ჩემპიონმა მეორე ადგილი უნდა შეინარჩუნოს, ლიდერმა - ტემპი
ჩემპიონთა ლიგას სამი ესპანური კლუბი შემორჩა, მათი მეტოქეებიც გარკვეულია. ასე რომ, ამ ტრიოს ("ბარსელონა","რეალი" და "მალაგა") დროებით შეუძლია მთელი კონცენტრაცია საშინაო ბატალიებზე გადაიტანოს.

ტურს მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩები მოსდევს, ამიტომაც ტრადიციად ქცეული ორშაბათის მატჩი არ იქნება.

დროგბას მოსვლამდე

"მოვიდა დრო, როცა მოურინიო იძულებულია დაუპირისპირდეს მხეცს, რომელიც თავად შექმნა", - ერთ-ერთ უცხოურ გამოცემაში წავიკითხეთ.

საუბარია, დიდიე დროგბაზე, რომელიც ახლა "გალათასარაიში" თამაშობს და თურქულ კლუბთან ერთად მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაუპირისპირდება, თუმცა იქამდე ჯერ კიდევ დროა.

ახლა კი "რეალი" "მალიორკას" მასპინძლობს, რომელიც ჯერჯერობით წარუმატებლად იბრძვის მზის ქვეშ ადგილის დამკვიდრებისთვის.

"ლოს ბლანკოსი" დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველადაა მეორე ადგილზე, დარჩენილ 11 ტურში "ბარსელონასთან" 13-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა თითქმის შეუძლებელ მისიად გვესახება. ასე რომ, ჟოზე მოურინიოს ერთადერთი საზრუნავი ლა ლიგაში, მეორე ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს.

სერხიო რამოსმა მოირჩინა მხარი და ის ალბათ ითამაშებს "მალიორკას" წინააღმდეგ. "რეალს" ლაზარეთში ორი ფეხბურთელი რჩება, კაპიტანი იკერ კასილიასი და არგენტინელი გარემარბი ანხელ დი მარია.

გაცილებით დიდი საკადრო პრობლემები აქვს გრეგორიო მანსანოს გუნდს. ორი მოწინავე ნახევარმცველი, ხოსე ლუის მარტი და ხავი მარკესი დისკვალიფიცირებულია. სამაგიეროდ, დისკვალიფიკაცია მოიხადა კიდევ ერთმა შუახაზელმა, ფრანგმა მიშელ პერეირამ და ის "რეალთან" თამაშს შეძლებს. სტუმრებს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული.

* ყველა შეჯიბრებაში "რეალმა" ზედიზედ 6 მატჩი მოიგო.

* "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალს" უკვე 36 მატჩია, არ წაუგია.

* კრიშტიანო რონალდო "რეალის" მაისურით 2013 წელს 16 თამაშში 19 გოლი გაიტანა.

* ლა ლიგის ბოლო 5 საგარეო მატჩიდან "მალიორკამ" 4 წააგო.

* "რეალთან" ბოლო 7 დაპირისპირებიდან "მალიორკამ" 6 წააგო.

* ბოლოს "მალიორკამ" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2009 წელს მოიგო, 3:1.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი: დ. ლოპესი - არბელოა, ს. რამოსი, ვარანი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - კალეხონი, იოზილი, რონალდო - ბენზემა.

მალიორკა: ავატე - ჰატონი, ჟერომელი, ნუნიეში, ლუნა - პინა, ფონტასი, ტისონე - ალფარო, დოს სანტოსი, ვიქტორი.

როურას ბოლო გამოსვლა

"ბარსელონა", რომელმაც გმირული საქციელი ჩაიდინა ჩემპიონთა ლიგაში, კვირას, საღამოს თამაშობს - "რაიო ვალეკანოს" მასპინძლობს.

ამ შეხვედრაში ბოლოჯერ შეასრულებს მთავარი მწვრთნელის მისიას ჟორდი როურა. 25 მარტს სამშობლოში ტიტო ვილანოვა ბრუნდება და სანაკრებო პაუზის მერე გუნდსაც ის მიხედავს.

მართალია, ტიტოს არ დაუსრულებია ბოლომდე ქიმიოთერაპიის კურსი, მაგრამ გუნდს უკვე ძალიან სჭირდება თავისი მთავარი მწვრთნელი - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, "ბარსას" ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კომპანია ელის.

"რაიოსთან" მატჩისთვის ჩავის გამოჯანმრთელება ვერ ესწრება, ხოლო ვიქტორ ვალდესი კვლავ ტრავმირებულია. მეტი საკადრო პრობლემა ერთპიროვნულ ლიდერს არ აქვს.

მორიგი სამი ქულა "ბარსას" ტიტულთან ძალიან დაახლოვებს.

"რაიო ვალეკანოს" სამი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება, რომელთაგანაც ყველაზე დიდი დანაკარგი ბრაზილიელი შემტევი ლეო კარილიო ბაპტიშტაო გახლავთ.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: პინტო - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია.

რაიო ვალეკანო: რუბენი - ტიტო, გალვესი, ამატი, ნაჩო - ტრაშორასი, ფიგუერასი - ლ. ბანგურა, ა. დომინგესი, პიტი - დელიბაშიჩი.

სხვა მატჩებიდან გამოვყოფთ დაპირისპირებას "მესტალიაზე", სადაც "ვალენსია" "ბეტისს" უმასპინძლებს.

ეს ის გუნდებია, რომელთაც ჯერ არ დაუკარგავთ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი. კვირას "მალაგა" "ესპანიოლს" მასპინძლობს.

ლა ლიგა. XXVIII ტური

15 მარტი

დეპორტივო-სელტა 3:1

გოლები: 1:0 რიკი (9),2:0 სილვიო (64), 3:0 სალომაო (79), 3:1 პარკი (80)

გაძევება: ასპასი (29, სელტა)

16 მარტი

სოსიედადი-ვალიადოლიდი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კასტრო, იფრანი, ელუსტონდო - ლარსონი, პერესი

ბოლო 6 მატჩი

+4=2-0 +1=4-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 23 თამაში: +11=6-6, (38-24)

ხეტაფე-ბილბაო 21:00

დისკვალიფიკაცია: ალექსისი

ტრავმა: მანე, ესკუდერო (?), ვალერა, როდრიგესი - ამორებიეტა (?), გურპეგი, პერესი, გალარეტა

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +6=7-4, (18-16)

რეალი-მალიორკა 23:00

დისკვალიფიკაცია: მარკესი, მარტი (მალ)

ტრავმა: კასილიასი, დი მარია, რამოსი (?) - ლოპესი, არისმენდი, ჟ. ვიქტორი, ალვარო

ბოლო 6 მატჩი

+5=0-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 33 თამაში: +19=5-9, (62-36)

ვალენსია-ბეტისი 01:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კოშტა (?), რამი (?), რუისი - პერკი, ვილარჩაო, სევილია, პერესი

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 33 თამაში: +20=6-7, (53-31)

17 მარტი

მალაგა-ესპანიოლი 15:00

დისკვალიფიკაცია: იტურა - სიმაო, ლოპესი

ტრავმა: -

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 23 თამაში: +13=2-8, (38-28)

სევილია-სარაგოსა 20:00

დისკვალიფიკაცია: სისინიო (სევ)

ტრავმა: პეროტი, ტროხოვსკი, კამპანია - ალამო, რობერტო (?), აპონიო, სუკულინი, ობრადოვიჩი

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +0=3-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 31 თამაში: +15=6-10, (53-36)

ოსასუნა-ატლეტიკო 22:00

დისკვალიფიკაცია: ფ. სილვა - გოდინი

ტრავმა: რიესგო, სისი, ლო, გონსალესი - ტიაგო

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +11=5-11, (28-29)

ბარსელონა-რაიო ვალეკანო 00:00

დისკვალიფიკაცია: ვალდესი - ფუეგო, კასადო, ლეო

ტრავმა: ჩავი - ლაბაკა, როდრი

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +10=4-3, (45-14)

გრანადა-ლევანტე 00:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ფ. რიკო, იებდა, ბენიტესი - ლელი (?)

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +0=3-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 3 თამაში: +1=0-2, (4-7)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 40 - მესი (ბარსელონა); 26 - რონალდო (რეალი); 21 - ფალკაო (ატლეტიკო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
პარალელები დონარუმასთან - რა პოლიტიკის დაგეგმვას ცდილობს პსჟ და რატომ შეიძლება არ განაახლოს კონტრაქტი დემბელემ
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!