგანიზებულად.

- ამ ეტაპზე "დილას" ფეხბურთელების მეორე ბუნდესლიგაში მიწვევა რეალურად მიგაჩნიათ?

ვალდას ივანაუსკასი:

- თუ ასე გააგრძელებენ მუშაობას, მეორეში კი არა, პირველ ბუნდესლიგაში მოხვედრა შეეძლება "დილას" 5-6 ფეხბურთელს. ამისთვის სტაბილურობაა საჭირო, ერთი-ორი კარგად ჩატარებული შეხვედრა ძალიან ცოტაა.

- "დილას" ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებაზე რას გვეტყოდით?

თომას კლიმეკი:

- "დილაში" მოსვლის პირველი დღიდან ნეგატიურად გაკვირვებული დავრჩი ფეხბურთელების ფიზიკური მომზადებით, პოზიტიურად კი იმან გამაკვირკვა, რომ არ მეგონა, თუ ასეთი კარგი ფეხბურთელები იყვნენ საქართველოში.

თურქულ შეკრებაზე რომ მივდიოდით, არცთუ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, თუმცა ჩვენი გეგმა გვქონდა და ამის მიხედვით ვმუშაობდით.

სასიხარულოა, რომ ფეხბურთელები პროფესიულად მიუდგნენ საქმეს. სამუშაო მძიმე გამოდგა, მაგრამ შედეგი არის. ვარჯიშის გარდა, ფეხბურთი სხვა ნიუანსებსაც მოითხოვს. თურქეთში ყველანაირი პირობა იყო, ვიცოდით, როგორ იკვებებოდნენ ფეხბურთელები, როგორ ისვენებდნენ.

შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ სხვა რეალობაა. მესმის, რომ აქ მენტალიტეტის ამბავია. წარმატების მიღწევა თუ გინდა, ისეთ პირობებში უნდა იცხოვრო, რასაც ფეხბურთი მოითხოვს.

"დილას" ფეხბურთელებს საკუთარი თავი ჯერ არ აქვთ ამოწურული. მათ შეუძლიათ სწრაფი ფეხბურთის თამაში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სკანდალი: ქართული ფეხბურთით პროკურატურა "დაინტერესდება"

დილა-ზესტაფონი 2:1 - ივანაუსკასს ასეთი მეორე ტაიმი აღარ დაანახოთ! [VIDEO]

bibo
დილას გაუმარჯოს მართლაც კარგი გუნდია, ხოლო რაც შეეხება სავარჯიშო პირობებს მართლაც რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია გუნდი. მადლობა ფეხბურთელებს და მადლობა მენეჯმენტს და მწვრთნელებს.
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა