სამწუხაროდ, ბოლო წლებში ქართულმა ძიუდომ სკანდალებით "გაგვანებივრა", თუმცა რაც ახლა მოლდოვურ ძიუდოში ხდება, ჩვენთვისაც კი გასაკვირია
სამწუხაროდ, ბოლო წლებში ქართულმა ძიუდომ სკანდალებით "გაგვანებივრა", თუმცა რაც ახლა მოლდოვურ ძიუდოში ხდება, ჩვენთვისაც კი გასაკვირია - ნაკრების დღევანდელი ხელმძღვანელობა ეროვნული ნაკრების ლამის მთელ შემადგენლობას ქვეყნიდან გაქცევის და სხვაგან გადასვლის მცდელობაში ადანაშაულებს!

ეს ბრალდება ნაკრების ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ ბაკალმა გაახმაურა და მოლდოველ ძიუდოისტთა შესაძლო გადაბირების მსურველი ქვეყნებიც დაასახელა - ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

გაქცევის მსურველთა შორის 5 ათლეტია დასახელებული სადღეისოდ იქაურთა ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტის, მსოფლიოს 2011 წლის პირველობის ბრინჯაოსპრიზიორ სერგეი ტომას (81) თავკაცობით.

სიაში შედიან ლონდონის ოლიმპიადის კიდევ ერთი მონაწილე ივან რემარენკო (90) და ჯერჯერობით უტიტულოები - ოქტავიან ნაკუ (60), მიხაილ მარკიტანი (66) და ვიქტორ სკვორცოვი (73). ბაკალის თქმით, ისინი არ გამოცხადდნენ 28 თებერვალს კიშინიოვში დაწყებულ შეკრებაზე, სანაცვლოდ კი ნაკრების ძველ მწვრთნელ ვასილ კოლცასთან ერთად დატოვეს ქვეყანა და უზბეკეთში გაფრინდნენ ისე, რომ ამის შესახებ არც ნაკრების და არც ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის უცნობებიათ.

ბრალდებას შუა აზიიდან უმალ გამოეხმაურა კოლცა და განაცხადა, ქვეყნის დატოვებას არავინ აპირებს და 21 მარტს კიშინიოვში დავბრუნდებითო.

მისი თქმით, ისინი უზბეკურმა მხარემ თავისივე ხარჯით მიიწვია ტაშკენტში ერთობლივ ვარჯიშზე, რაზეც უარი არ უთქვამთ; უკან დასაბრუნებელი ბილეთებიც წინასწარ იყიდეს. მან ისიც დაამატა, რომ გამგზავრებამდე რამდენჯერმე დაურეკა ფედერაციის პრეზიდენტ ვიაჩესლავ მანოლაკს, რომელმაც მის ზარს არ უპასუხა.

ცხადია, ინციდენტს მანოლაკიც გამოეხმაურა და ვითარების განმუხტვა სცადა - მედიას განუმარტა, მოლდოველები ერთობლივ ვარჯიშებზე არიან ტაშკენტში, საიდანაც სამშობლოში დაბრუნდებიანო. მანვე პრობლემის მიზეზად უფულობა დაასახელა და განაცხადა, ოლიმპიადის შემდეგ ფედერაციას სამინისტროსგან ერთი ლეიც არ მიუღიაო.

უსახსრობის გამო თურმე იქაურებს წლეულს არც ერთ ტურნირში არ მიუღიათ მონაწილეობა. თავის მხრივ, მანოლაკის ამ სიტყვებზე გაოცებისგან ხელები გაშალა მოლდოვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალმა მინისტრმა ოქტავიან ციკუმ, ეს ამბავი პირველად მესმისო და ფედერაციის პრეზიდენტი სასაუბროდ მიიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა