ესპანეთის 107-ე სამეფო თასის შუქ-ჩრდილები
"ნამდვილი, სუფთა ფეხბურთი" - ასე უწოდა გუშინ "მალიორკას" დანიელმა თავკაცმა მიქაელ ლაუდრუპმა ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებას. ეს შეჯიბრება 1902 წელს დაარსდა და მას მერე "სამეფო თასს" ყველაზე მეტჯერ "ბარსელონა" შეწვდა - 25-ჯერ. ბოლო ფინალში, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართა, "სევილიამ" 2:0 დაამარცხა "ატლეტიკო". ესპანეთის თასის 107-ე გათამაშება 21 აგვისტოს დაიწყო და 20 აპრილს ფინალური მატჩით დასრულდება.

"სამეფო თასის" სამი ეტაპი უკვე გავლილია, 1/16-ფინალებიდან კი გათამაშებაში პრიმერა დივიზიონის კლუბები ჩაერთნენ, მათ შორის "ბარსელონა" და "რეალი". ჟოზე მოურინიოს გუნდი მურსიას ეწვია და "ესტადიო ნუევა კონდომინაზე" ვერ შეძლო სეგუნდა დივიზიონიდან გავარდნილი "მურსიას" დამარცხება - 0:0. მასპინძლებმა მეტოქეს ბურთი დაუთმეს ("რეალი" I ტაიმში 86%-ით აკონტროლებდა ბურთს) და მხოლოდ კარის უსაფრთხოებაზე ფიქრობდნენ. კრიშტიანო რონალდომ, სერხიო კანალესმა და პედრო ლეონმა შორი დისტანციიდან სცადეს "მურსიას" კარის დალაშქვრა, მაგრამ ამაოდ. ყველაზე უკეთ ესტებან გრანერომ დაარტყა, თუმცა მასპინძელთა კარი ხარიხამ იხსნა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ქარიმ ბენზემამ გაიტანა, მაგრამ ოფსაიდიდან. შანსი ვერც რაულ ალბიოლმა გამოიყენა.

II ნახევარიც ანალოგიური სცენარით წარიმართა, ბურთი უმთავრესად "მურსიას" საჯარიმოსთან ტრიალებდა, მაგრამ გოლი არაფრით გადიოდა. მატჩის საუკეთესო მომენტი 70-ე წუთზე შეექმნა "რეალს", როცა "მურსიას" ვენესუელელმა გოლკიპერმა დანი ერნანდესმა სასწაულებრივ მოიგერია რონალდოს საჯარიმო დარტყმა და პედრო ლეონის დამატებულსაც გაუმკლავდა. ორ კვირაში "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეეცდება "კერკეტი კაკლის" გატეხვას.

ჟოზე მოურინიო: "გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა იბრძოლეს და გამარჯვებას იმსახურებდნენ, მაგრამ "მურსიას" კარს ფანტასტიკური გოლკიპერი იცავდა. საპასუხო მატჩში აუცილებლად მოვიგებთ".

რეალი: კასილიასი - ს. რამოსი, ალბიოლი, პეპე, არბელოა - გრანერო (62. ხედირა), პედრო ლეონი, კანალესი, მ. დიარა - რონალდო (69. დი მარია), ბენზემა (62.იგუაინი).

"მურსია" სეგუნდა ბ დივიზიონის ლიდერია, იქვე თამაშობს "სეუტა", რომელიც "ბარსელონას" მასპინძლობდა. ჩრდილო აფრიკაში "ბარსელონამ" პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი, მაქსველმა და პედრომ გაიტანეს, შემდეგ კი პეპ გვარდიოლას გუნდმა 2:0 შეინარჩუნა. მოურინიოსგან განსხვავებით, რომელმაც თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშა, გვარდიოლამ ექსპერიმენტებს მიმართა.

პირველ ტაიმში "ბარსელონას" შემტევმა ჟეფრენ სუარესმა მხარი ამოიგდო და ოთხი კვირით დააკლდა ფეხბურთს.

ბარსელონა: პინტო - ბარტრა, მაქსველი, ფონტასი, ადრიანო - მასკერანო, ტ. ალკანტარა (86. ჯ. დოს სანტოსი), კეიტა - პედრო, ჟეფრენი (32. ნოლიტო), კრკიჩი.

გოლები: 0:1 მაქსველი (16), 0:2 პედრო (25)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

madridista
ჟოზე მოურინიო: "გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა იბრძოლეს და გამარჯვებას იმსახურებდნენ, მაგრამ "მურსიას" კარს ფანტასტიკური გოლკიპერი იცავდა. აქ ერთი შესწორებაა: "კარს ფანტასტიური 11 გოლკიპერი იცავდა!!" როგორ უნდა გასულიყო გოლი, როცა მთელი :მურსია" კარში იყო ჩალაგებული!! ამასთანავე რეალიც ნახევრად ექსპერიმენტული გუნდით გავიდა მოედანზე. 8 ძირითადი ფეხბურთელი არ იყო სასტარტოში!! მაგრამ "სან-ტიაგოზე" გაითელება "მურსიაც" და ბევრი სხვაც. ისე, მურსია ალბათ არ ჩამოვა. 3-0-ს ჩაუთვლიან და მადრიდში კი წააგებდნენ ესე 6-0-ს!! :))))))
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის