აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, საქართველოს ფუტსალის ეროვნული გუნდი 17 მარტს ბაქოში გაემგზავრება
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, საქართველოს ფუტსალის ეროვნული გუნდი 17 მარტს ბაქოში გაემგზავრება და ჩვენი მეზობლების ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

აზერბაიჯანს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყაქვს, რადგან მის ბირთვს ნატურალიზებული ბრაზილიელები შეადგენენ.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და მისმა ასისტენტმა ბესიკ არველაძემ შემდეგი მოთამაშეები გამოიძახეს:

მეკარეები: ჯამბურია (ნეფთჩი), კეფაშვილი (სოკარი), გაბუჩია (თელასი)

მოედნის მოთამაშეები: ლუკავა (თსუ), ჯაფარიძე (თსუ), კობაიძე (თსუ), ბობოხიძე (თსუ), ზოიძე (სოკარი), სოზაშვილი (თელასი), შელეგია (თელასი), ჭანუყვაძე (თსუ), კაკაბაძე (თსუ), მაისაია და სებისკვერაძე (ნეფთჩი), სიგუნავა (თსუ).

საქართველო აზერბაიჯანს სულ შვიდჯერ დაუპირისპირდა, აქედან ორჯერ - შესარჩევ ციკლზე. უპირატესობა მეზობლების მხარესაა, ხუთჯერ აზერბაიჯანლებმა იმარჯვეს, ქართველებმა - მხოლოდ ერთხელ.

საინტერესო აღმოჩნდა შესარჩევი ციკლი კარლოვაცში. თამაშის დამთავრებამდე 59 წამით ადრე ვაგებდით 4:6 და ფრედ 6:6 დავასრულეთ.

ქართული დელეგაცია ბაქოში კვირას გაემგზავრება, ამხანაგურებს 18 და 19 მარტს ითამაშებს და თბილისში 20-ში დაბრუნდება. მერე მორიგი შეკრებაა, გუნდი "ბატესტაში" დაბინავდება, ელიტრაუნდისთვის თბილისში მოემზადება, ამსტერდამში კი 24 მარტს გაემგზავრებიან.

შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდში საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 27 მარტს ჩეხებთან გამართავს, 28 მარტს - მასპინძელ ჰოლანდიასთან, 30 მარტს - ბელარუსთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა