21 მარტს ჟენევაში იტალიის ეროვნული ნაკრები ამხანაგურად ბრაზილიის უმთავრეს გუნდს გაეჯიბრება
21 მარტს ჟენევაში იტალიის ეროვნული ნაკრები ამხანაგურად ბრაზილიის უმთავრეს გუნდს გაეჯიბრება; ოთხი დღის შემდეგ კი მალტაში ჩავა, სადაც ოფიციალურ პაექრობას გამართავს. გასაგებ მიზეზთა გამო ოფიციალურზე უფრო მეტ ინტერესს ამხანაგური პაექრობა იწვევს და ამაზე თვითონ ფეხბურთელთა განცხადებები მეტყველებს...

იტალიური სპორტული პრესაც, ძირითადად, ბრაზილიელებთან მოახლოებულ ჯახს უტრიალებს, მით უმეტეს, ჩეზარე პრანდელიმ უკვე დაასახელა 27-კაციანი შემადგენლობა.

პრანდელიმ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ტრავმების გამო მარკო ვერატის და ჯამპაოლო პაცინის გამოძახება ვერ შეძლო. არაფერი უთქვამს ფედერიკო ბალცარეტიზე, რომელსაც აქამდე ყოველთვის ენდობოდა, ამჯერად კი სრულიად ჯანმრთელი ოფსაიდში დატოვა. სხვა მხრივ, შემადგენლობა ოპტიმალურია. სიაშია ალესიო ჩერჩი, რომელიც "ტორინოში" მაღალ დონეზე ასპარეზობს და მისი შესაძლო გამოძახების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. 25 წლის შემტევი პირველად მოხვდა სანაკრებო განაცხადში.

კვლავ თამაშგარეში არიან ფაბიო კვალიარელა და ალესანდრო მატრი, რომლებსაც ჩეზარე პრანდელი არც აქამდე ენდობოდა. აღარაფერს ვამბობთ ანტონიო კასანოზე, რომელზეც მწვრთნელმა პირდაპირ თქვა, რომ შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანოს, მაგრამ შესარჩევ და ამხანაგურ შეხვედრებში არ დაეყრდნობა.

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), მორგან დე სანკტისი (ნაპოლი), ფედერიკო მარკეტი (ლაციო), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი).

მცველები: ინაციო აბატე (მილანი), მატია დე შილიო (მილანი), ანდრეა ბარცალი (იუვენტუსი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), კრისტიან მაჯო (ნაპოლი), ანდრეა რანოკია (ინტერი), ლუკა ანტონელი (ჯენოა), დავიდე ასტორი (კალიარი).

ნახევარმცველები: ანდრეა პირლო (იუვენტუსი), დანიელე დე როსი (რომა), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი), რიკარდო მონტოლივო (მილანი), ანტონიო კანდრევა (ლაციო), ალესანდრო დიამანტი (ბოლონია), ემანუელე ჯაკერინი (იუვენტუსი), ანდრეა პოლი (სამპდორია), ალესიო ჩერჩი (ტორინო).

თავდამსხმელები: სტეფან ელ შაარავი (მილანი), მარიო ბალოტელი (მილანი), სებასტიან ჯოვინკო (იუვენტუსი), პაბლო დანიელ ოსვალდო (რომა), ალბერტო ჯილარდინო (ბოლონია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჰოლანდია-იტალია, გამოხმაურება: პრანდელი ახალი ტაქტიკით [VIDEO]

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა